არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„საუკეთესო წიგნი მსოფლიო რელიგიებზე“

„საუკეთესო წიგნი მსოფლიო რელიგიებზე“

„საუკეთესო წიგნი მსოფლიო რელიგიებზე“

▪ კანადაში სკოლის ერთი მასწავლებელი საგონებელში იყო ჩავარდნილი; არ იცოდა, როგორ გაეცნო მოსწავლეებისთვის სხვადასხვა რელიგია. მას შემდეგ, რაც წაიკითხა წიგნი „კაცობრიობა ღვთის ძიებაში“, აღფრთოვანებულმა თქვა: „ეს საუკეთესო წიგნია, რაც კი ოდესმე მსოფლიო რელიგიებზე წამიკითხავს!“ მას ისე მოეწონა წიგნი, რომ დირექციისგან ითხოვა, გაკვეთილებზე ამ წიგნის გამოყენების უფლება მიეცათ.

მასწავლებელი მზად იყო, ჩასულიყო 500 კილომეტრით დაშორებულ იეჰოვას მოწმეთა კანადის ფილიალში, რათა ამ წიგნის 40 ეგზემპლარი წამოეღო. მაგრამ ფილიალში წასვლა არ მოუწია, რადგან წიგნები მის რაიონში მცხოვრებმა მოწმეებმა მიუტანეს. ზოგ მოსწავლეს ისე მოეწონა ეს წიგნი, რომ სურვილი გაუჩნდათ, პირადი ეგზემპლარი ჰქონოდათ.

ეს წიგნი შეიძლება თქვენც დაგეხმაროთ, რომ უკეთ გაეცნოთ სხვა ხალხების რელიგიას. ამ წიგნში გაეცნობით მსოფლიოს ისეთი ძირითადი რელიგიების წარმოშობას, ისტორიასა და სწავლებებს, როგორიცაა ინდუიზმი, ბუდიზმი, დაოსიზმი, კონფუციანელობა, სინტოიზმი, იუდაიზმი, ისლამი და ქრისტიანობა.

თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ 384-გვერდიანი ილუსტრირებული წიგნი „კაცობრიობა ღვთის ძიებაში“. შეავსეთ თანდართული ტალონი და გააგზავნეთ ქვემოთ მითითებულ ან ამ ჟურნალის მე-5 გვერდზე მოცემულ თქვენთვის უახლოეს მისამართზე.

□ გთხოვთ, გამომიგზავნოთ ეს წიგნი.

□ მსურს ბიბლიის უფასო შესწავლა.