რატომ მაშინებს ჩემს რწმენაზე საუბარი?
ახალგაზრდების შეკითხვები
რატომ მაშინებს ჩემს რწმენაზე საუბარი?
„სკოლაში რამდენჯერმე მომეცა ჩემი რწმენის შესახებ საუბრის შანსი, მაგრამ ხელიდან გავუშვი“ (ზურა). *
„მასწავლებელმა კლასს გვკითხა, თუ რას ვფიქრობდით ევოლუციაზე. ქადაგების შესანიშნავი შესაძლებლობა მომეცა, მაგრამ ენა ჩამივარდა. ცოტა ხანში თავი ძალიან ცუდად ვიგრძენი“ (ლიზი).
თუ ქრისტიანი ხარ, ზურასა და ლიზის მსგავსი რამ შესაძლოა შენც შეგმთხვევია. ალბათ, გიყვარს ბიბლიური ჭეშმარიტება და სხვებისთვის მისი გაზიარების სურვილიც გაქვს. მაგრამ იმის გაფიქრებაც კი გაშინებს, რომ უნდა იქადაგო. თუ ქვემოთ მოცემულ პუნქტებს გაითვალისწინებ და ყოველი სასწავლო წლის დაწყებამდე კარგად მოემზადები, გამბედაობა შეგემატება.
1. გაერკვიე, კონკრეტულად რისი გეშინია? სანამ ვინმეს შენი მრწამსის შესახებ გაესაუბრები, შეიძლება ყველაზე უარესი წარმოიდგინო. შიშმა მეტისმეტად რომ არ შეგიპყროს, კარგი იქნება, თუ შენს გრძნობებს ფურცელზე გადაიტან.
უპასუხე შემდეგ კითხვას.
▪ რა შეიძლება მოხდეს, თუ სკოლაში ქადაგებას დავიწყებ?
․․․․․
შეიძლება განუგეშოს სხვა ქრისტიანი ახალგაზრდების მონაყოლმაც. მაგალითად, 14 წლის კრისტოფერი ამბობს: „ვშიშობ, რომ ბავშვები დამცინებენ და ყველას თვალში უცნაური გამოვჩნდები“. ზემოთ მოხსენიებული ზურა გვიზიარებს: „ვნერვიულობდი, ვინმეს ჩემთვის ისეთი კითხვა არ დაესვა, რაზეც პასუხი არ მეცოდინებოდა“.
2. ნუ შეგაშინებს წინააღმდეგობა. ალბათ შენი შიში უსაფუძვლო არ არის. ეშლი იხსენებს: „ზოგმა კლასელმა თავი მომაჩვენა, თითქოს ჩემი რწმენა აინტერესებდა, მაგრამ დრო რომ გავიდა, ჩემი *
ნათქვამი ჩემსავე საწინააღმდეგოდ გამოიყენეს და სხვების წინაშე მასხრად ამიგდეს“. 17 წლის ნიკოლს ასეთი რამ შეემთხვა: „ერთმა ბიჭმა ბიბლიური მუხლი ჯერ თავისი ბიბლიიდან წაიკითხა და შემდეგ იგივე მუხლი ჩემი ბიბლიიდან ამოიკითხა, რომელშიც აზრი სხვა სიტყვებით ეწერა. მან თქვა, რომ მე სხვა ბიბლია მქონდა. სახტად დავრჩი. არც კი ვიცოდი, რა მეპასუხა“.ასეთ სიტუაციებში შეიძლება დაიბნე და შეგეშინდეს. მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ გაექცე მსგავს სიტუაციებს, შეეგუე იმას, რომ წინააღმდეგობა ქრისტიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია (2 ტიმოთე 3:12). აი, რას ამბობს 13 წლის მეთიუ: „იესომ თავის მიმდევრებს უთხრა, რომ დევნილნი იქნებოდნენ, ამიტომ არ უნდა მოველოდეთ, რომ ყველას მოვეწონებით“ (იოანე 15:20).
