არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

კალმარის ყბა

კალმარის ყბა

ვინ შექმნა?

კალმარის ყბა

კალმარის ყბა, რომელიც გარეგნულად თუთიყუშის ნისკარტს ჰგავს, საგონებელში აგდებს მეცნიერებს. მათ აინტერესებთ, როგორ არის მიმაგრებული ასეთი მყარი აგებულების ორგანო სხეულზე, რომელსაც ძვალი არა აქვს, და რატომ არ აზიანებს ის გარშემო რბილ ქსოვილებს.

დაფიქრდით: კალმარის ყბის წინა ნაწილი მაგარია, ძირი კი — რბილი. ის შედგება ქიტინის, წყლისა და ცილებისგან. მისი რბილი ქსოვილები თანდათანობით გადადის მაგარ ქსოვილებში. ამგვარად, როცა კალმარი ყბებით ნადავლს გლეჯს, რბილი ქსოვილები არ უზიანდება.

კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი ფრანკ ზოკი ამბობს, რომ კალმარის ყბის შესწავლამ შეიძლება „რადიკალურად შეცვალოს ინჟინერთა შეხედულება იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება სხვადასხვა სტრუქტურის მასალის ერთმანეთთან შეერთება“. ერთ-ერთი სფერო, რომელშიც ამ მეთოდის დანერგვა შეიძლება, არის ხელოვნური კიდურების დამზადება. იმავე უნივერსიტეტის თანამშრომელი ალი მიზერესი ფიქრობს, რომ მეცნიერებმა „შეიძლება შექმნან კალმარის ყბის შემადგენლობის იდენტური ხელოვნური კიდური, რომლის ერთი მხარე ხრტილივით ელასტიკური იქნება, მეორე მხარე კი დამზადდება მაგარი და გამძლე მასალისგან“.

რას ფიქრობთ? შემთხვევითობას უნდა მივაწეროთ, რომ კალმარის ყბა მაგარი და რბილი ქსოვილებისგან შედგება, თუ ის შემოქმედმა შექმნა?

[სურათის საავტორო უფლებები 9 გვერდზე]

© Bob Cranston/SeaPics.com

© Richard Herrmann/SeaPics.com