„ძალიან ბევრი დავალება მაქვს!“
„ძალიან ბევრი დავალება მაქვს!“
ის ძალოსნები, რომლებიც ოლიმპიურ თამაშებში იღებენ მონაწილეობას, როგორც წესი, რეკორდებს ყოველდღე არ ამყარებენ. ისინი რეგულარულად ვარჯიშობენ — თავიდან შედარებით მსუბუქ შტანგას წევენ, შემდეგ კი თანდათან ამატებენ სიმძიმეს. თუ ძალოსანი ყოველი ვარჯიშის დროს შეეცდება მაქსიმალური სიმძიმის აწევას, კუნთებსა და მყესებს დიდი ძალა დაადგება, რაც სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის როგორც ძალოსნის ჯანმრთელობას, ისე მის კარიერას.
ალბათ, არც შენ იშურებ ძალას, რომ კარგად ისწავლო. როცა სკოლაში რთულ დავალებას გაძლევენ ან გამოცდებისთვის ემზადები, გასაკვირი არაა, თუ მეცადინეობას ჩვეულებრივზე მეტ დროსა და ენერგიას ახმარ. * მაგრამ, თუ ყოველდღე აუარებელი საშინაო დავალების მომზადება გიწევს და სხვა არაფრისთვის გრჩება დრო, არ არის გამორიცხული, რომ კვებისა და ძილის რეჟიმი დაგერღვეს. ასეთი მუდმივი დაძაბულობის შედეგად შეიძლება ჯანმრთელობა შეგერყეს. ახლა შესაძლოა სწორედ ასეთ მდგომარეობაში ხარ. *
სულ სწავლა და სწავლა
„ყოველ ახალ სასწავლო წელს ჩემი საშინაო დავალებების რიცხვი იზრდება და რთულდება. მათი მომზადება ბევრ დროს მართმევს, — ამბობს 15 წლის იაპონელი ჰიროკო. * — სხვა რამის გაკეთებაც მინდა, მაგრამ მეორე დღეს გაკვეთილი რომ მაქვს მასწავლებლისთვის ჩასაბარებელი?! ზოგჯერ პანიკაში ვარდები“. რუსეთში მცხოვრები 14 წლის სვეტლანა თავის განცდებს გვიზიარებს: „იმდენი საშინაო დავალება მაქვს, რომ ვერ ავუდივარ მათ მომზადებას. ყოველ წელს ახალ-ახალი საგნები გვემატება და მასწავლებლებიც დიდი მოცულობის მასალას გვაძლევენ. თანაც, ყველა მასწავლებელი თვლის, რომ მისი საგანი უფრო მნიშვნელოვანია. ადვილი არ არის, ყველა საგანი მაღალ ნიშანზე ისწავლო“.
რატომ აძლევენ მასწავლებლები ბავშვებს ამდენ საშინაო დავალებას? 18 წლის ბრაზილიელი გილბერტო ამბობს: „როგორც მასწავლებლები გვეუბნებიან, მათ უნდათ, რომ შრომის ბირჟაზე კონკურენტუნარიანები ვიყოთ“. ასეც რომ იყოს, ალბათ ფიქრობ, რომ ეს მდგომარეობას ვერ შეგიმსუბუქებს. თუმცა სტრესის შემცირება შესაძლებელია — თუ დამოკიდებულებას შეიცვლი და ყველანაირად ეცდები, რომ ორგანიზებული იყო.
იფიქრე იმაზე, რომ რასაც დღეს ისწავლი, მომავალში ეკლესიასტე 2:24).
წარმატების მიღწევაში დაგეხმარება. საშინაო დავალებებს შეიძლება ბოლო არ უჩანდეს, მაგრამ სკოლის წლები მალე გაირბენს, და როცა სამსახურს იშოვი, მიხვდები, რომ დრო და ენერგია ტყუილად არ დაგიხარჯავს. დაინახავ რა შენი გარჯის ფასს, შენს ‘სულს ძალიან ეამება’ (სტრესის შემცირებაში თვითდისციპლინა და ორგანიზებულობა დაგეხმარება (იხილეთ ჩარჩო „პრაქტიკული რჩევები დაძაბულობის შესამცირებლად“). თუ ჩვევად გაიხდი საშინაო დავალებების თავის დროზე და ხარისხიანად მომზადებას, მასწავლებლების ნდობას მოიპოვებ და მათ შენი დახმარების სურვილი გაუჩნდებათ. თუ გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო გაკვეთილის მომზადებას ვერ მოასწრებ და ამის შესახებ წინასწარ შეატყობინებ მასწავლებელს, მეტი ალბათობაა, რომ ის შენს მდგომარეობაში შევა. მაგალითად, ბიბლიაში ღვთის მსახურ დანიელზე ნათქვამია, რომ ის „სანდო იყო და დაუდევრობა და დანაშაული არ იყო მასში“. დანიელი საქმეს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა, რის გამოც მეფის ნდობა და ქება დაიმსახურა (დანიელი 6:4). თუ დანიელს მიჰბაძავ და პასუხისმგებლობით მოეკიდები საშინაო დავალებებს, მასწავლებლები გულისხმიერებას გამოიჩენენ შენ მიმართ.
