არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

ახალგაზრდების შეკითხვები — რა არის ცუდი ბილწსიტყვაობაში? (მარტი 2008) ქრისტიანულ ოჯახში გავიზარდე, მაგრამ ბილწსიტყვაობას მივეჩვიე. არაერთხელ ვცადე ამ ჩვევის მოშორება, მაგრამ ამაოდ. ეს სტატია ენის გაკონტროლებაში დამეხმარა. როგორც სტატიაში იყო ნათქვამი, არ მინდოდა მეტყველების ძღვენი არასწორად გამომეყენებინა. ახლა, სანამ რამეს ვიტყვი, ვცდილობ, დავფიქრდე. დიდი მადლობა.

კ. პ. (ბრაზილია)

12 წლის ვარ. სკოლაში ყოველდღე მესმის ცუდი სიტყვები და მეშინია, რომ მეც არ მივეჩვიო ასე ლაპარაკს. მინდოდა წერილი დამეწერა და მეთხოვა, რომ ამ საკითხზე „ახალგაზრდების შეკითხვებში“ სტატია დაბეჭდილიყო. მაგრამ, სანამ ამას გავაკეთებდი, ეს სტატიაც მოვიდა. მისმა წაკითხვამ შემახსენა, რატომ არის ბილწსიტყვაობა ცუდი და დამეხმარა, არ ავყოლოდი სხვებს. კიდევ დაწერეთ ასეთი სტატიები.

ა. ფ. (შეერთებული შტატები)

მე და ჩემი ქმარი სახლების დალაგებით ვირჩენთ თავს. ერთ-ერთი სახლის პატრონმა გვითხრა, რომ ახალი წლიდან აღარ შეიგინებოდა. მან თქვა, რომ ყოველდღე ლოცულობდა და ღმერთს დახმარებას სთხოვდა, რომ ეს ჩვევა მიეტოვებინა. მან ჟურნალიც მთხოვა ამ საკითხზე. ვლოცულობდი ამის შესახებ. ერთ დღეს ჩვეულებისამებრ გადმოვტვირთე ახალი ჟურნალები MP3 ფორმატით ვებ-გვერდიდან www.pr418.com. მეორე დღეს გავიგე, რის შესახებ იყო ერთი-ერთი სტატია ამ ჟურნალში და სიხარულით ცას ვეწიე. მართალია ეს სტატია ახალგაზრდებს ეხებოდა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ მასში მოცემული რჩევები იმ ქალბატონსაც გამოადგებოდა, რომელსაც სახლს ვულაგებდით. ერთი სული მაქვს, როდის მივცემ მას ამ ჟურნალს.

ს.კ. (შეერთებული შტატები)

საჰაერო ნავიგაციის სისტემა თქვენს უსაფრთხო ფრენას უზრუნველყოფს (აპრილი 2008). ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ წამოვიძახე: „უკვე აღარ მეშინია ფრენის“. სტატიამ ძალიან გამამხნევა და დამამშვიდა, რადგან გავიგე, რომ საჰაერო ნავიგაციის სისტემის თანამშრომლები ნამდვილად ზრუნავენ მგზავრების უსაფრთხოებაზე. დიდი მადლობა.

ტ. ს. (ბრაზილია)

როგორ უპასუხებთ? 12 წლის ვარ, ვცხოვრობ სამხრეთ ირლანდიაში. მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ის ბოლო ფურცელზე მოთავსებული საბავშვო ვიქტორინისთვის. ის ძალიან კარგად არის შედგენილი და გვეხმარება ბავშვებს, რომ მთელ ჟურნალს გავეცნოთ. გთხოვთ, კიდევ გამოაქვეყნეთ ეს ვიქტორინები. მადლობა კიდევ ერთხელ.

ა. კ. (ირლანდია)