3. იფიქრე დადებითზე. შეიძლება ნებისმიერ ცუდ სიტუაციაში კარგის დანახვა? 21 წლის ვანო ამბობს, რომ ეს შესაძლებელია: „ადვილი არ არის მათთან საუბარი, ვინც ბიბლიას არ აფასებს, სამაგიეროდ, ეს შენ გეხმარება, უკეთესად ჩასწვდე შენს მრწამსს“ (რომაელები 12:2).
დავუბრუნდეთ იმ სიტუაციებს, რომლებიც პირველ პუნქტში აღწერე. დაფიქრდი ამ სიტუაციებში, სულ მცირე, რა ორი დადებითი მხარე შეგიძლია დაინახო და ქვემოთ ჩამოწერე.
1 ․․․․․
2 ․․․․․
მინიშნება: ნაკლებ გავლენას მოახდენენ შენზე თანატოლები, თუ შენი მრწამსის შესახებ ეცოდინებათ? თუ ეტყვი, რომ იეჰოვას მოწმე ხარ, შეგმატებს ეს საკუთარი თავის რწმენას? რას იგრძნობ ამ დროს იეჰოვას მიმართ და იეჰოვა რას იგრძნობს შენ მიმართ? (იგავები 23:15)
4. მზად იყავი. „მართლის გული პასუხის გაცემამდე ფიქრობს“, — ნათქვამია იგავების 15:28-ში. მხოლოდ იმაზე ნუ იფიქრებ, შენ რას ეტყვი მოსაუბრეს, არამედ იმაზეც იფიქრე, რა კითხვები შეიძლება დაგისვას მან. მოიძიე ამ კითხვეზე პასუხები და წინასწარ განსაზღვრე, რა პასუხს გასცემ (იხილე ცხრილი „წინასწარ იფიქრე, როგორ უპასუხებ“, გვერდი 25).
5. მოიფიქრე, რით დაიწყებ. თუ მზად ხარ სასაუბროდ, რით დაიწყებ? ორი არჩევანი გაქვს. ქადაგება შეგვიძლია შევადაროთ ცურვას. ზოგი ნელ-ნელა შედის წყალში, ზოგი კი პირდაპირ ხტება. მსგავსად ამისა, შეგიძლია არარელიგიური თემით დაიწყო საუბარი, ასე ვთქვათ, ნელ-ნელა შეხვიდე წყალში, ან კიდევ, თუ ძალიან ნერვიულობ და ფიქრობ, რომ კარგი საუბარი არ შედგება, მაშინ საუკეთესო იქნება, თუ პირდაპირ შენს მრწამსზე დაიწყებ საუბარს, ანუ პირდაპირ ჩახტები წყალში (ლუკა 12:11, 12). 17 წლის ენდრიუ ამბობს: „იმაზე ფიქრი, თუ რით დავიწყებდი საუბარს, გაცილებით რთული იყო, ვიდრე საუბარი. ერთხელაც გავბედე და საუბარი დავიწყე, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ეს ასე ადვილი იქნებოდა“. *
6. იყავი გონიერი. ნუ ჩაებმები კამათში, რაც იმის მსგავსი იქნებოდა, რომ წყალმარჩხ ადგილებში გეცადა ჩაყვინთვა. გახსოვდეს, რომ არის ლაპარაკის დრო და არის დუმილის დრო (ეკლესიასტე 3:1, 7). ზოგჯერ იესოც არ პასუხობდა დასმულ შეკითხვებს (მათე 26:62, 63). ნუ დაივიწყებ შემდეგ პრინციპს: „გონიერი ხედავს ბოროტებას და თავს არიდებს, სულელნი კი ჯიქურ მიდიან და ისჯებიან“ (იგავები 22:3, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).
ამგვარად, თუ გრძნობ, რომ საუბარი კამათში გადაიზრდება, ‘ჯიქურ ნუ წახვალ’. აჯობებს მოკლე და თავაზიანი პასუხი გასცე. მაგალითად, თუ კლასელი დაცინვით გეტყვის, რატომ არ ეწევი სიგარეტს, შეგიძლია მარტივად უპასუხო: არ მინდა ორგანიზმი მოვიწამლო. მის პასუხზეა დამოკიდებული, გააგრძელებ შენი მრწამსის შესახებ საუბარს თუ არა.
