არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

ახალგაზრდების შეკითხვები — როგორ გავუმკლავდე დის ან ძმის თვითმკვლელობით გამოწვეულ ტკივილს? (ივნისი 2008) ვიდრე ჩემი უფროსი და თვითმკვლელობით დაასრულებდა სიცოცხლეს, 5 წელი დეპრესია ჰქონდა. როცა ვხედავდი, როგორ იტანჯებოდა, ვფიქრობდი, თუ რა ‘საცოდავ მდგომარეობაში იყო’. „გამოიღვიძეთ!“-ში რჩევა იყო მოცემული, რომ ასეთ ადამიანებზე სასიამოვნო მომენტები გაგვეხსენებინა. ამ რჩევას ვითვალისწინებ და ვიხსენებ, რომ ჩემი და არცთუ ისე ‘საცოდავ მდგომარეობაში’ იყო. ის ჩვეულებრივ ბედნიერი იყო და უფრო ხშირად თავს მხიარულად გრძნობდა, ვიდრე დამწუხრებულად.

ს. უ. (იაპონია)

ახალგაზრდების შეკითხვები — რატომ არ მენდობიან მშობლები? (აპრილი 2008) „გამოიღვიძეთ!“-ში მოცემული ბიბლიური პრინციპებიდან ნათლად დავინახე, რომ მოზარდი უცბად ვერ გახდება მოწიფული და ნდობას ვერ მოიპოვებს. ეს პროცესი შეიძლება შევადაროთ კიბეზე ასვლას, რომელზეც ნელა-ნელა ადიხარ და არა კარებს, რომლის მეშვეობითაც სახლში სწრაფად შედიხარ. მეტი თავისუფლება რომ მივიღო, უნდა დავანახვო მშობლებს, რომ შეუძლიათ მენდონ. მივხვდი, რომ აუცილებელია საოჯახო საქმეები ბოლომდე მივიყვანო და საშინაო დავალებები კარგად მოვამზადო. გმადლობთ ასეთი სტატიების გამოქვეყნებისთვის.

თ. ლ. (შეერთებული შტატები)

რა არის ალბინიზმი? (ივლისი 2008) თავიდან ძალიან გამიხარდა ამ სტატიის დანახვა, რადგან მეც ეს პრობლემა მაქვს. მაგრამ ძალიან არ მესიამოვნა, რომ ამ სტატიაში ხშირად იყო გამოყენებული სიტყვა „ალბინოსი“. ამ სიტყვას ხშირად იყენებენ ასეთი ადამიანების დასამცირებლად და ამით ზიზღს გამოხატავენ.

ა. ლ. (შეერთებული შტატები)

„გამოიღვიძეთ!“-ის პასუხი: ჩვენ ბოდიშს ვუხდით მკითხველს, თუ ამ სიტყვის გამო მათ თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს. სიტყვა „ალბინოსი“ სამედიცინო ტერმინოლოგიიდან ავიღეთ. გეთანხმებით, რომ ზოგი ამ სიტყვას სხვების დასამცირებლად იყენებს; თუმცა ბევრი, ვისაც ალბინიზმი აქვს, სიტყვა „ალბინოსს“ ჩვეულებრივ იყენებს და თავს შეურაცხყოფილად არ გრძნობს. ჩვენ ნამდვილად არ გვსურდა ვინმეს განაწყენება.

დიდი მადლობა ამ სტატიის გამოქვეყნებისთვის. ჯონის მსგავსად მეც ალბინოსი ვარ. ამ სტატიაში ალბინიზმი სათანადოდ იყო ახსნილი. მასში საკმაოდ დეტალური ინფორმაცია იყო მოცემული ალბინიზმის შესახებ. ჩემს მეგობრებს ახლა უკეთ ესმით ჩემი.

ტ. მ. (შეერთებული შტატები)

სიყვარული ქარიშხალზე ძლიერია! (აგვისტო 2008) ამის მსგავსი სტატიები შემახსენებს, რომ მეტისმეტად არ ვწუხდე მომავალზე, არამედ სრულად მივენდო ღმერთს. ჩემს მშობლებს, რომლებიც იეჰოვას მოწმეები არ არიან, სამი წლის წინ წყალდიდობის დროს სახლი დაენგრათ. ადგილობრივი კრებიდან იეჰოვას მოწმეებმა სასწრაფოდ აღმოუჩინეს მათ დახმარება. ამ დროს ჩემი ძვირფასი და-ძმების სიყვარულით გაწეული მხარდაჭერა ვიგრძენი. მადლიერი ვარ იეჰოვასი, რომ მეც ამ ორგანიზაციის წევრი ვარ.

დ. ვ. (პოლონეთი)

სიმინდი (აგვისტო 2008) ჩვენს ოჯახს ბაღში სიმინდი მოგვყავს, მაგრამ მას სავსე ტარო არასდროს ჰქონია. ამ სტატიის წყალობით გავიგეთ, რა არის ამის მიზეზი. ჩვენ მხოლოდ ხუთი ან ექვსი ძირი მოგვყავდა, ამიტომ მათი დამტვერვა ისე ვერ ხდებოდა, როგორც დიდ მინდორზეა შესაძლებელი. გასულ წელს თითოეული ტაროს „აბრეშუმის გზა“ დავამტვერიანეთ და ტკბილი, გემრიელი, სავსეტაროიანი სიმინდი მოვიყვანეთ. დიდი მადლობა ასეთი სტატიისთვის.

რ. ვ. (იაპონია)