არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

უჯრა, რომლის გაღება მხოლოდ იეჰოვას შეუძლია

უჯრა, რომლის გაღება მხოლოდ იეჰოვას შეუძლია

უჯრა, რომლის გაღება მხოლოდ იეჰოვას შეუძლია

▪ 2007 წელს ერიკას და მის ძმას მამა დაეღუპათ. მაშინ ერიკა ექვსი წლის იყო, მისი ძმა მატია კი — ოთხის. მშობლის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს ბავშვებს აღდგომის იმედი უმსუბუქებდა (საქმეები 24:15).

ერიკა კუნძულ სიცილიაზე ცხოვრობს და უყვარს ბიბლიურ იმედზე სხვებთან საუბარი, განსაკუთრებით სკოლაში. ერთხელ თავისმა მეგობარმა, ბიატრისმა უთხრა, რომ ერიკას მამა ზეცაში იყო. მან მიუგო, რომ ბიბლიის მიხედვით ის ზეცაში არ იმყოფებოდა. „მაშ, სად არის?“ — ჰკითხა ბიატრისმა.

„სამარხში“, — უპასუხა ერიკამ. ბიატრისი დაინტერესდა, რა იყო სამარხი.

„ის უჯრასავით არის, რომელიც იხსნება და იკეტება. ის ჩაკეტილია და შენ არ შეგიძლია მისი გახსნა. მისი გახსნა მხოლოდ იეჰოვას შეუძლია და ის ასეც მოიქცევა, როცა ახალი ქვეყნიერება მოვა“, — აუხსნა ერიკამ.

ერიკამ თავის მეგობარს ისიც უთხრა, რომ ღმერთს იეჰოვა ჰქვია, რომ ის დედამიწას სამოთხედ გადააქცევს, სადაც აღარავინ იქნება ავად და მკვდრებიც აღდგებიან. შემდეგ ერიკამ ბიატრისს სთხოვა, დედისთვის ეკითხა, წინააღმდეგი ხომ არ იქნებოდა, რომ ბიატრისისთვის წიგნი ეჩუქებინა ამ საკითხზე.

როცა ბიატრისმა დედისგან თანხმობა მიიღო, ერიკამ მას აჩუქა წიგნი „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“. ერიკა დღესაც ესაუბრება სხვებს იმის შესახებ, რასაც ბიბლიიდან სწავლობს. მსგავსი წიგნი მან თავის მასწავლებელსაც აჩუქა.

ერიკა და მისი პატარა ძმა დღემდე განიცდიან მამის დაკარგვას, მაგრამ მათ აღდგომის იმედი ანუგეშებთ. მსოფლიოში მცხოვრები ბევრი სხვა ბავშვის მსგავსად, ერიკა და თავისი ძმა „ყოველგვარი ნუგეშის“ ღმერთის, იეჰოვას მადლიერნი არიან (მათე 21:16; 2 კორინთელები 1:3, 4).

თქვენც შეგიძლიათ მიიღოთ ლამაზად ილუსტრირებული ამ წიგნის ეგზემპლარი, თუ შეავსებთ თანდართულ ტალონს და გამოგზავნით ამ ჟურნალის მე-5 გვერდზე მოცემულ თქვენთვის უახლოეს მისამართზე.

□ გთხოვთ, გამომიგზავნოთ ეს წიგნი.

□ მსურს ბიბლიის უფასო შესწავლა.