მაგრამ გაგათავისუფლებს სტრესისგან გაკვეთილზე ყურადღებით მოსმენა და დავალებების დროულად მომზადება? არა, რადგან სტრესს ისიც შეგიქმნის, თუ ყველაფრის კარგად გაკეთებას შეეცდები. შენ ხომ ზერელედ არ ეკიდები გაკვეთილებს, რადგან გინდა, რომ სკოლის წლებმა ფუჭად არ ჩაიაროს!
ამგვარი სტრესი სასურველია და დადებითად მოქმედებს ადამიანის ცხოვრებაზე. თუმცა შეიძლება
ისეთი სტრესი გქონდეს, რაც მხოლოდ გავნებს და ზედმეტ თავსატეხს გაგიჩენს.კლასგარეშე ღონისძიებები
წარმოიდგინე მძღოლი, რომელსაც ყოველთვის სწრაფად დაჰყავს მანქანა. როდესაც შუქნიშანზე წითელი შუქი ინთება, ის მკვეთრად ამუხრუჭებს და მანქანა ჩერდება. შემდეგ მძღოლი ფეხს აჭერს სიჩქარის პედალს და მანქანა ადგილიდან ისე წყდება, რომ ბორბლები ღრჭიალს იწყებს. რა მოუვა ასეთი მძღოლის ხელში მანქანას? მოსალოდნელია, რომ მანქანის ძრავა და სხვა ნაწილები მწყობრიდან გამოვა. მაგრამ სანამ ეს მოხდება, ის შეიძლება სერიოზულ ავტოკატასტროფაში მოხვდეს.
მსგავსად ამისა, მრავალ მოსწავლეს გამოფიტვამდე მიჰყავს საკუთარი თავი. დენიზ კლარკ პოუპი თავის წიგნში რამდენიმე სკოლის მოსწავლის შესახებ წერს: „ჩვეულებრივ მათი დღე დილაადრიან, უფროსების სამუშაოს დაწყებამდე ერთი-ორი საათით ადრე იწყება, და ხშირად გვიან მთავრდება — ფეხბურთის, ცეკვის, მოსწავლეთა საბჭოს შეხვედრების, ნახევარგანაკვეთიანი სამუშაოებისა თუ საშინაო დავალებების მომზადების შემდეგ“ (Doing School).
ყოველდღე ასეთი რიტმით ცხოვრება მოსწავლეების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. გამუდმებული სტრესის გამო მათ შეიძლება კუჭისა და თავის ტკივილები დასჩემდეთ, ქრონიკულმა დაღლილობამ დაასუსტოს მათი იმუნიტეტი და ავად გახდნენ, ვეღარ გააკეთონ იმდენი, რასაც ადრე აკეთებდნენ და გაუჭირდეთ ძალების აღდგენა. შენც მსგავსი რამ ხომ არ გემართება?
კარგია, თუ ღირებული მიზნების განსახორციელებლად თავს არ ზოგავ, მაგრამ როგორი ძლიერიც არ უნდა იყო, დღის განმავლობაში ყველაფრის გაკეთებას ვერ მოასწრებ. ბიბლია გონივრულ რჩევას გვაძლევს: „ყველასთვის ცნობილი გახდეს თქვენი კეთილგონიერება“ (ფილიპელები 4:5). სიტყვა „კეთილგონიერება“ განიმარტება, როგორც „ზომიერება“ და „საღი განსჯის უნარი“. კეთილგონიერი ადამიანი არ იღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მისთვის ან სხვებისთვის საზიანო იქნება. ის ბრძნულად მოქმედებს, რაც დღევანდელ არამდგრად ქვეყნიერებაში ასე აუცილებელია. ასე რომ, თუ გინდა იყო ჯანმრთელი, იყავი კეთილგონიერი და გათავისუფლდი ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმეებისგან.
