არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„მითხარი რამე, ღმერთო!“

„მითხარი რამე, ღმერთო!“

„მითხარი რამე, ღმერთო!“

● ერთმა ქალმა, რომელიც ფსიქიურად დაავადებულთა და უნარშეზღუდულთათვის განკუთვნილ სპეციალურ სკოლაში მუშაობდა, იეჰოვას მოწმეების მექსიკის ფილიალს ასეთი წერილი მისწერა: „9 მაისს დედა გარდამეცვალა. მიჭირს გადმოვცე მისი დაკარგვით გამოწვეული ტკივილი. მის სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე, სამსახურისთვის ვიკვლევდი თანატოლოგიას, მედიცინის დარგს, რომელიც სწავლობს სიკვდილს და მასთან დაკავშირებულ ფსიქოლოგიურ ფაქტორებს. დედის სიკვდილის შემდეგ ვიფიქრე, რომ ეს მასალა მეც დამეხმარებოდა, მაგრამ შევცდი“.

ერთხელ, ძალიან დამწუხრებულმა მხურვალედ ილოცა: „მითხარი რამე, ღმერთო!“. ის იხსენებს: «იმ ღამით წავიკითხე ბროშურა „როდესაც გიკვდება საყვარელი ადამიანი“. ისეთი გრძნობა დამეუფლა, რომ ეს ბროშურა ჩემთვის იყო დაწერილი. იქ ეწერა, რომ ტირილი სავსებით ნორმალურია. ერთ-ერთ თავში „შესაძლებელია ამ ტკივილით ცხოვრება?“ ეწერა: „ნუ გააუფასურებთ ლოცვის ძალას . . . როცა ღმერთი გეხმარება მდგომარეობა აუცილებლად შეიცვლება . . . მართალია, ღვთისგან მიღებული დახმარება ტკივილისგან არ გვათავისუფლებს, მაგრამ ის საგრძნობლად გვიმსუბუქებს მდგომარეობას. გაიხსენებთ საყვარელ ადამიანს და იტირებთ კიდეც, მაგრამ შეძლებთ ამ ტკივილის ატანას“. ამ სიტყვებმა ძალიან მანუგეშა».

თუ თქვენც დაკარგეთ საყვარელი ადამიანი და გჭირდებათ ნუგეში, შეიძლება თქვენთვის დამხმარე აღმოჩნდეს ბროშურა „როდესაც გიკვდება საყვარელი ადამიანი“.

თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ ეს ბროშურა, თუ შეავსებთ თანდართულ ტალონს და გაგზავნით მასზე მითითებულ ან ამ ჟურნალის მე-5 გვერდზე მოცემულ თქვენთვის უახლოეს მისამართზე.

□ გთხოვთ გამომიგზავნოთ ეს ბროშურა.

□ მსურს ბიბლიის უფასო შესწავლა.