რატომ ხდება კაცი კეთილი ან ბოროტი?
ბიბლიის თვალსაზრისი
რატომ ხდება კაცი კეთილი ან ბოროტი?
ისტორიას უამრავი სიძულვილი და სისხლისღვრა ახსოვს; თუმცა ტრაგიკული შემთხვევების ფონზე ხშირად გამოვლენილა სიკეთისა და თავგანწირვის უჩვეულო ქმედებები. რატომ ხდება ერთი ცივსისხლიანი მკვლელი, მეორე კი — კეთილი და კაცთმოყვარე? რატომ ვლინდება ზოგჯერ კაცში ცხოველური ინსტინქტები?
არასრულყოფილება და სინდისი
ბიბლიაში წერია: „სიყრმიდანვე ბოროტებისკენ ისწრაფვის ადამიანის გული“ (დაბადება 8:21). ბავშვები ცუდისკენ არიან მიდრეკილნი (იგავები 22:15). დაბადებიდან ყველა ჩვენგანს გული ბოროტებისკენ გვიბიძგებს (ფსალმუნი 51:5). კარგის კეთებას, ისევე როგორც დინების საწინააღმდეგო მიმართულებით ცურვას, ძალისხმევა სჭირდება.
მიუხედავად ამისა, ჩვენ სინდისი გვაქვს ძღვნად მიღებული. ავკარგიანობის გასარჩევად თანდაყოლილი ეს გრძნობა, უმეტეს ჩვენგანს იმას აკეთებინებს, რაც ყველასთვის მისაღებია. სწორედ ამ მიზეზით, მასაც კი, ვისაც არასდროს უსწავლია ზნეობრივი ნორმები, შეიძლება კეთილისმყოფელი კაცის სახელი ჰქონდეს (რომაელები 2:14, 15). თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რადგან ცუდისკენ ვართ მიდრეკილნი, ჩვენში გამუდმებით მიმდინარეობს სიკეთესა და ბოროტებას შორის ბრძოლა. ვნახოთ, კიდევ რამ შეიძლება იმოქმედოს ჩვენზე, როცა სიკეთე და ბოროტება ჩვენში ერთმანეთს ეწინააღმდეგება.
ბინძური გარემო
ქამელეონი გარემო პირობების შეცვლის შედეგად ფერს იცვლის. მსგავსადვე, ვისაც ბოროტმოქმედებთან აქვს ურთიერთობა, ბოროტმოქმედთათვის დამახასიათებელ თვისებებს იძენს. ბიბლია გვაფრთხილებს: „არ აჰყვე უმრავლესობას ბოროტებაში“ (გამოსვლა 23:2). მეორე მხრივ, გულწრფელ, სამართლიან და ზნეობრივად პატიოსან ადამიანებთან ურთიერთობა, კეთილისმყოფელ გავლენას მოახდენს ჩვენზე (იგავები 13:20).
მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ბოროტების გავლენაში არ მოვექცევით, რადგან ბოროტმოქმედებთან არაფერი გვაკავშირებს. არასრულყოფილების გამო ბოროტება შეიძლება ჩვენს გონებაში საიდუმლო ადგილას იმალებოდეს და ნიღბის ასახდელად ხელსაყრელ დროს ეძებდეს (დაბადება 4:7). ბოროტებამ, შესაძლოა, მასმედიის მეშვეობით თქვენს სახლში შემოდგას ფეხი. ვიდეო თამაშები, სატელევიზიო პროგრამები და კინოფილმები ძალადობისა და შურისძიების ამსახველი კადრებით არის სავსე. ახალი ამბების გამუდმებით ყურებამაც კი შეიძლება ბოროტების, ადამიანთა ტანჯვის მიმართ უგრძნობი გაგვხადოს.
რა არის ასეთი ბინძური გარემოს არსებობის არსებითი მიზეზი? ბიბლია გვეუბნება: „მთელი ქვეყნიერება ბოროტის ხელშია“ (1 იოანე 5:19). ბოროტს ანუ სატანა ეშმაკს ბიბლია მატყუარად და კაცისმკვლელად გვაცნობს (იოანე 8:44). ის თავისი ქვეყნიერებით ავრცელებს ბოროტებას.