გამდიდრების სურვილი
ზოგი ახალგაზრდა ფიქრობს, რომ კეთილგონიერება დასახული მიზნების განხორციელებაში ხელს შეუშლის. მათი აზრით, წარმატების გასაღები მაღალანაზღაურებადი სამუშაო და სიმდიდრეა. დენიზ კლარკ პოუპმა მსგავსი აზროვნება დაინახა ზოგ ახალგაზრდაში. მან აღნიშნა: „ამ მოსწავლეებს ძალიანაც სურთ, რომ გამოიძინონ და ჯანმრთელობაზეც იზრუნონ, მაგრამ გადატვირთული გრაფიკი — სკოლა, სახლი თუ სამუშაო თავისას ითხოვს. ისინი ნატრობენ მეგობრებთან უფრო მეტი დროის გატარებას, გართობას ან დასვენებას, მაგრამ თუ უნდათ, რომ მაღალ ნიშნებზე ისწავლონ, საკუთარ თავს ამის უფლებას ვერ მისცემენ. მათ იციან, რომ დღეს უნდა გააკეთონ არჩევანი, ამიტომ ლაღად ცხოვრებას მომავალ წარმატებას ამჯობინებენ“.
კარგი იქნება, თუ ასეთი ბეჯითი მოსწავლეები დაფიქრდებიან ერთი ბრძენი ადამიანის სიტყვებზე: „კაცმა მთელი ქვეყნიერებაც რომ შეიძინოს, რას არგებს, სულს თუ დაკარგავს? ანდა რას გაიღებს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ?“ (მათე 16:26). ამ სიტყვებით იესომ დაგვანახვა, რომ ის მიზნები, რისკენაც ამ ქვეყნიერებაში ვიღწვით, არ ღირს ჩვენი ფიზიკური, ემოციური თუ სულიერი ჯანმრთელობის დაკარგვის ფასად.
ფსიქოლოგმა მადელინ ლევინმა თავის წიგნში დაწერა: „ფაქტია, რომ ვერც ფული, ვერც განათლება, ვერც ძალაუფლება თუ სიმდიდრე ვერ დაიცავს ადამიანს ემოციური პრობლემებისა თუ უბედურებისგან“ (The Price of Privilege). ზემოთ მოხსენიებული პოუპი შემდეგ დასკვნამდე მივიდა: „არაერთი ბავშვი და მშობელი ისწრაფვის, რომ ყველაფერში იდეალური იყოს, რადგან ჰგონიათ, რომ თუ ასეთი არ იქნები, წარმატებას ვერ მიაღწევ. ჩვენ ყველანაირად უნდა მოვუფრთხილდეთ როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ ჯანმრთელობას“.
არსებობს ისეთი რამ, რაც ფულზე ბევრად მნიშვნელოვანია. ეს არის ემოციური და ფიზიკური ჯანმრთელობა, სუფთა სინდისი და შემოქმედთან მეგობრობა. ეს ყოველივე ღვთისგან ბოძებული უძვირფასესი საჩუქარია. თუ ამ საჩუქარს დიდებისა და სიმდიდრის ძიებაში დაკარგავ, ვეღარასოდეს დაიბრუნებ. გახსოვდეს იესოს სიტყვები: „ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი, რადგან მათია ზეციერი სამეფო“ (მათე 5:3).
ბევრმა ახალგაზრდამ კარგად გაითავისა იესოს ეს სიტყვები. ისინი სკოლაში კარგად სწავლობენ, მაგრამ იციან, რომ აკადემიური წარმატება და სიმდიდრე ხანგრძლივ ბედნიერებას ვერ მოუტანთ. მათ ესმით, რომ ასეთი მიზნებისკენ სწრაფვა ზედმეტ სტრესს შეუქმნით. აგრეთვე იმასაც აცნობიერებენ, რომ ნამდვილი ბედნიერების გარანტი ‘სულიერი წყურვილის’ დაკმაყოფილებაა. ამ ჟურნალის გამომცემლები, იეჰოვას მოწმეები სიამოვნებით დაგანახვებენ, რა უნდა გააკეთო, რომ დაიკმაყოფილო ეს წყურვილი და იყო ბედნიერი.
[სქოლიოები]
^ აბზ. 3 ისეთი მოსწავლეების შესახებ, რომლებიც ზერელედ ეკიდებიან სწავლას, იხილეთ სტატია „შემიძლია სკოლაში უკეთეს წარმატებებს მივაღწიო?“ რუბრიკაში „ახალგაზრდების შეკითხვები“, 1998 წლის 8 აპრილის „გამოიღვიძეთ!“, გვერდები 26—28.
^ აბზ. 3 დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატია „როგორ გავართვა თავი ამდენ საშინაო დავალებას?“ რუბრიკაში „ახალგაზრდების შეკითხვები“, 1993 წლის 8 აპრილის „გამოიღვიძეთ!“, გვერდები 13—15 (ინგლ.); 8 მაისის „გამოიღვიძეთ!“ (რუს.).
