გასაღები 5 კეთილგონიერება
გასაღები 5 კეთილგონიერება
„ყველასთვის ცნობილი გახდეს თქვენი კეთილგონიერება“ (ფილიპელები 4:5)
რას ნიშნავს? ოჯახი ბედნიერია, თუ ცოლ-ქმარი ერთმანეთს შეცდომებს პატიობს (რომაელები 3:23). რაც შეეხება შვილებს, მშობლები მათ მიმართ არც ზედმეტად მკაცრები არიან და არც ზედმეტად შემწყნარებლები. ისინი ზომიერად უდგენენ შვილებს წესებს და როცა საჭიროა, სამართლიანად სჯიან (იერემია 30:11).
რატომ არის მნიშვნელოვანი? ბიბლიაში ნათქვამია, რომ „ზემოდან მომავალ სიბრძნეს . . . ახასიათებს გონიერება“ (იაკობი 3:17). თუკი ღმერთი არ ითხოვს არასრულყოფილი ადამიანებისგან სრულყოფილებას, ცოლ-ქმარმა რატომ უნდა მოსთხოვოს ერთმანეთს?! უმნიშვნელო შეცდომებისთვის ერთმანეთის გაუთავებელი კრიტიკა მხოლოდ გულისწყრომას იწვევს. კარგია, თუ შევეგუებით იმ აზრს, რომ „ჩვენ ყველა ხშირად ვცდებით“ (იაკობი 3:2).
კარგი მშობლები კეთილგონიერებას ავლენენ შვილების მიმართ. ისინი არც ძალიან მკაცრად ექცევიან შვილებს და არც ისე, რომ შვილმა მათი გული ვერაფრით მოიგოს (1 პეტრე 2:18). მშობელი გარკვეულ თავისუფლებას აძლევს თავის მოზარდ შვილს, თუ ხედავს, რომ მას პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს. ის არ ცდილობს, ყველა ფეხის ნაბიჯი გაუკონტროლოს შვილს. როგორც ერთ წიგნშია ნათქვამი, ყველა წვრილმანში მოზარდის კონტროლი დამქანცველია და საბოლოოდ არანაირ შედეგს არ იძლევა.
სცადეთ. ქვემომოყვანილი კითხვების დახმარებით გაარკვიეთ, ავლენთ თუ არა გონიერებას მეუღლესთან ურთიერთობისას:
▪ ბოლოს როდის შეაქეთ თქვენი მეორე ნახევარი?
▪ ბოლოს როდის გააკრიტიკეთ მეუღლე?
მიზნად დაისახეთ. თუ დიდი ხანია, არ შეგიქიათ მეუღლე, სამაგიეროდ კრიტიკა არ დაგიკლიათ მისთვის, მაშინ დაფიქრდით, როგორ შეგიძლიათ უფრო გონივრულად მოიქცეთ.
უთხარით თქვენს მეუღლეს, რისი გაკეთება გმართებთ ორივეს.
მიეცით გარკვეული თავისუფლება მოზარდ შვილს, თუ დაინახავთ, რომ მას პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს.
იმსჯელეთ შვილთან ისეთ საკითხზე, როგორიცაა სახლში დროულად დაბრუნება.
[სურათი 7 გვერდზე]
ფრთხილი მძღოლის მსგავსად, გონიერი ოჯახის წევრები მზად არიან, ერთმანეთს დაუთმონ