არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ოკეანეზე აღმართული სვეტი

ოკეანეზე აღმართული სვეტი

ოკეანეზე აღმართული სვეტი

▪ გინახავთ ოდესმე წყლის სმერჩი? ეს არის ქარიშხალი, რომელიც აჩენს უზარმაზარ წყლის სვეტს ზღვაზე ან ოკეანეში. 2005 წლის 25 დეკემბერს ტაიტის სანაპიროზე ერთი ასეთი სმერჩი წარმოიქმნა. ჰაერისა და წყლის ნაკადი, რომელსაც გრძელი ძაბრის ფორმა ჰქონდა, დაახლოებით 30 წუთი მოძრაობდა ოკეანის ზედაპირზე. შემდეგ ის ნელ-ნელა გაუფერულდა და გაქრა.

სმერჩს ზოგჯერ ტორნადოსაც უწოდებენ, მაგრამ მას ტორნადოსთან შედარებით ნაკლები ძალა აქვს. სმერჩი, ჩვეულებრივ, ათ წუთს გრძელდება, თუმცა ზოგჯერ შეიძლება ერთ საათსაც გაგრძელდეს. მეტეოროლოგებს უჭირთ მისი დაფიქსირება, რადგან სმერჩი ოკეანეში წარმოიქმნება და მისი წარმოშობის მთავარი მიზეზები დაუდგენელია. ამიტომ მეტეოროლოგები შემთხვევით თუ ახერხებენ სმერჩის დაფიქსირებას. მონაცემების თანახმად, სმერჩი სატვირთო მატარებლის მსგავს დიდ ხმას გამოსცემს.

თავისი მღელვარების გადმოსაცემად ფსალმუნმომღერალმა დაწერა: „ღრმა წყალი ღრმა წყალს ეძახის შენი წყლის ნაკადების ხმაზე“ (ფსალმუნი 42:7). ზოგი ლექსიკონის თანახმად, ამ მუხლში „წყლის ნაკადებად“ ნათარგმნი ებრაული სიტყვა შეიძლება მიუთითებდეს წყლის სმერჩზე. თუ ეს მართლა ასეა, ფსალმუნმომღერალმა შესანიშნავად გადმოსცა თავისი გრძნობები, რომლებიც ამ მოვლენამ გამოიწვია მასში. ის ამბობს, რომ ‘სული იმედგადაწურული’ ჰქონდა და ‘მასში შფოთავდა’. მიუხედავად ამისა, ის ნუგეშისთვის ღმერთს მიმართავდა. „ღმერთს დაელოდე, — უთხრა მან საკუთარ თავს. — მას შევასხამ ხოტბას, ჩემს დიდებულ მხსნელსა და ჩემს ღმერთს“ (ფსალმუნი 42:11).

ფსალმუნმომღერლის მსგავსად პრობლემები შეიძლება ჩვენც გვატყდება თავს ტორნადოსავით. მაგრამ, თუ იეჰოვას დაველოდებით, დავრწმუნდებით, რომ ის ჩვენი დიდებული მხსნელია.