არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

▪ ბოლო დროს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, „10-დან 6 ბრიტანელის აზრით, რელიგია საზოგადოების დაყოფის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად იქცა“ (THE CATHOLIC HERALD, ბრიტანეთი).

▪ პორტუგალიაში ამოქმედდა მზის ბატარეებზე მოქმედი ყველაზე დიდი ელექტროსადგური. ეს ბატარეები განლაგებულია 250 ჰექტარზე და დაახლოებით 30 000 ოჯახისთვის საკმარის ელექტროენერგიას გამოიმუშავებს (EL PAÍS, ესპანეთი).

▪ მთელ მსოფლიოში წელიწადში 900 000 ახალგაზრდა კვდება უბედური შემთხვევის გამო; დღეში 2 000-ზე მეტი. სიკვდილის ძირითადი მიზეზები ავტოსაგზაო შემთხვევები, ხანძარი და წყალში დახრჩობაა (DIE WELT, გერმანია).

„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში სულ უფრო ნაკლები ტყის ფართობი ნადგურდება, მსოფლიო მასშტაბით დღეში ტყის მასივის დაახლოებით 200 კვადრატული კილომეტრი მაინც იკარგება“ (FOOD AND AGRICULTURE ORGANIZATION OF THE UNITED NATIONS, იტალია).

2009 წლის იანვარში ზღვაში ხუთი დამხრჩვალი მეკობრე იპოვეს. ისინი იმ ჯგუფის წევრები იყვნენ, რომლებმაც საუდის არაბეთის კუთვნილი ნავთობის ტანკერი გაიტაცეს და სანაცვლოდ 3 მილიონი დოლარი მიიღეს. ერთ-ერთ მათგანს, რომელიც წყალმა ნაპირზე გამორიყა, ჯიბეში ცელოფნის პარკში გახვეული 153 000 ამერიკული დოლარი ედო (ASSOCIATED PRESS, სომალი).

განებივრებული ახალგაზრდები

ჰოლანდიაში გამომავალი ერთი გაზეთის თანახმად, ჰოლანდიელი ახალგაზრდების „აზრით, მათი თანატოლები განებივრებულები არიან, საკუთარ თავზე მეტისმეტად ფიქრობენ და ავიწყდებათ, რომ მათ გარშემო სხვებიც არიან“. გაზეთში ისიც არის აღნიშნული, რომ 16—24 წლამდე გამოკითხული ახალგაზრდების „ორი მესამედის აზრით . . . მათ თანატოლებს ავიწყდებათ, რომ უფლებებთან ერთად პასუხისმგებლობებიც აკისრიათ“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „ახალგაზრდები ბევრს ითხოვენ . . . და ნაკლებად ფიქრობენ იმაზე, რომ თავადაც რაღაც უნდა გააკეთონ საზოგადოებისთვის“ (de Volkskrant).

ბავშვები სადილს ამზადებენ

იაპონიაში ერთ-ერთი სკოლის დირექტორი ეძებდა გზებს, როგორ დაეახლოებინა მშობლები შვილებთან. მისი აზრით, კარგი იქნებოდა, თუ თვეში ერთხელ სკოლაში წასაღებ სადილს მოსწავლეები თავად მოამზადებდნენ. ეს ტრადიცია ასობით სკოლაში დამკვიდრდა. „თავიდან ამას ბავშვები მშობლების დახმარების გარეშე ვერ შეძლებენ“, — ნათქვამია იაპონიაში გამომავალ ერთ გაზეთში. „ყველა კლასს თავისი მიზანი აქვს. დაწყებითი კლასის მოსწავლეები ოჯახის წევრებთან ერთად ადგენენ მენიუს და პროდუქტებსაც ერთად ყიდულობენ . . . მაღალი კლასის მოსწავლეები თავად ადგენენ მენიუს და მშობლებთან ათანხმებენ“. რა შედეგი გამოიღო ამან? „ბავშვებმა ისწავლეს საჭმლის კეთება, საჭმელი ნაკლებად იყრება და ოჯახის წევრებსაც ერთმანეთთან ურთიერთობის საშუალება მიეცათ“, — დასძენს გაზეთი (IHT Asahi Shimbun). ბავშვები იმასაც ამბობენ, რომ „მშობლების შრომას ახლა უფრო აფასებენ“.

სამხრეთ პოლუსის დასუფთავება

გასულ წელს სპეციალური ეკოლოგიური პროგრამის მონაწილე რუსმა მკვლევარებმა ანტარქტიდიდან 360 ტონა ნაგავი გაიტანეს. სამხრეთ პოლუსთან განლაგებულ საკვლევ სადგურებთან ახლოს დაყრილი იყო სამშენებლო ნარჩენები, გაფუჭებული მანქანა-დანადგარები და საწვავის ცარიელი კასრები. „გარემოს დაცვის პროტოკოლის თანახმად, რომელიც ითვალისწინებს დედამიწის უკიდურეს სამხრეთ ტერიტორიის დაცვას, ყველა ქვეყანა ვალდებულია თავად იზრუნოს საკუთარი ნაგვის გატანაზე“, — აღნიშნულია ერთ რუსულ გაზეთში (Итоги). „ამ ვალდებულებას ყველაზე პირნათლად იაპონია ასრულებს“.