ევროპის ბინადარი გიგანტები
ევროპის ბინადარი გიგანტები
„გამოიღვიძეთ!“-ისთვის იტალიიდან
ათას ცხრაას ოცდათორმეტ წელს, როცა რომის კოლიზეუმთან ახლოს გზა გაჰყავდათ, ბრიგადის ერთ-ერთ წევრს სამუშაო იარაღი მაგარ საგანზე მოუხვდა, რომელიც სპილო Elaphas antiquus-ის ეშვი და თავის ქალა აღმოჩნდა. ეს ერთადერთი აღმოჩენა არ ყოფილა. წლების განმავლობაში სპილოს დაახლოებით 140 ფოსილური ნარჩენი აღმოაჩინეს რომის შემოგარენში. პირველი მათგანი მე-17 საუკუნეში იპოვეს.
ხალხი ფიქრობდა, რომ ეს უნდა ყოფილიყო ძველ რომში უცხო ქვეყნებიდან შემოყვანილი სპილოების ფოსილური ნარჩენები ან კართაგენის მხედართმთავარ ჰანიბალის მიერ იტალიაში შეყვანილი სპილოების ნაშთები. მე-19 საუკუნის ვიტერბოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა პროფესორი და მღვდელი ჯ. პიანჩანი არ იზიარებდა ამ მოსაზრებას. რამდენადაც ძვლები ძირითადად აღმოჩენილი იყო
ალუვიურ ნიადაგში, მისი აზრით, ცხოველები სხვაგან დაიხოცნენ და ისინი ნიაღვრებმა ქვემოთ ჩამოიტანა.იტალიაში აღმოჩენილ ნამარხებში არ არის იმ სპილოს ჯიშები, რომლებიც დღეს არის გავრცელებული. ამ ნამარხებში ძირითადად ვხვდებით Elephas antiquus ჯიშის ანუ უძველესი ჯიშის სპილოებს (იხილეთ გვერდი 15). ასეთ სპილოებს თითქმის სწორი ეშვები ჰქონდათ და სიმაღლეში (ფეხიდან მხრებამდე) 5 მეტრს აღწევდნენ. ისინი ორი მეტრით აღემატებოდნენ ჩვეულებრივ სპილოებს.
ძირითადად, სად ბინადრობდნენ ეს გიგანტები? ნამარხები იმაზე მეტყველებს, რომ მონათესავე მამონტების მსგავსად, მათი არეალი მთელ ევროპას მოიცავდა, მათ შორის ინგლისს. აღსანიშნავია, რომ ამ გიგანტების ნამარხებში ზოგჯერ სხვა სახეობის ცხოველთა ნაშთებსაც ვხვდებით, მათ შორის იმ ჯიშებისა, რომლებიც ამ სპილოების მტრები იყვნენ.
ცხოველთა მრავალფეროვნება
ლაციოში, სადაც რომის პროვინცია მდებარეობს, ნამარხების გამოკვლევას იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ ოდესღაც აქაური კლიმატი აფრიკის კლიმატს ჰგავდა და ისეთი ცხოველები ბინადრობდნენ, როგორებიცაა ბეჰემოთი, ქურციკი და დიდი კატები. მაგალითად, ერთ-ერთი დიდი კატის, მონტე-სეკროს ლეოპარდის ფოსილური ნარჩენი რომის ცენტრში იპოვეს. სოფელ პოლედრარას მახლობლად აღმოაჩინეს ნამარხი, რომელიც 9 000-ზე მეტ ფოსილურ ნარჩენს შეიცავდა. ეს იყო ისეთი ცხოველების ნაშთები, როგორიცაა უძველესი სპილო, კამეჩი, ირემი, ბარბარული მაკაკა,
მარტორქა და ტური, რომელიც დაახლოებით ოთხი საუკუნის წინ გადაშენდა. ეს ადგილი მუზეუმად გადაკეთდა. მნახველებს შეუძლიათ ამ ნარჩენების გარშემო გაკეთებული შემაღლებული ბილიკით დაათვალიერონ ფოსილური ნარჩენები, რომლებიც იმავე მდგომარეობაშია, როგორშიც აღმოაჩინეს (იხილეთ გვერდი 16).პალერმოს (სიცილია) მახლობლად გამოქვაბული სავსე იყო ტონობით ნამარხი ნაშთებით — ირმების, ხარების, სპილოებისა და სხვადასხვა ასაკის ბეჰემოთის, მათ შორის არშობილი ბეჰემოთის ძვლებით. ფაქტობრივად, ნამარხის აღმოჩენიდან ექვს თვეში 20 ტონა ფოსილური ნარჩენი გაიყიდა.