ზემოაღნიშნული პუნქტები დაგეხმარება, ‘ყოველთვის მზად იყო შენი რწმენის დასაცავად’ (1 პეტრე 3:15). რასაკვირველია, მზადყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ არასდროს ინერვიულებ. 18 წლის ალა ამბობს: „თუ შიშს გადალახავ და საუბარს დაიწყებ, ისეთი განცდა დაგეუფლება, თითქოს სასწაული მოახდინე — მოერიე შიშს და გაბედე საუბარი. თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, მთლად უკეთესი! ნახავ, რამხელა სიხარულს იგრძნობ, თუ გამბედაობას მოიკრებ და დაიწყებ საუბარს“.
სხვა სტატიები რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ იხილე ვებ-გვერდზე www.watchtower.org/ype
[სქოლიოები]
^ აბზ. 3 ზოგი სახელი შეცვლილია.
^ აბზ. 11 ბიბლიის თარგმანები ერთსა და იმავე აზრს სხვადასხვა სიტყვებით გადმოსცემენ. თუმცა, ზოგი თარგმანი დედნისეულ ენასთან უფრო მიახლოებულია.
^ აბზ. 19 იხილე ჩარჩო „რით შეგიძლია დაიწყო?“, გვერდი 26.
დაფიქრდი
▪ წარმოიდგინე, რომ შენი კლასელი ასე გეუბნება.
ვიცი, რომ იეჰოვას მოწმე ხარ. არ გეგონოს, რომ შენს დაცინვას ვაპირებ. მე მართლა პატივს გცემ. როგორ ახერხებ სიმშვიდის შენარჩუნებას, მაშინ როცა გარშემო ამდენი პრობლემაა? მე ძალიან შეშინებული ვარ. კიდევ არის მოსალოდნელი ომი? ხომ არ გაეყრებიან ჩემი მშობლები ერთმანეთს? ცოცხალი დავბრუნდები სახლში? მეშინია, ვინმემ არ მესროლოს ან დანით არ მომკლას. ეს ის კითხვებია, რომლებზეც მინდა, პასუხი გავიგო. როგორც ჩანს, შენ ყველა ამ კითხვაზე იცი პასუხი. შენი რელიგიის დამსახურება ხომ არ არის ეს? დიდი სიამოვნებით მოგისმენდი, მაგრამ ვერ ვბედავ ამ თემაზე საუბრის დაწყებას. შეგიძლია დამელაპარაკო?
[ჩარჩო⁄სურათები 26 გვერდზე]
რას ამბობენ შენი თანატოლები?
„სკოლაში ზოგი დამცინოდა იმის გამო, რომ ვქადაგებდი. მაგრამ, როცა ხედავდნენ, რომ მათ დაცინვაზე არ ვრეაგირებდი, თავს მანებებდნენ“ (ფრანჩესკა, ბელგია).
„თუ არ ეტყვი სხვებს, რომ ქრისტიანი ხარ, თანდათანობით დაგავიწყდება, ვინ ხარ და მათ დაემსგავსები. ნუ აჰყვები მათ, დარჩი ისეთი, როგორიც ხარ“ (სამანტა, შეერთებული შტატები).
„არ მინდოდა, თანატოლებისგან განსხვავებული ვყოფილიყავი. მაგრამ დროთა განმავლობაში დავინახე, რომ ჩემი რწმენის წყალობით უფრო სრულფასოვნად ვცხოვრობდი. ამის გაანალიზებამ საკუთარი თავის რწმენა შემმატა — მეამაყებოდა, რომ იეჰოვას მოწმე ვიყავი“ (ჯეისონი, ახალი ზელანდია).
[ჩარჩო 26 გვერდზე]
რით შეგიძლია დაიწყო?
▪ „რას გეგმავ ზაფხულში?“ (მისი პასუხის შემდეგ აუხსენი, რა გეგმები გაქვს, მაგალითად გინდა, რომ კონგრესს დაესწრო ან მსახურება გააფართოო).
▪ მოიხსენიე რომელიმე ახალი ამბავი და ჰკითხე: გაიგე ეს ამბავი? რას ფიქრობ ამაზე?
