„იფხიზლეთ!“ იეჰოვას მოწმეების საოლქო კონგრესი
„იფხიზლეთ!“ იეჰოვას მოწმეების საოლქო კონგრესი
▪ ათასობით საოლქო კონგრესის ჩატარება იგეგმება 2009 წელს. ეს სამდღიანი კონგრესები პირველად საქართველოში 14—16 ივნისს ჩატარდება, მომდევნო თვეების განმავლობაში კი — მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში. საქართველოში სამივე დღეს კონგრესის პროგრამა დაიწყება 9:20-ზე, რომელსაც გახსნის მუსიკა. პარასკევის დღის თემაა „მზად იყავით“, რომელიც დაფუძნებულია მათეს 24:44-ზე. კონგრესის თავმჯდომარის მიმართვის შემდეგ წაკითხული იქნება მოხსენებები: „კონგრესები გვეხმარება, რომ დავრჩეთ ფხიზლად“ და «იეჰოვა — „დროებისა და ვადების“ ღმერთი». ამის შემდეგ წარმოდგენილი იქნება მოხსენებათა სერია „მიჰბაძე ერთგულ მსახურებს, ვინც სიფხიზლე შეინარჩუნა“, რომელშიც განხილული იქნება ნოეს, მოსესა და იერემიას მაგალითები. დილის პროგრამა დამთავრდება წამყვანი მოხსენებით «როგორ გვეხმარება იეჰოვა, რომ „ვიფხიზლოთ“»?
პარასკევს ნაშუადღევის პროგრამა დაიწყება პუნქტით «პასუხები კითხვებზე, რომლებიც „ბოლო დღეებს“ ეხება», რის შემდეგაც წაკითხული იქნება მოხსენებები «„არც დღე იცით და არც საათი“ — რატომ?» და „იცოდეთ, რომ ახლოსაა აღსასრული“. შემდეგ დაიწყება ექვსნაწილიანი მოხსენებათა სერია «ქრისტიანულო ოჯახებო, „იფხიზლეთ!“». პირველი სამი მოხსენება ეხება უშუალოდ ქმრებს, ცოლებსა და ბავშვებს. ბოლო სამი მოხსენების სათაურია „სუფთად დაიცავით თვალი“, „განახორციელეთ სულიერი მიზნები“ და „ყოველთვის ჩაატარეთ ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამო“. ნაშუადღევის პროგრამას დაასრულებს მოხსენება, სათაურით «სიტყვები, რომლებიც აღგვძრავს, „ვიფხიზლოთ“».
შაბათის თემა „იფხიზლეთ და გეღვიძოთ!“, დაფუძნებულია 1 პეტრეს 5:8-ზე. ხუთი ნაწილისგან შემდგარ მოხსენებათა სერიაში, «„გამოაღვიძეთ“ ხალხი», შესულია შემდეგი მოხსენებები: „ჩვენი მსახურება რატომაა ასე მნიშვნელოვანი?“, „იყავი დაკვირვებული მსახურებაში!“, „გაიუმჯობესე სწავლების უნარი!“, „ნუ დაგავიწყდება შენი ახლობლები!“, „გახსოვდეს, რომ საქმე გადაუდებელია!“. შემდეგ წარმოდგენილი იქნება მოხსენებები: „მიჰბაძეთ იესოს სიფხიზლეში“ და „შეინარჩუნეთ სიფხიზლე ლოცვაში“. დილის პროგრამას დაასრულებს მოხსენება ნათლობის შესახებ, რის შემდეგაც ჩატარდება ნათლობა.
შაბათის ნაშუადღევის პროგრამა დაიწყება ხუთნაწილიანი მოხსენებათა სერიით „უფრთხილდით სატანის სატყუარებს!“ — „ცეცხლს“, „ორმოს“, „მახეს, რომელიც ახრჩობს“ და „მახეს, რომელიც ამტვრევს“. ამას მოჰყვება სპეციალური წარმოდგენა „სანამ ცოცხალი ვარ, არ დავთმობ უმწიკვლობას!“. დღის პროგრამა დასრულდება მოხსენებებით „უკან ნუ დაიწყებ ყურებას“ და „ისწავლე სიფხიზლე იესოს მოციქულებისგან“.
კვირის თემა „დაელოდე . . . არ დააგვიანდება“ დაფუძნებულია აბაკუმის 2:3-ზე. ამ თემაზე დაფუძნებული მოხსენების განხილვის შემდეგ წარმოდგენილი იქნება მოხსენებათა სერია «თვალი მიაპყარი „უხილავს“», რომელშიც განხილული იქნება შემდეგი მოხსენებები: „ათი რქა შეიძულებს მეძავს“, „აღიარებენ ხალხები იეჰოვას“, „ყველა ეს სამეფო დაიქცევა“, „ეშმაკი შებოჭილი იქნება ათასი წლით“, „ააშენებენ სახლებს და გააშენებენ ვენახებს“, „მგელი და ბატკანი ერთად შეჭამენ“, „ღმერთი მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს“, „ყველა, ვინც სამარხებში არიან . . . გამოვლენ“ და „ღმერთი იქნება ყველაფერი ყველასთვის“. დილის პროგრამას დაასრულებს საჯარო მოხსენება „როგორ უნდა გადაურჩე ქვეყნიერების აღსასრულს?“.
კვირის ნაშუადღევის პროგრამის განსაკუთრებული პუნქტი იქნება დრამა, სახელწოდებით „შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა“, რომელსაც საფუძვლად უდევს იესოს იგავი გზასაცდენილი შვილის შესახებ. „საგუშაგო კოშკის“ მიმოხილვის შემდეგ წარმოდგენილი იქნება დასკვნითი თემა „ყოველთვის ცხადად გქონდეს გონებაში იეჰოვას დღე!“
დღესვე დაგეგმეთ კონგრესზე დასწრება. დაუკავშირდით იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზს ან მისწერეთ ამ ჟურნალის გამომცემლებს, რათა გაიგოთ, სად გაიმართება კონგრესი თქვენთვის უახლოეს ადგილას. ზოგ ქვეყანაში ოთხდღიანი საერთაშორისო კონგრესი ჩატარდება.