არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ევოლუცია თუ შემოქმედება?

ევოლუცია თუ შემოქმედება?

ევოლუცია თუ შემოქმედება?

▪ მექსიკელი გოგონა, ასპენი თორმეტი წლისა იყო, როცა ბიოლოგიის მასწავლებელმა უთხრა, კლასის წინაშე აეხსნა, რატომ სწამდა შემოქმედების და არა ევოლუციის. ასპენმა კარგად გაართვა თავი ამ დავალებას. მან აღნიშნა, რომ ყველა ორგანიზმი სრულყოფილად არის შექმნილი, რაც შემოქმედის არსებობაზე მეტყველებს. მასწავლებელმა იცოდა, რომ ასპენის მშობლები გეოლოგები იყვნენ, ამიტომ უთხრა მას, პალეონტოლოგიურ მონაცემებზე დაყრდნობით აეხსნა, რატომ სწამდა შემოქმედების.

მომდევნო დღეს გოგონამ სკოლაში მიიტანა ფოსილური ნარჩენების ნიმუშები და აუხსნა ყველას, რომ პალეონტოლოგიური მონაცემების თანახმად მათ ცვლილებები არ განუცდია. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ ფოსილური ნარჩენები სხვადასხვა გეოლოგიურ ერას განეკუთვნებოდა. ეს ყოველივე კი ეთანხმება „დაბადების“ წიგნში აღწერილ შემოქმედებით დღეებს.

სკოლის დირექტორმაც მოისმინა ასპენის თემა და შეაქო იმისთვის, თუ როგორ ახსნა მან, რატომ სწამდა შემოქმედების და არა ევოლუციის. ბიოლოგიის მასწავლებელმა აღნიშნა, რომ შემოქმედების თეორია ყველაფერს ნათელს ხდის, ევოლუციის თეორია კი უამრავ ეჭვს ბადებს. ასპენმა დირექტორს, მასწავლებელს და თანაკლასელებს დაუტოვა ბიბლიური ლიტერატურა, რომელშიც მოყვანილია მეცნიერული მტკიცებები, თუ რატომ უნდა გვჯეროდეს შემოქმედების.

თქვენი აზრით, ნამდვილად არსებობს უტყუარი მეცნიერული მტკიცებები იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს შემოქმედი? თუ არსებობს, გვაქვს საფუძვლიანი მიზეზი, გვჯეროდეს, რომ ის ზრუნავს ჩვენზე? ამ კითხვებზე პასუხს გაგცემთ ქვემოთ მოცემული 256-გვერდიანი წიგნი „სიცოცხლე — როგორ წარმოიშვა ის? ევოლუციის გზით თუ შემოქმედებით?“, რომელიც სხვადასხვა ენაზეა გამოცემული.

თუ გსურთ ამ წიგნის მიღება, შეავსეთ თანდართული ტალონი და გააგზავნეთ ამ ჟურნალის მე-5 გვერდზე მოცემულ თქვენთვის უახლოეს მისამართზე.

□ გთხოვთ გამომიგზავნოთ ეს წიგნი.

□ მსურს ბიბლიის უფასო შესწავლა.