არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გასაღები 1 თქვენი პრიორიტეტები

გასაღები 1 თქვენი პრიორიტეტები

გასაღები 1 თქვენი პრიორიტეტები

„დარწმუნდით, რა უფრო მნიშვნელოვანია“ (ფილიპელები 1:10)

რას ნიშნავს? ბედნიერ ოჯახში ცოლიც და ქმარიც საკუთარ თავზე, ქონებაზე, სამსახურზე, მეგობრებზე თუ ნათესავებზე წინ მეუღლეს აყენებს. ოჯახი უმეტეს დროს ერთად ატარებს. ცოლ-ქმარი მზად არის საკუთარი ინტერესები ოჯახის ინტერესებს შესწიროს (ფილიპელები 2:4).

რატომ არის მნიშვნელოვანი? ოჯახის თემას ბიბლია სერიოზულ ყურადღებას უთმობს. მაგალითად, პავლე მოციქულმა დაწერა, რომ ვინც ოჯახის წევრებზე არ ზრუნავს, „ურწმუნოზე უარესია“ (1 ტიმოთე 5:8). მაგრამ ზოგჯერ მეუღლეებს პრიორიტეტები ეცვლებათ. ერთმა კონსულტანტმა ოჯახურ საკითხებში აღნიშნა, რომ ბევრი, ვინც მის სემინარებს ესწრებოდა, სამუშაოთი უფრო იყო დაინტერესებული, ვიდრე ოჯახით. როგორც ის ამბობს, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მათ „ერთი სული აქვთ პრობლემების იოლად გადაჭრის ხერხები ისწავლონ, რათა დღის წესრიგიდან ოჯახი ამოშალონ და კვლავ სამუშაოში ჩაეფლონ“. რაზე მეტყველებს ასეთი დამოკიდებულება? იმის თქმა, რომ ოჯახი წინა პლანზე უნდა იდგეს, უფრო ადვილია, ვიდრე ამის გაკეთება.

სცადეთ. ქვემომოყვანილი კითხვების დახმარებით გაარკვიეთ, ვინ ან რა არის თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი:

როცა მეუღლეს ან შვილს ჩემთან ლაპარაკი სურს, ვცდილობ, რაც შეიძლება მალე მივაქციო ყურადღება?

სხვებთან საუბრისას, ხშირად ვახსენებ, როგორ ვატარებ დროს ჩემს ოჯახთან?

შემიძლია დავთმო დამატებითი პასუხისმგებლობები, იქნება ეს სამსახურში თუ სხვაგან, ოჯახს მეტი დრო რომ დავუთმო?

თუ ზემოაღნიშნულ კითხვებზე დადებითი პასუხი გაეცით, შეიძლება დაასკვნათ, რომ თქვენთვის ოჯახია უმთავრესი. მაგრამ თქვენი მეუღლე და შვილებიც ასე ფიქრობენ? ფაქტია, მხოლოდ ჩვენი საზომით ობიექტურად ვერ შევაფასებთ საკუთარ თავს. იმავეს თქმა შეიძლება იმ საკითხებზეც, რომლებიც მომდევნო გვერდებზე იქნება განხილული.

მიზნად დაისახეთ. დაფიქრდით, როგორ შეგიძლიათ დაამტკიცოთ, რომ ოჯახი თქვენთვის პირველ ადგილზეა (მაგალითად, შეამცირეთ ის დრო, რომელსაც სხვა საქმეებში ხარჯავთ და ოჯახს დაუთმეთ).

აცნობეთ თქვენს ოჯახს დასახული მიზნის შესახებ. როცა ოჯახის თუნდაც ერთი წევრი მზად არის, შეიცვალოს, დიდია იმის ალბათობა, რომ დანარჩენებიც მას მიჰბაძავენ.

[სურათი 3 გვერდზე]

მამა, რომელიც წინა პლანზე აყენებს მეუღლესა და შვილებს, მოგებული დარჩება