არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„წინ უნდა აღვუდგეთ ეგოიზმის მძლავრ ტალღას“

„წინ უნდა აღვუდგეთ ეგოიზმის მძლავრ ტალღას“

„წინ უნდა აღვუდგეთ ეგოიზმის მძლავრ ტალღას“

● გიბრალტარი, რომელიც იბერიის ნახევარკუნძულის სამხრეთით მდებარეობს, თავისი მშფოთვარე ისტორიის განმავლობაში მრავალი ალყისა და შემოსევის მოწმე გამხდარა. მაგრამ 2008 წლის ოქტომბრის ერთ შაბათ-კვირას ქალაქს 1 000-მდე მშვიდობიანი ესპანელი „შეესია“. ისინი იქ იმ მიზნით ჩავიდნენ, რომ გიბრალტარში იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზი აეშენებინათ, სადაც შეხვედრებს ორი კრება ჩაატარებდა.

მთავრობის წარმომადგენელმა „გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტს უთხრა, რომ ისინი მიესალმებიან ამ პროექტზე სამუშაოდ ჩამოსულ ასობით მოხალისეს. მან თქვა, რომ მოხალისეები „კარგ მაგალითს აძლევენ ადგილობრივ მოსახლეობას“. შემდეგ დასძინა: „იეჰოვას მოწმეები ჯილდოს იმსახურებენ იმის გამო, რომ ერთ პროექტზე სამუშაოდ ამდენი ხალხი ჩამოიყვანეს გიბრალტარში, თანაც ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე“.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა ამ პროექტს და მოწმეებს შესაფერისი ადგილი გამოუყო თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილი შენობის ასაშენებლად. რას შეიძლება მივაწეროთ მთავრობის ასეთი გულუხვობა?

„მჯერა, რომ ღვთისმოსავი ხალხი ყველა საზოგადოებაში დასაფასებელია, — აღნიშნა მთავრობის წარმომადგენელმა. — გიბრალტარში კონსტიტუციით ყველა რელიგია თაყვანისმცემლობის ერთნაირი უფლებით სარგებლობს, ამიტომ მთავრობას არა აქვს მორალური უფლება ერთი რელიგია მეორეზე წინ დააყენოს. გარდა ამისა, მოწმეებისთვის საჭირო შენობის ასაშენებლად შესაფერი ადგილის გამოყოფა მოსახლეობასაც წაადგება.

ჩვენ წინ უნდა აღვუდგეთ ეგოიზმის მძლავრ ტალღას. თქვენი მოხალისეების ენთუზიაზმის შემხედვარე შეიძლება იმის თქმა, რომ ეს შესაძლებელია“.

მართალია, შტორმმა სამუშაოს დაწყება ცოტა შეაფერხა, მაგრამ სამეფო დარბაზი მშენებლობის დაწყებიდან მესამე დღეს, ორშაბათს, უკვე აშენებული იყო. „ბევრმა მოხალისემ კიდევ მოინდომა დარჩენა, რომ სხვა საქმეც შეესრულებინა, — აღნიშნა პროექტის ზედამხედველმა სეკუნდინო ნოგალმა. — პრობლემებს არ ვუშინდებით. ჩვენ საქმეში მოქნილობაა საჭირო. მაგრამ, ყველაზე მთავარი უანგარობაა. ამიტომ გვანიჭებს ეს საქმე ასეთ კმაყოფილებას“. *

[სქოლიო]

^ აბზ. 7 ადგილობრივ გაზეთში აღნიშნული იყო: „შაბათ-კვირას, როცა შტორმმა ქალაქი დიდად დააზარალა, გიბრალტარში მცხოვრებმა იეჰოვას მოწმეებმა . . . თავიანთი ტაძარი [სამეფო დარბაზი] მოხალისეთა არმიის დახმარებით ზუსტად სამ დღეში ააშენეს“ (Gibraltar Chronicle).