ზემოაღნიშნული ყველა ფაქტორი ჩვენს შეხედულებებსა და საქციელზე ახდენს გავლენას. სწორედ ამიტომ ბევრმა შეიძლება გაამართლოს თავისი ბოროტი საქმეები. მაგრამ როგორია სინამდვილე? მანქანა და გემი საჭის მეშვეობით იმართება; ასევეა ჩვენი სხეულიც, მისი გაკონტროლება გონებით არის შესაძლებელი.
სიკეთე თუ ბოროტება — არჩევანი თქვენზეა
ყველა განზრახულ მოქმედებას — კეთილსა თუ ბოროტს — ფიქრი უსწრებს წინ. კარგ და უბიწო ფიქრებს ნაყოფიც კარგი გამოაქვს; და პირიქით, ლუკა 6:43—45; იაკობი 1:14, 15). ამგვარად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კაცი თავად ირჩევს კეთილი იქნება თუ ბოროტი.
თუ გონებაში ეგოისტურ სურვილებს მივცემთ განაყოფიერების საშუალებას, ბევრ ბოროტებას ჩავიდენთ (საბედნიეროდ, ბიბლია გვეუბნება, რომ სიკეთის კეთების სწავლა შესაძლებელია (ესაია 1:16, 17). სიყვარული სიკეთის კეთების აღმძვრელი ძალაა, რადგან „სიყვარული ბოროტს არ უკეთებს მოყვასს“ (რომაელები 13:10). როცა ვცდილობთ, შევიყვაროთ ადამიანები, წარმოუდგენელია, ვინმეს ვუბოროტოთ.
პენსილვანიაში (აშშ) მცხოვრებმა რეიმ შეიყვარა ადამიანები. რეის პატარაობიდან უყვარდა ჩხუბი; მისი მეტსახელიც კი იმას აჩვენებდა, რომ ჩხუბისთვის ყოველთვის მზად იყო. მას ფეთქებადი ხასიათიც ჰქონდა. დროთა განმავლობაში ბიბლიის პრინციპების გამოყენებით რეი შეიცვალა, თუმცა მისთვის თავშეკავების გამოვლენა ყოველთვის ადვილი არ იყო. დროდადრო რეი იმავეს გრძნობდა, რასაც ბიბლიის ერთ-ერთი დამწერი, პავლე: „მინდა ვაკეთო, რაც სწორია, მაგრამ თან მდევს ცუდი“ (რომაელები 7:21). წლების განმავლობაში დიდი ძალისხმევის შედეგად ახლა მას უკვე შეუძლია, სძლიოს „ბოროტებას სიკეთით“ (რომაელები 12:21).
რატომ ღირს ძალისხმევად, რომ „კარგი ადამიანების გზით იარო?“ (იგავები 2:20—22). იმიტომ რომ, ბოლოს სიკეთე გაიმარჯვებს ბოროტებაზე. ბიბლიაში წერია: „ბოროტმოქმედნი მოისპობიან . . . კიდევ ცოტა და აღარ იქნება ბოროტი . . . თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას და გაიხარებენ დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნი 37:9—11). ღმერთი ბოროტების ყოველგვარ კვალს წაშლის. უდავოდ, დიდებული მომავალი ელის მას, ვინც ყველანაირად ცდილობს სიკეთის კეთებას.
გიფიქრიათ?
● ვინ არის ჩვენს მოქმედებებზე პასუხისმგებელი? (იაკობი 1:14)
● შესაძლებელია, რომ ადამიანმა ცხოვრების წესი შეცვალოს? (ესაია 1:16, 17)
● აღმოიფხვრება ოდესმე ბოროტება? (ფსალმუნი 37:9, 10; იგავები 2:20—22)
[სურათები 21 გვერდზე]
კაცი თავად ირჩევს კეთილი იქნება თუ ბოროტი