„ეს წიგნი ჩვენს კითხვებს პასუხობს“
„ეს წიგნი ჩვენს კითხვებს პასუხობს“
▪ „ეს წიგნი ჩვენს კითხვებს პასუხობს“. ასეთ სიტყვებს ამბობენ ახალგაზრდები ახალგამოცემულ წიგნზე „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“, ტომი 2. „თავგზა მქონდა აბნეული და საკუთარ თავშიც არ ვიყავი დარწმუნებული, ეს წიგნი კი ნამდვილად დამეხმარა. ამ წიგნმა თითქმის ყველა კითხვაზე მიპასუხა, რომელიც მაწუხებდა“, — წერს ტეხასელი ჯესიკა (აშშ).
კოლორადოელი ბრიანი ამბობს: „თქვენი წიგნი მშობლებსა და შვილებს მოუწოდებს, ხშირად ისაუბრონ. როდესაც დედასთან დალაპარაკება მინდა, მასთან ერთად ვკითხულობ ამ წიგნიდან იმ მონაკვეთს, რომელზეც მინდა, რომ ვესაუბრო. ერთი ჩემი მეგობარი ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ აღიძრა, მშობლებს დალაპარაკებოდა თავისი პრობლემების შესახებ“.
ამ წიგნის პირველ თავებში განხილულია ის საკითხები, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებთ ახალგაზრდებს, სახელდობრ, საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან ურთიერთობა. ნიუ-ჯერზიში მცხოვრებმა კატრინამ დაწერა: „ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ ვინც რა უნდა მითხრას, გადავწყვიტე, არავისთან დავიწყო ურთიერთობა, რადგან ამისთვის ჯერ მზად არ ვარ. გარდა ამისა, დაუქორწინებელს შეუძლია ბევრი ღირებული საქმის კეთება და მეც არ მინდა ეს შესაძლებლობა ხელიდან გავუშვა. როცა მზად ვიქნები ურთიერთობის დასაწყებად, კარგად მეცოდინება, თუ როგორი თვისებები უნდა ჰქონდეს ჩემს მომავალ მეუღლეს და ამის მიხედვით გადავწყვეტ, გავაგრძელებ თუ არა მასთან ურთიერთობას“.
თუ გსურთ, მიიღოთ ეს წიგნი, შეავსეთ თანდართული ტალონი და გააგზავნეთ ამ ჟურნალის მე-5 გვერდზე მითითებულ თქვენთვის უახლოეს მისამართზე.
□ გთხოვთ, გამომიგზავნოთ ეს წიგნი.
□ მსურს ბიბლიის უფასო შესწავლა.
[სურათი 32 გვერდზე]
ჯესიკა
[სურათი 32 გვერდზე]
ბრიანი
[სურათი 32 გვერდზე]
კატრინა