ინგლისის სამხრეთ ნაწილში პალეონტოლოგმა მანსონ ვალენტინმა აღმოაჩინა ნამარხები, რომლებშიც დიდი რაოდენობით იყო სხვადასხვა ცხოველის, მათ შორის აფთრებისა და პოლარული დათვების ძვლები. რამ განაპირობა ასეთ განსხვავებულ ადგილებში ფოსილური ნარჩენების ნამარხთა არსებობა?
ზოგი მეცნიერი ფიქრობს, რომ ეს ცხოველები ბუნებრივი კატასტროფის დროს დაიხოცნენ. რაც უნდა ყოფილიყო ამ მასობრივი გადაშენების მიზეზი, ცხადია, რომ ის შეეხო მთელ ევროპას, ბრიტანეთის კუნძულებს, ციმბირსა და ალასკას.
ამ ნამარხების წყალობით ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ მსოფლიო, რომელიც სრულიად განსხვავდებოდა დღევანდელი მსოფლიოსგან. ეჭვგარეშეა, თუ შორეულ წარსულში დღევანდელი იტალიის ტერიტორიაზე აღმოჩნდებოდით, ისეთი გრძნობა დაგეუფლებოდათ, თითქოს აფრიკის ჯუნგლებში იმყოფებოდით.
[ჩარჩო 17 გვერდზე]
რა არის ფოსილური ნარჩენები?
ერთი შეხედვით, ფოსილური ნარჩენი შეიძლება ჩვეულებრივ ძვალს ჰგავდეს. ფაქტობრივად, ის მიიღება ქიმიური გარდაქმნის — ფოსილიზაციის შედეგად, რომელიც მანამდე ხდება, სანამ მკვდარი ცხოველი გაიხრწნება.
ფოსილიზაციის ერთ-ერთი ფორმა მინერალიზაციაა. ამ პროცესის დროს ხდება ნალექების შედეგად წარმოქმნილი მინერალებით ორგანული ნივთიერებების სრულად ან ნაწილობრივ ჩანაცვლება. ამგვარად, ფოსილიზაციისთვის აუცილებელია შესაბამისი გარემო პირობები — დიდი რაოდენობით დანალექი, რომელიც მკვდარ ცხოველებს გახრწნამდე დაფარავს. თუ ლეში სხვა ცხოველებმა არ შეჭამეს, ბუნებრივ პირობებში ის იხრწნება ბაქტერიებისა და ქიმიური თუ მექანიკური ფაქტორების, მაგალითად ქარისა და წყლის ზემოქმედების შედეგად. ამგვარად, ფოსილიზაცია ძალიან იშვიათად ხდება.
[ჩარჩო⁄სურათი 17 გვერდზე]
მამონტები ჩრდილოეთ ნახევარსფეროში
ფოსილური ნარჩენები ცხადყოფს, რომ მამონტები აზიის, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ვრცელ ტერიტორიებზე ბინადრობდნენ. ევროპაში იტალია, როგორც ჩანს, ამ ცხოველების არსებობის არეალის უკიდურესი სამხრეთი იყო.
მამონტი დაახლოებით ინდური სპილოს ზომისა იყო და სხეულს 50 სანტიმეტრი სიგრძის ბეწვი უფარავდა; მამალ მამონტს დაახლოებით 5 მეტრის სიგრძის მოხრილი ეშვები ამშვენებდა. ციმბირში მამონტების ძვლები იმდენად დიდი რაოდენობით აღმოაჩინეს, რომ შუა საუკუნეებში ის ჩინეთსა და ევროპაში გაჰქონდათ.
[საავტორო უფლება]
Photo courtesy of the Royal BC Museum
[სურათი 16, 17 გვერდებზე]
პოლედრარას ფოსილური ნარჩენების ნამარხი
[საავტორო უფლება]
Soprintendenza Archeologica di Roma
[სურათის საავტორო უფლებები 15 გვერდზე]
Top: Museo di Paleontologia dell’Università degli Studi “La Sapienza” di Roma; bottom: © Comune di Roma - Sovraintendenza Beni Culturali (SBCAS; fald. 90, fasc. 4, n. inv. 19249)