არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მან მტკიცედ დაიცვა თავისი მრწამსი

მან მტკიცედ დაიცვა თავისი მრწამსი

მან მტკიცედ დაიცვა თავისი მრწამსი

▪ შვიდი წლის მორგანს შობა-ახალი წლის პერიოდში სკოლაში საშობაო მოთხრობის წაკითხვა დაავალეს. მან მასწავლებელს შეახსენა, რომ ამ დღესასწაულს ის არაბიბლიურად თვლიდა. მასწავლებელმა მორგანს ნება დართო, ის წაეკითხა, რის ნებასაც სინდისი მისცემდა.

მოგვიანებით, სკოლაში გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე, მორგანის ოჯახის წევრებიც მიიწვიეს. მორგანს ძალიან გაუკვირდა, როცა ამ ცერემონიალზე საკუთარი მრწამსის მტკიცედ დაცვისთვის ჯილდო გადასცეს. მას ჰკითხეს, საიდან ჰქონდა ასეთი გაბედულება. მორგანმა თქვა, რომ ოჯახში ისინი ერთად კითხულობენ წიგნს „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“, რომელშიც მოთხრობილია იესოს ცხოვრებასა და სწავლებებზე.

ეს ლამაზად ილუსტრირებული წიგნი მშობლებს საშუალებას აძლევს, შვილებთან ერთად იმსჯელონ სხვადასხვა თემაზე. მაგალითად, მასში განხილულია თემები: „რატომ არ უნდა მოვიტყუოთ?“, „ყველა წვეულება მოსწონს ღმერთს?“ და „როგორ დავძლიოთ შიში?“.

თქვენც შეგიძლიათ მიიღოთ ამ წიგნის ეგზემპლარი, თუ შეავსებთ თანდართულ ტალონს და გამოგზავნით ამ ჟურნალის მე-5 გვერდზე მოცემულ თქვენთვის უახლოეს მისამართზე.

□ გთხოვთ გამომიგზავნოთ ეს წიგნი.

□ მსურს ბიბლიის უფასო შესწავლა.