არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

„2008 წელს მსოფლიო შეიარაღებაზე 1,464 ტრილიონი დოლარი დაიხარჯა. 1999 წლიდან მსოფლიო შეიარაღებაზე დახარჯული თანხა 45 პროცენტით გაიზარდა“ (სტოკჰოლმის მშვიდობის პრობლემების კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტი, შვედეთი).

„ინტერნეტ საძიებელ Google-ის თანახმად ყოველდღიურად ინტერნეტში რამდენიმე მილიარდი ახალი ვებ-გვერდი თავსდება“ („ნიუ საიენტისტი“, დიდი ბრიტანეთი).

„მსოფლიოში შიმშილობამ არნახულ მასშტაბებს მიაღწია. 2009 წლის მონაცემებით ყოველდღე 1,02 მილიარდი ადამიანი შიმშილობს“ (გაერთიანებული ერების კვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია, იტალია).

პირველი კლონირებული აქლემი

1996 წელს პირველი კლონირებული ცხვრის შექმნის შემდეგ, მეცნიერებმა იმავე მეთოდით არაერთი ძუძუმწოვრის კლონი მიიღეს, მათ შორის ძროხების, თხებისა და ცხენების. დუბაის ვეტერინარულ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მსოფლიოში პირველად მოახდინეს აქლემის კლონირება. მდედრ კოზაკს ინჯაზი დაარქვეს, რაც არაბულად „მიღწევას“ ნიშნავს. «ცხოველების კლონირება . . . უკვე გასცდა ექსპერიმენტების ზღვარს, — აღნიშნა აბუ დაბიმ გაზეთ „ნეშენელში“. — მომავალში გამოვიკვლევთ, რამდენად შესაძლებელია კლონირების გზით ძვირადღირებული მორბენალი და მეწველი აქლემების გენების შენახვა».

სატელიტის „მსხვრევა“

„წლების მანძილზე დედამიწის ორბიტის გზები საგრძნობლად გადაიტვირთა. მაგრამ ის, რაც [2009] წლის თებერვალში მოხდა, არასოდეს მომხდარა — ორი სატელიტი ერთმანეთს შეეჯახა“, — აღნიშნულია ჟურნალ „საიენს ნიუსში“. ციმბირის თავზე 800 კილომეტრის სიმაღლეზე ამერიკული სატელიტი შეეჯახა მწყობრიდან გამოსულ რუსულ სამხედრო დანადგარს. შეჯახების შედეგად წარმოიქმნა გროვა, რომელშიც დაახლოებით 700 დიდი ნამსხვრევი იყო. რაც უფრო მეტი ნამსხვრევია ორბიტაზე, მით უფრო დიდია მორიგი შეჯახების ალბათობა. საკონტროლო სადგურები ამჟამად ამოწმებს იმ ორბიტებს, სადაც დაახლოებით 18 000 ნამსხვრევია, რომელთაგან თითოეულის დიამეტრი 10 სანტიმეტრზე მეტია. მიუხედავად ამისა, სატელიტებისთვის ან ნებისმიერი პილოტიანი საფრენი აპარატისთვის შეიძლება კატასტროფა აღმოჩნდეს მუხუდოზე დიდი ზომის ობიექტთან შეჯახებაც კი, რომელიც ორბიტული სიჩქარით მოძრაობს.

ავტომობილების ბლოკირება

„სატელეფონო გადასახადებს თითქმის ყველა იხდის, რადგან გადაუხდელობის შემთხვევაში ტელეფონი გაეთიშებათ “ — იუწყება „უოლ-სტრიტ ჯორნელი“. იმავეს თქმა შეიძლება ავტომობილებზეც. „ნახმარი მანქანების დილერები მანქანებში დისტანციურ მოწყობილობას ამონტაჟებენ. თუ მყიდველი თავის დროზე არ გადაიხდის თანხას, ძრავა დაიბლოკება“ — აღნიშნულია გაზეთში. მანქანის დასაქოქ სისტემაში განთავსებული ეს მოწყობილობა აიძულებს მყიდველს, მანქანის ვალი თავის დროზე გადაიხადოს. მოწყობილობის მოხსნა ვალის დაფარვისთანავე გახდება შესაძლებელი. თუმცა, როგორც ჟურნალი იტყობინება, ავტომობილების დაბლოკვა დილერებს იშვიათად უწევთ. მოციმციმე შუქი და გამაფრთხილებელი სიგნალი ეფექტურად „მუშაობს და ატყობინებს მანქანის მეპატრონეს, მანქანის საფასური თავის დროზე გადაიხადოს“.