^ აბზ. 5 ზოგი სახელი შეცვლილია.
[ჩანართი 6 გვერდზე]
როგორი ძლიერიც არ უნდა იყო, დღის განმავლობაში ყველაფრის გაკეთებას ვერ მოასწრებ
[ჩანართი 8 გვერდზე]
თუ გინდა, რომ საუკეთესო განათლება მიიღო, გაიცანი შენი შემოქმედი
[ჩარჩო⁄სურათი 5 გვერდზე]
პრაქტიკული რჩევები დაძაბულობის შესამცირებლად
❑ ბევრ დროს ხომ არ ხარჯავ ქაღალდებისა და რვეულების გადახარისხებასა თუ ძებნაში? ზოგს ორგანიზებული რომ იყოს, დახმარება სჭირდება. ნუ მოგერიდება, რჩევისთვის ვინმეს მიმართო.
❑ ზოზინა ხომ არ ხარ? ერთხელ სცადე და დავალება დაგეგმილ დროზე ადრე მოამზადე. ვერ წარმოიდგენ, რამხელა შვებას და კმაყოფილებას იგრძნობ. ამის შემდეგ შეიძლება აღარასდროს გადადო საშინაო დავალების მომზადება.
❑ გაკვეთილების დროს ხშირად სადღაც ხომ არ „დაფრინავ“? დაისახე მიზანი, რომ ერთი თვის განმავლობაში ყურადღებით მოუსმენ მასწავლებელს და კარგ ჩანაწერებს გააკეთებ. გაგიკვირდება, როგორ გაგიადვილებს ეს საშინაო დავალების მომზადებას და შესაბამისად, სტრესსაც შეგიმცირებს.
❑ ხომ არ გაქვს შერჩეული დამატებითი საგნები, რომლებსაც ბევრი დრო და ენერგია მიაქვს? რამდენად არის ამის საჭიროება? დაელაპარაკე მშობლებს. გაიგე მათი აზრი, ვისაც განათლებაზე გაწონასწორებული შეხედულება აქვს. შეიძლება იმ დასკვნამდე მიხვიდე, რომ ეს არასავალდებულო საგნები შენი წარმატებისთვის გადამწყვეტი არ იქნება.
[ჩარჩო 6 გვერდზე]
წარმოსახვითი გალავანი
„მდიდრისთვის ქონება ძლიერი ქალაქია, ის მას გალავნად წარმოუდგენია“ (იგავები 18:11). ძველად ქალაქს დიდი გალავანი იცავდა თავდამსხმელისგან. ახლა წარმოიდგინე, რომ ცხოვრობ ქალაქში, რომელსაც მხოლოდ შენს წარმოსახვაში აქვს გალავანი. როგორც არ უნდა დაარწმუნო საკუთარი თავი, რომ დაცული ხარ, წარმოსახვითი გალავანი მტრისგან მაინც ვერ დაგიცავს.
უგალავნო ქალაქში მცხოვრებთა მსგავსად გამდიდრების მსურველ ახალგაზრდებს იმედგაცრუება ელით. კარგი იქნება, თუ შვილებს დაეხმარებით, არ გაებან სიმდიდრის ხაფანგში და არ იცხოვრონ წარმოსახვით გალავნიან ქალაქში.
შვილებთან ერთად იმსჯელეთ ქვემოთ მოცემულ ბიბლიურ რჩევებზე.
▪ ხშირად სიმდიდრე ადამიანს ცხოვრებას კი არ უადვილებს, არამედ მეტ თავსატეხს უჩენს. „მდიდარს . . . ძილს უფრთხობს ქონების სიუხვე“ (ეკლესიასტე 5:12; 1 ტიმოთე 6:9, 10).
▪ თუ ადამიანი თავის ცხოვრებას კარგად გეგმავს, ბევრი ფულის გარეშეც ბედნიერი იქნება. „მუყაითის გეგმები წარმატებულია“ (იგავები 21:5; ლუკა 14:28).
▪ ადამიანი საშუალო შემოსავლითაც შეიძლება დაკმაყოფილდეს. „ნურც სიღატაკეში მამყოფებ და ნურც სიმდიდრეს მომცემ“ (იგავები 30:8). *
[სქოლიო]
^ აბზ. 43 ფულის სიყვარულის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ 2003 წლის 8 აპრილის „გამოიღვიძეთ!“-ში, გვერდები 22, 23.
[სურათები 7 გვერდზე]
რასაც დღეს სწავლობ, მომავალში გამოგადგება
[სურათი 7 გვერდზე]
თუ ძალიან ბევრ საქმეს შეეჭიდები, შენი შრომისუნარიანობა დაქვეითდება