არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მასწავლებელმა თვალსაზრისი შეიცვალა

მასწავლებელმა თვალსაზრისი შეიცვალა

მასწავლებელმა თვალსაზრისი შეიცვალა

▪ რამდენიმე წლის წინ ბათუმის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელმა მოსწავლეებს უთხრა, ზეპირად ეთქვათ ათი მცნება. მისდა გასაოცრად, ერთ-ერთმა მოსწავლემ ანამ ათივე მცნება უშეცდომოდ ჩამოთვალა. მან სხვა ბიბლიურ კითხვებზეც დამაჯერებელი პასუხები გასცა. მასწავლებელი დაინტერესდა, საიდან იცოდა მან ამდენი. ანამ მიუგო, რომ იეჰოვას მოწმეებთან სწავლობდა ბიბლიას. მასწავლებელმა საუბარი შეაწყვეტინა და უთხრა, რომ მოწმეებს ფანატიკოსებად მიიჩნევდა.

მოგვიანებით მასწავლებელმა დაავალა მოსწავლეებს, დაეწერათ თემა ქართველი ხალხის ყოფა-ცხოვრებასა და პრობლემებზე. ანამ თემის ბოლოს დაწერა: «ადამიანთა ნებისმიერი მცდელობა სრულიად გადაჭრან პრობლემები, უშედეგოა, რადგან იერემიას 10:23-ში წერია: „ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა; მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“. მხოლოდ ღვთის სამეფოს შეუძლია ყველა პრობლემის გადაჭრა».

მეორე დღეს მასწავლებელმა ანა კლასის წინაშე შეაქო და თქვა: „ანამ შესანიშნავად დაწერა თემა. მან თავისი სიტყვებით ახსნა, თუ როგორ არის შესაძლებელი მსოფლიო მდგომარეობის შეცვლა“. მასწავლებელზე კარგ შთაბეჭდილებას ახდენდა ანას ყოფაქცევა, ამიტომ ხმამაღლა აღნიშნა, რომ მოსწონდა მისი კარგი მანერები და მოკრძალებული ჩაცმულობა.

როცა იეჰოვას მოწმეებმა სახლში მიაკითხეს, მასწავლებელმა თქვა, რომ ადრე მოწმეებს ფანატიკოსებად მიიჩნევდა, მაგრამ თავისი მოსწავლის, ანას საქციელმა მასზე ისე იმოქმედა, რომ თვალსაზრისი შეიცვალა. 2007 წელს ის დაესწრო იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს იეჰოვას მოწმეებთან ერთად და პროგრამა გულდასმით მოისმინა.

გახსენების საღამოზე დასწრების შემდეგ ანას მასწავლებელი გაოცებული იყო იმით, რომ იეჰოვას მოწმეებმა ასე კარგად იცოდნენ ბიბლია. მან ბიბლიის შესწავლა დაიწყო მოწმეებთან. უეჭველია, ამ მასწავლებლის მსგავსად, თქვენც გსურთ გაიგოთ სხვების მრწამსის შესახებ. დაუკავშირდით იეჰოვას მოწმეებს, რომლებიც დაგეხმარებიან ბიბლიის უფასოდ შესწავლაში.

[სურათი 21 გვერდზე]

ანა თემას წერს