არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არწივი ჰარპია — ტროპიკული ტყეების მტაცებელი ფრინველი

არწივი ჰარპია — ტროპიკული ტყეების მტაცებელი ფრინველი

არწივი ჰარპია — ტროპიკული ტყეების მტაცებელი ფრინველი

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის ეკვადორიდან

▪ სამხრეთი ამერიკის მკვლევარები, ალბათ, ძალიან გაოგნდნენ ამ უზარმაზარი ფრინველის ხილვით. ამ ფრინველს მათ დაარქვეს ბერძნული მითოლოგიის ფრთოსანი ქალ-ურჩხულის სახელი ჰარპია.

თავისი საოცარი გარეგნობით არწივი ჰარპია დღესაც დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ადამიანებზე. ჰარპია სიმაღლეში 91 სანტიმეტრი იზრდება, მისი ფრთების შლილი კი 2 მეტრზე მეტია. ეს ფრინველი, რომელიც ცენტრალური და სამხრეთი ამერიკის ტროპიკულ ტყეებში ბინადრობს, მსოფლიოში ყველაზე დიდ და ძლიერ არწივად ითვლება. დედალი ჰარპია მამალზე დიდი იზრდება და წონაში 9 კილოგრამს აღწევს.

თავისი ზომის შესაბამისად, ჰარპია შეიარაღებულია 13-სანტიმეტრიანი ძლიერი ბრჭყალებით, რომლებიც თეთრთავა არწივის ბრჭყალებზე ორჯერ დიდია. „ნეშნლ ჯიოგრეფიკ ტუდეის“ თანახმად, არწივ ჰარპიას იმდენად ძლიერი ბრჭყალები აქვს, რომ შეუძლია „ძვლები გადაუმტვრიოს თავის მსხვერპლს, იქნება ეს მაიმუნი ზარმაცა თუ სხვა ნადავლი, მეყსეულად მოკლას და ტყიდან წაიღოს“. მართალია ჰარპია დიდი ზომისაა, მაგრამ მან შეიძლება ახლოს ისე ჩუმად ჩაგიქროლოთ, რომ ვერც კი შეამჩნიოთ.

ჰარპია გადაშენების პირასაა

ადამიანებს ჰარპიასი არ ეშინიათ, მაგრამ ჰარპიას აქვს საფუძველი, რომ ადამიანების ეშინოდეს. ჰარპიებზე უკანონოდ ნადირობისა და მათი საარსებო გარემოს გაჩანაგების გამო ეს არწივი გადაშენების პირას მისულ სახეობებს შორისაა მოხვედრილი. ველურ ბუნებაში ჰარპიას იშვიათად თუ ნახავს ვინმე. ჰარპია სრულად რომ არ გადაშენდეს, პანამის მთავრობამ მკაცრი სასჯელი დააწესა მათთვის, ვინც მასზე უკანონოდ ინადირებს.

ჰარპიას უსაფრთხოებაზე ეკვადორის ნაკრძალებშიც ზრუნავენ. „გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტთან საუბრისას გუაიაკილის ისტორიული პარკის ვეტერინარმა იარა პესანტესმა აღნიშნა, რომ ჰარპია 4-5 წლის ასაკში იწყებს მომწიფებას. მათი გამრავლების ციკლი ორი წელი გრძელდება და ყოველ ჯერზე ერთ ან ორ კვერცხს დებენ. ნაკრძალში მათი რაოდენობა მცირეა, რადგან ისინი ნელა მრავლდებიან. თუმცა, როგორც პესანტესმა თქვა, ნაკრძალში შემუშავებული აქვთ ჰარპიების მოშენების პროგრამა, რომლის წყალობითაც უკვე გამოიჩეკა ერთი ჯანმრთელი მართვე.

მალე ნაკრძალები საჭირო აღარ იქნება. ჩვენი შემოქმედი, იეჰოვა ღმერთი სრულად გააკონტროლებს დედამიწაზე მიმდინარე საქმეებს და ყველასთვის ცხადს გახდის, რომ ჩვენი პლანეტა თავისი საოცარი ქმნილებებით ტყუილუბრალოდ არ შეუქმნია (ფსალმუნი 104:5; ესაია 45:18).

[სურათი 25 გვერდზე]

არწივის დანომვრა

[საავტორო უფლება]

Pete Oxford/Minden Pictures

[სურათის საავტორო უფლება 25 გვერდზე]

Tui De Roy/Roving Tortoise Photos