არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„ძველი წიგნით“ განკურნებული

„ძველი წიგნით“ განკურნებული

„ძველი წიგნით“ განკურნებული

▪ ბრაზილიაში (სამხრეთი ამერიკა) ერთი იეჰოვას მოწმე კარდაკარ ქადაგებისას შეხვდა მანდილოსანს, რომელმაც უთხრა, რომ მისი დედამთილი ერთი წიგნის წყალობით გამოჯანმრთელდა. გაოცებული მოწმე დაინტერესდა, თუ რომელი წიგნი იყო ეს. ქალმა თქვა, რომ „ეს ძველი წიგნი იყო“ და გამოუტანა თავისი ბიჭის გაცრეცილი წიგნი — „ბიბლიური მოთხრობები“.

ქალმა მოწმეს აუხსნა, რომ მისი დედამთილი დეპრესიაში იყო. მას სიკვდილისა და სიბნელის ისეთი შიში ჰქონდა, რომ ლოგინიდან არ დგებოდა. ერთხელ მის შვილიშვილს ხელში ჩაუვარდა წიგნი „ბიბლიური მოთხრობები“. მან ბებიას წაუკითხა ეს წიგნი. ბებიაზე იმდენად კარგად იმოქმედა ამ წიგნის შინაარსმა, რომ დეპრესიიდან გამოვიდა.

ეს მოწმე ჰყვება: „როდესაც ამ ქალბატონს ვუთხარი, რომ ეს წიგნი იეჰოვას მოწმეების მიერ იყო გამოცემული და შემეძლო მისთვის ახალი ეგზემპლარი მიმეტანა, მან ორი წიგნი შემიკვეთა, ერთი თავისთვის და ერთიც — დედამთილისთვის. წიგნები რომ მივუტანე, კიდევ მთხოვა. მან 16 წიგნი გამომართვა თავისი მეგობრებისთვის“.

თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ წიგნი „ბიბლიური მოთხრობები“, რომელიც 116 თავისგან შედგება. მასში მოთხრობილია ბიბლიური ისტორია. უკვე 30 წელია, რაც ეს წიგნი გამოიცემა და 72 მილიონზე მეტი ეგზემპლარია დაბეჭდილი. თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ ეს წიგნი, თუ შეავსებთ თანდართულ ტალონს და გაგზავნით ტალონში მითითებულ ან ამ ჟურნალის მე-5 გვერდზე მოცემულ თქვენთვის უახლოეს მისამართზე.

□ გთხოვთ გამომიგზავნოთ ეს წიგნი.

□ მსურს ბიბლიის უფასო შესწავლა.