არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სწავლისგან გადაღლილი მოსწავლეები

სწავლისგან გადაღლილი მოსწავლეები

სწავლისგან გადაღლილი მოსწავლეები

ჩვიდმეტი წლის ჯენიფერი კლასში ერთ-ერთი წარჩინებული მოსწავლე იყო. ის არაერთ კლასგარეშე ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობას; ჯენიფერი ძალიან უყვარდათ მასწავლებლებს. მაგრამ იმ წელს, როცა სკოლას ამთავრებდა, საშინელი თავის ტკივილები და ხშირი ღებინება დასჩემდა. როგორც თვითონ ამბობს, ამ მდგომარეობამდე ხანგრძლივი დროის განმავლობაში ინტენსიურმა მეცადინეობამ და გამოუძინებლობამ მიიყვანა.

ჯენიფერი გამონაკლისი არ არის. როგორც ჩანს, სწავლისგან ქანცგაწყვეტილი მოსწავლეების რიცხვი დღითი დღე იზრდება, ზოგი ფსიქიატრსაც კი მიმართავს დახმარებისთვის. ამიტომ ამერიკელი პედაგოგების ჯგუფმა შეიმუშავა პროგრამა, რომელიც მოსწავლეებისთვის სტრესის შემცირებას ითვალისწინებს. პროგრამას უწოდეს „რთული გზა წარმატებისკენ“.

თუ სკოლის მოსწავლე ხარ, ჯენიფერის მსგავსად შეიძლება შენც განიცდი სტრესს. თუ მშობელი ხართ, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ ის, თუ რა ფასად უჯდება თქვენს შვილს წარჩინებით სწავლა. არსებობს ისეთი რჩევები, რომლებიც მოსწავლეებსა და მათ მშობლებს გამოადგებოდათ?