უნდა გეშინოდეთ მიცვალებულების?
ბიბლიის თვალსაზრისი
უნდა გეშინოდეთ მიცვალებულების?
ნიგერიაში ანანგის ტომის წარმომადგენლებს სჯერათ, რომ, თუ მიცვალებულს დაკრძალვის დროს სათანადო პატივს არ მიაგებენ, მათი სულები ოჯახის წევრებს ავნებენ და სიცოცხლესაც კი გამოასალმებენ. ჩინეთში ზოგს სჯერა, რომ, ვინც დაკრძალვის წეს-ჩვეულებებს ზედმიწევნით არ შეასრულებს, მკვდრის სული თავს დაესხმება და მოკლავს კიდეც.
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სჯერათ, რომ სიკვდილის შემდეგ სული ტოვებს სხეულს. ბევრს ისიც სჯერა, რომ მკვდრის სული ოჯახის წევრებისა თუ მეგობრების საქმეებში ერევა.
სიკვდილის შემდეგ ნამდვილად არსებობს ისეთი რამ, რაც განაგრძობს სიცოცხლეს და აქვს ცნობიერება? შეუძლია მას ავნოს სხვას? რას ამბობს ბიბლია ამის შესახებ?
გრძნობენ მიცვალებულები რამეს?
ბიბლიაში ნათქვამია, რომ მკვდრებმა „არაფერი იციან“. მასში აგრეთვე აღნიშნულია, რომ ისინი „უსიცოცხლოები არიან“ (ეკლესიასტე 9:5; ესაია 26:14). პირველი ადამიანის, ადამის შესახებ ღვთის სიტყვაში ნათქვამია: „დაიწყო იეჰოვა ღმერთმა ადამიანის შექმნა მიწის მტვრისგან, ჩაჰბერა ნესტოებში სიცოცხლის სუნთქვა და ადამიანი ცოცხალ სულად იქცა“ (დაბადება 2:7).
ყურადღება მიაქციეთ, რომ ადამი შექმნილი იყო როგორც ცოცხალი სული. ბიბლიის თანახმად, ღმერთს ადამისთვის არ მიუცია სული, რომელსაც შეეძლო სხეულისგან ცალკე არსებობა. ამიტომ, როცა ადამმა შესცოდა, მოკვდა. „სული, რომელიც სცოდავს, მოკვდება“, — ვკითხულობთ ბიბლიაში (ეზეკიელი 18:4). თითოეულმა ჩვენგანმა პირველი ადამიანისგან, ადამისგან მემკვიდრეობით ცოდვა და არასრულყოფილება მივიღეთ. ასე რომ, როცა ადამიანი კვდება, კვდება სული (რომაელები 5:12).
როცა ბიბლია მკვდრების მდგომარეობას აღწერს, გაუგებარ სიტყვებს კი არ იყენებს, არამედ ჩვენთვის გასაგებ სიტყვებს, მაგალითად ‘სიკვდილის ძილით დაძინება’ (ფსალმუნი 13:3). ერთხელ იესომ 12 წლის გოგონაზე თქვა: „არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს“. ხალხს „ეს სიცილად არ ეყო, რადგან იცოდნენ, რომ გოგონა მკვდარი იყო“. მაგრამ ბიბლია მოგვითხრობს, რომ იესომ სიკვდილის ძილით მიძინებული გოგონა გააღვიძა (ლუკა 8:51—54).
სწორედ ასე იყო ლაზარეს შემთხვევაშიც. იესომ თავის მოწაფეებს უთხრა, რომ ‘ლაზარეს გასაღვიძებლად მიდიოდა’. მოწაფეებმა ვერ გაიგეს მისი ნათქვამი, «მაშინ იესომ პირდაპირ უთხრა მათ: „ლაზარე მოკვდა»“. პავლე მოციქულიც ლაპარაკობდა „სიკვდილის ძილით მიძინებულთა შესახებ“, რომლებსაც ღვთის მიერ დანიშნულ დროს სიცოცხლე დაუბრუნდებოდათ (იოანე 11:11—14; 1 თესალონიკელები 4:13—15).
აქედან გამომდინარე, ბიბლიაში არსად წერია, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანის სული განაგრძობს სიცოცხლეს. ამიტომ, მიცვალებულების არ უნდა გვეშინოდეს. მაშ, საიდან მოვიდა ის აზრი, რომ სიკვდილის შემდეგ სული განაგრძობს სიცოცხლეს? და რატომ ფიქრობენ, რომ მიცვალებულებს ცოცხლებისთვის ზიანის მიყენება შეუძლიათ?
სიცრუე
ცრუ რელიგიებმა გაავრცელეს ისეთი აზრი, რომ სიცოცხლე სიკვდილით არ მთავრდება. ჯერ კიდევ კაცობრიობის ისტორიის დასაწყისში სწავლებამ სულის უკვდავების შესახებ მთელ მსოფლიოში დიდი აღიარება მოიპოვა. ამიტომ იყო, რომ ზოგი მმართველის, მაგალითად ეგვიპტის ფარაონის სიკვდილის შემთხვევაში ხოცავდნენ მათ მონებსაც, რათა საიქიოში მომსახურებოდნენ.
ლუკა 9:37—43; ეფესოელები 6:11, 12).
ბევრს შთააგონეს, რომ მათი ტანჯვის მიზეზი მკვდართა სულები არიან. ამიტომ მათ სჯერათ, რომ გარდაცვლილი ოჯახის წევრების ან ახლობლების განრისხებული სულები სტანჯავენ. მაგრამ ბიბლიაში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ეს სიცრუეა. სინამდვილეში ამის მიზეზი უხილავი ბოროტი სულები არიან, რომლებსაც დემონები ეწოდებათ; მათ სიამოვნებას ანიჭებთ ადამიანების ტანჯვა და დაშინება (ბიბლიაში სატანა მოხსენიებულია, როგორც „სიცრუის მამა“, რომელიც „სინათლის ანგელოზის სახეს იღებს“. მას და მის დემონებს „შეცდომაში შეჰყავს მთელი მსოფლიო“ (იოანე 8:44; 2 კორინთელები 11:14; გამოცხადება 12:9). სინამდვილეში სატანა ავრცელებს იმ სიცრუეს, რომ სული არ კვდება და შეუძლია ადამიანებს, ავნოს.
ვისაც ბიბლიის სჯერა, არ ტყუვდება ასეთი სიცრუით. მათ გაიგეს, რომ სატანა ცდილობს, დაარწმუნოს ადამიანები, რომ მიცვალებულებთან ურთიერთობა შესაძლებელია. სინამდვილეში კი ბიბლიაში ვკითხულობთ: „ცოცხლებმა იციან, რომ მოკვდებიან, მკვდრებმა კი არაფერი იციან“ (ეკლესიასტე 9:5). ღვთის სიტყვაში ჩაწერილი ჭეშმარიტება მკვდრების მდგომარეობის შესახებ გვათავისუფლებს უსაფუძვლო შიშისგან (იოანე 8:32).
გიფიქრიათ?
▪ გრძნობენ რამეს მიცვალებულები? (ეკლესიასტე 9:5; ესაია 26:14)
▪ ვინ გაავრცელა ის აზრი, რომ ის, ვინც განზრახ არ დაემორჩილებოდა ღმერთს, არ მოკვდებოდა? (იოანე 8:44)
▪ სად შეგვიძლია გავიგოთ სიმართლე მკვდრების მდგომარეობის შესახებ? (იოანე 8:32; 17:17)
[ჩანართი 23 გვერდზე]
ადამიანებს ბოროტი სულები სტანჯავენ და არა მიცვალებულთა სულები