წყალგაუმტარი ლოტოსის ფოთოლი
ვინ შექმნა?
წყალგაუმტარი ლოტოსის ფოთოლი
▪ თვითგამწმენდი პლასტიკური ჭიქები, ფანჯრები, რომლებიც წვიმის დროს არ სველდება, მიკროსკოპული მექანიზმები, რომელიც მუშაობს ხახუნის მინიმალური ძალით — მეცნიერების აზრით, ეს მხოლოდ რამდენიმეა იმ გამოგონებათაგან, რომელიც ლოტოსის ფოთლის საიდუმლოებაში იმალება.
დაფიქრდით: ლოტოსის ფოთლის ზედაპირი დაფარულია მიკროსკოპული ზომის ხორკლით, რომელიც შეიცავს ცვილისებრ ნივთიერებას. ფოთოლზე მოხვედრილ წყლის წვეთებს მისი ზედაპირი აკავებს. ფაქტობრივად, ეს ნივთიერება ფოთოლს წყალგაუმტარს ხდის. ფოთლის ზედაპირს წყლის შეწოვა რომც შეეძლოს, მისი დამრეცი სტრუქტურა ამის საშუალებას არ იძლევა, რადგან წვეთები ძირს ვარდება. რა ხდება ამ დროს? ლოტოსის ფოთოლი მხოლოდ სიმშრალეს კი არ ინარჩუნებს, არამედ სისუფთავესაც, რადგან წყლის წვეთებს თან მიაქვს ჭუჭყი და მტვრის ნაწილაკები.
მეცნიერები ცდილობენ შექმნან ისეთი მასალა, რომელიც ლოტოსის ფოთლის მსგავსად წყალგაუმტარი იქნება. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს მასალა მიკროსკოპული მექანიზმებისთვის, რომელშიც წყალი ვერ შეაღწევს და დაცული იქნება დაზიანებისგან. „ასეთ მასალას უამრავი რამის გასაკეთებლად გამოიყენებდნენ“, — ნათქვამია „საიენს დეილიში“.
რას ფიქრობთ? ლოტოსის ფოთლის არსებობა შემთხვევითობას უნდა მივაწეროთ თუ შემოქმედის დამსახურებაა?