არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„ნუღარ წუხხართ“

„ნუღარ წუხხართ“

„ნუღარ წუხხართ“

„ბანკის ანგარიშზე თანხა ამოგვეწურა, შვილებისთვის გადადებული ფულიც გამოგველია. რამდენიმე თვე შემოსავლის გარეშე ვიყავით“.

● ინდოეთის ერთ სოფელში სკოლის დირექტორი ვიყავი და საქმე კარგად მიმდიოდა. ჩვენს სკოლაში ერთი პერიოდი 500-მდე მოსწავლე სწავლობდა. ერთ დღესაც ქალაქის პრესტიჟულმა სკოლამ ჩვენს სოფელში ავტობუსები დანიშნა და მოსწავლეების მიღებაც უფრო გააიოლა. ბუნებრივია, რომ ჩვენი სკოლიდან ბევრი ბავშვი გადავიდა ქალაქის სკოლაში სასწავლებლად. ჩვენს სკოლაში 500 ბავშვიდან სამოციღა დარჩა. მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა, როცა მოვალემ, რომელსაც სერიოზული თანხა ემართა, ვალი არ გადამიხადა. ამას ისიც დაემატა, რომ სკოლის ყველა პედაგოგისთვის ხელფასის გადახდა მე მომიწია.

მთელი ოჯახი ერთად დავსხედით და შექმნილ მდგომარეობაზე ვიმსჯელეთ. გადავწყვიტეთ, მივყოლოდით იესოს მითითებას და სუფთად დაგვეცვა თვალი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არ დაგვეხარჯა საჭიროზე მეტი ფული (მათე 6:22, 25). ერთი პერიოდი მანქანით სიარული შევწყვიტეთ, რადგან მისი შენახვა ძვირი გვიჯდებოდა. საჭმელს საღამოობით ვყიდულობდით, როცა ზოგ პროდუქტზე ფასები იკლებდა. უარი ვთქვით ზოგ საჭმელზე, რასაც სისტემატურად მივირთმევდით.

ჩვენ იეჰოვას მოწმეები ვართ და თანამორწმუნეებთან ერთად ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია (ებრაელები 10:25). მართალია, ეკონომიკურად ძალიან გვიჭირდა, მაგრამ გადავწყვიტეთ, არ გაგვეცდინა კრებები და კონგრესები, თუნდაც ამისთვის საჭირო ყოფილიყო დიდ მანძილზე გამგზავრება. სხვებისთვის ბიბლია რომ გვესწავლებინა, დაშორებულ ტერიტორიებზე გვიხდებოდა წასვლა. მანქანის ნაცვლად იქ მოტოროლერით მივდიოდით. ერთდროულად მასზე ორ კაცზე მეტი ვერ ვსხდებოდით.

მიუხედავად ამისა, მსახურება არ შეგვიზღუდავს. პირიქით, ჩემი მეუღლე და ქალიშვილი სხვებთან ბიბლიის შესახებ საუბარს მეტ დროს უთმობდნენ. ზოგჯერ ისინი 6—8 კილომეტრს გადიოდნენ მხოლოდ ერთ გზაზე, რომ დაინტერესებულ ადამიანებს ბიბლიის შესწავლაში დახმარებოდნენ. ამ მხრივ, არც მე და ჩემმა ვაჟმა დავიშურეთ ძალები და მსახურებისთვის მეტი დრო გამოვყავით.

დღეს ცოტა ამოვისუნთქეთ. გაჭირვებამ გვასწავლა, რომ დიდი დრო არ დავუთმოთ მატერიალურს. ისიც ვისწავლეთ, რომ ზედმეტად არ ვიდარდოთ იმაზე, რასაც აღარაფერი ეშველება. ფსალმუნის 55:22-ში ჩაწერილმა სიტყვებმა განსაკუთრებით გაგვამხნევა. მასში ნათქვამია: „იეჰოვას მიანდე შენი ტვირთი და ის ამოგიდგება მხარში, ის არასოდეს დაუშვებს მართლის წაბორძიკებას“. ეს სიტყვები ზედმიწევნით შესრულდა ჩვენზე, როცა ეკონომიკურად ძალიან გვიჭირდა (გამოგზავნილია).