მისაღებია კრემაცია?
ბიბლიის თვალსაზრისი
მისაღებია კრემაცია?
ზოგი ფიქრობს, რომ კრემაცია — ცხედრის ფერფლად ქცევა — მიცვალებულისადმი უპატივცემულობაა. მათი აზრით, ‘ეს წარმართული ჩვეულებაა და ღვთის თაყვანისმცემლები ასე არ უნდა იქცეოდნენ’. სხვები კი ფიქრობენ, რომ კრემაცია სავსებით მისაღებია და არანაირად არ შეურაცხყოფს მიცვალებულს. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე?
ბიბლიურ დროში, ჩვეულებრივ, მიცვალებულებს მარხავდნენ. მაგალითად, აბრაამმა თავისი ცოლი, სარა გამოქვაბულში დამარხა. იესოს სხეული სამარხში დაასვენეს, რომელიც კლდეში იყო გამოკვეთილი (დაბადება 23:9; მათე 27:60). ამბობს ბიბლია იმას, რომ ცხედრის დამარხვა ერთადერთი მისაღები ფორმაა? წერია ბიბლიაში სადმე, რომ ძველ დროს მცხოვრებ ღვთის ერთგულ მსახურებს კრემაცია ჩაუტარდათ?
ღვთის უკმაყოფილების მაჩვენებელი იყო კრემაცია?
ბიბლიის ზოგიერთი მონაკვეთის წაკითხვისას, ერთი შეხედვით, შეიძლება ისეთი აზრი დაგვრჩეს, რომ ძველ დროში მათ წვავდნენ, ვისაც ღმერთი არ იწონებდა. მაგალითად, მოსეს კანონში ეწერა, რომ, თუ მღვდლის ასული მეძავი გახდებოდა, ის უნდა მოეკლათ და შემდეგ ცეცხლში დაეწვათ (ლევიანები 20:10; 21:9). როდესაც აქანისა და მისი ოჯახის ურჩობის გამო ისრაელი აისთან ბრძოლაში დამარცხდა, ისრაელებმა აქანი ოჯახთან ერთად ქვებით ჩაქოლეს და „მერე ცეცხლში დაწვეს“ (იესო ნავეს ძე 7:25). ზოგი მკვლევარის აზრით, წვავდნენ მათ, ვინც სამარცხვინოდ კვდებოდა, რადგან მიაჩნდათ, რომ ისინი დაკრძალვის ღირსნი არ იყვნენ.
როცა მეფე იოშიამ კერპთაყვანისმცემლობისგან იუდას განწმენდა დაიწყო, დაანგრია ქურუმთა სამარხები, რომლებიც ბაალებს მსხვერპლს სწირავდნენ, 2 მატიანე 34:4, 5). მიუთითებს ეს მაგალითები იმაზე, რომ ღმერთი არ იწონებს მათ, ვისაც ცეცხლში წვავენ? რა თქმა უნდა, არა. ამას ბიბლიაში ჩაწერილი სხვა შემთხვევაც ადასტურებს.
და მათი ძვლები მათივე სამსხვერპლოზე დაწვა (ფილისტიმელებმა ისრაელთან ბრძოლისას საული და მისი სამი ვაჟი მოკლეს და მათი გვამები ბეთ-შანის კედელზე ჩამოკიდეს. როდესაც ასეთი შეურაცხმყოფელი საქციელის შესახებ იაბეშ-გალაადის მცხოვრებლებმა გაიგეს, ჩამოხსნეს გვამები და დაწვეს, დარჩენილი ძვლები კი დამარხეს (1 სამუელი 31:2, 8—13). ამ შემთხვევიდან, ერთი შეხედვით, ისე ჩანს, რომ გვამის დაწვას უარყოფითი დატვირთვა ჰქონდა, რადგან საული ბოროტი იყო. ის იეჰოვას ცხებულის, დავითის წინააღმდეგ იბრძოდა და ღვთის კეთილგანწყობა ჰქონდა დაკარგული.
მაგრამ აღსანიშნავია, რომ საულთან ერთად მისი ვაჟი, იონათანიც დაწვეს, რომელიც კარგი ადამიანი იყო. ის დავითის ახლო მეგობარი და მოკავშირე იყო. ისრაელებმა იცოდნენ, რომ იონათანს ღმერთი უმართავდა ხელს (1 სამუელი 14:45). დავითმა გაიგო, რაც იაბეშ-გალაადის მცხოვრებლებმა გააკეთეს, და მადლობა გადაუხადა მათ: „იეჰოვამ გაკურთხოთ, რადგან სიკეთე უყავით თქვენს ბატონს საულს“. როგორც ჩანს, დავითი არ განაწყენებულა იმის გამო, რომ საულისა და იონათანის გვამები დაწვეს (2 სამუელი 2:4—6).
ღმერთს მკვდრების აღდგენაში ხელს ვერაფერი შეუშლის
ბიბლიაში ნათლად არის ნათქვამი, რომ იეჰოვა ღმერთი მკვდრებს გააცოცხლებს (ეკლესიასტე 9:5, 10; იოანე 5:28, 29). იმ დროის შესახებ, როცა გარდაცვლილები გაცოცხლდებიან, ბიბლიის წიგნ „გამოცხადებაში“, ანუ „აპოკალიფსში“ ნათქვამია: „ზღვამ მისცა მასში მყოფი მკვდრები, სიკვდილმა და სამარემაც მისცეს მათში მყოფი მკვდრები“ (გამოცხადება 20:13). გარდაცვლილის სხეული დაიმარხება, დაიწვება, ზღვაში დაიკარგება, მხეცები შეჭამენ თუ ატომური აფეთქების შედეგად გაცამტვერდება, ყოვლისშემძლე ღმერთს ვერაფერი შეუშლის ხელს თავისი განზრახვის განხორციელებაში — ის მკვდრებს გააცოცხლებს.
ბიბლიაში კონკრეტულად არაფერია ნათქვამი, ცხედარი უნდა დაიმარხოს თუ დაიწვას. იეჰოვა არ კრძალავს კრემაციას; მთავარია, ყველაფერი ღირსეულად გაკეთდეს.
ზოგჯერ ადამიანის გადაწყვეტილებაზე გავლენას ახდენს მის მხარეში მიღებული წეს-ჩვეულებები. ღვთის მსახურებს, რომლებიც ბიბლიური პრინციპების თანახმად ცხოვრობენ, არ სურთ ზედმეტად გააღიზიანონ მეზობლები. თუმცა ისინი არ მონაწილეობენ ისეთ ჩვეულებებში, რომლებიც ცრუ რელიგიურ სწავლებას უჭერს მხარს, მაგალითად სულის უკვდავებას. საბოლოო გადაწყვეტილება ცხედრის დამარხვასა თუ დაწვაზე უნდა მიიღოს ოჯახმა, რომელმაც უნდა გაითვალისწინოს მიცვალებულის ანდერძი.
გიფიქრიათ?
▪ ბიბლიაში მოხსენიებული ღვთის რომელი ერთგული თაყვანისმცემელი დაწვეს? (1 სამუელი 31:2, 12)
▪ როგორ მოექცა დავითი იმ კაცებს, რომლებმაც საულის ცხედარი დაწვეს? (2 სამუელი 2:4—6)
▪ საიდან ჩანს, რომ ცხედრის კრემაცია ხელს ვერ შეუშლის ღმერთს, ადამიანი მკვდრეთით აღადგინოს? (გამოცხადება 20:13)
[ჩანართი 11 გვერდზე]
ბიბლიაში კონკრეტულად არაფერია ნათქვამი, ცხედარი უნდა დაიმარხოს თუ დაიწვას