▪ როგორ ფიქრობ, გამოსწორდება მსოფლიო ფინანსური [ან სხვა რომელიმე პრობლემა] მდგომარეობა? (მოისმინე მისი პასუხი). რატომ ფიქრობ ასე?
▪ მორწმუნე ხარ?
▪ როგორ წარმოგიდგენია შენი ცხოვრება ხუთი წლის შემდეგ? (პასუხის მოსმენის შემდეგ უთხარი, თუ რა სულიერი მიზნები გაქვს).
[ცხრილი 25 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
წინასწარ იფიქრე, როგორ უპასუხებ ამოჭერი!
რჩევა: ეს ცხრილი შენს მშობლებთან და მეგობრებთან ერთად განიხილე. შეავსე თავისუფალი გრაფები. დაფიქრდი, ამის გარდა კიდევ რა კითხვები შეიძლება დაგისვან შენმა კლასელებმა.
კითხვა პასუხი
რას ფიქრობ → მე არ მძულს ჰომოსექსუალისტები, →
ზნეობა ჰომოსექსუალისტებზე? მაგრამ მათი საქციელი ჩემთვის მიუღებელია
პაემნები რატომ არ ხვდები არავის? → გადავწყვიტე, სანამ არ გავიზრდები, ურთიერთობას არავისთან დავიწყებ →
ნეიტრალიტეტი რატომ არ მღერი ეროვნულ ჰიმნს? → მე მიყვარს ჩემი
სამშობლო, მაგრამ იგი არ არის ჩემი სათაყვანებელი →
სისხლი სისხლის გადასხმა რომ დაგჭირდეს, არ გადაისხამ? → მე თანახმა ვიქნებოდი, გადამესხა სისხლის უსაფრთხო ალტერნატიული საშუალება, რომელიც შიდს-ით არ დამაინფიცირებდა. ბიბლიაში წერია, რომ უნდა მოვერიდოთ სისხლს, ამიტომ სისხლს არ გადავისხამ. არჩევანი თქვენი რელიგიის ესა და ეს მიმდევარი ასე მოიქცა. შენ რატომ არ იქცევი ასე? → ჩვენ ვსწავლობთ, როგორ შევასრულოთ ღვთის მოთხოვნები, მაგრამ მათ დაცვას არავინ არ გვაიძულებს. არჩევანს ყველა თვითონ აკეთებს.
შემოქმედება რატომ არ გჯერათ ევოლუციის? რატომ უნდა მჯეროდეს? თვითონ მეცნიერები არ ეთანხმებიან ამ თეორიას, არადა მათ ხომ წესით მეტი ესმით.
შემდეგი კითხვა მოძიებული პასუხი პასუხი
ზნეობა → აკვიატებული აზრი ხომ არა გაქვს? 1 კორინთელები 6:9, 10; → არა, რადგან მე ყოველგვარი უზნეობის წინააღმდეგი ვარ, იქნება ეს ჰომოსექსუალიზმი თუ სხვა. „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“, ტომი 2, თავი 28. *
→ → ქებათა ქება →
8:4; „ახალგაზრდების შეკითხვები“
პაემნები შენი რწმენა ხომ არ არის ამის მიზეზი? ტომი 2,
თავი 1. → ესაია 2:4; იოანე → არა, და არც სხვა ქვეყანაში მცხოვრები მილიონობით იეჰოვას მოწმე იბრძოლებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ.
ნეიტრალიტეტი არ იბრძოლებ შენი სამშობლოს დასაცავად? გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?
→ მაგრამ რომ კვდებოდე? → საქმეები 5:28, 29; → ․․․․․
არ გაპატიებს ებრაელები 11:6;
ღმერთი? „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“,
სისხლი გვერდები 129—131.
→ ეს ორმაგი → ․․․․․ → ․․․․․
არჩევანი სტანდარტებით ცხოვრება
არ არის?
შემოქმედება → ․․․․․ → ․․․․․ → ․․․․․
[სქოლიო]
^ აბზ. 51 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
^ აბზ. 52 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
[სურათი 26 გვერდზე]
ქადაგება შეიძლება შევადაროთ ცურვას. შეგიძლია წყალში ნელ-ნელა შეხვიდე ან პირდაპირ ჩახტე.