როგორ შეგიძლიათ ღმერთთან დაახლოება?
როგორ შეგიძლიათ ღმერთთან დაახლოება?
ბიბლიაში ვკითხულობთ: „დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“ (იაკობი 4:8). თქვენი აზრით, შეუძლიათ ადამიანებს შემოქმედთან თბილი, ახლო ურთიერთობა ჰქონდეთ? ამ კითხვაზე პასუხის გაცემამდე კარგი იქნება, თუ ასეთ აქტუალურ კითხვებზე დაფიქრდებით:
არსებობს ღმერთი?
თუ ასეა, აქვს მას ურთიერთობა ადამიანებთან? როგორ აკეთებს ამას?
ბიბლიის მეშვეობით ურთიერთობს იგი ხალხთან? რის საფუძველზე ვამბობთ ამას?
ეს ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვებია, რომლებსაც დღეს ბევრი სვამს. ამ კითხვებს პასუხი გაეცემა იეჰოვას მოწმეთა საოლქო კონგრესის „შეინარჩუნეთ იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა!“ საჯარო მოხსენებაში „როგორ შეგიძლიათ ღმერთთან დაახლოება?“. ეს კონგრესები დაიწყება მაისის თვიდან და მთელ მსოფლიოში ჩატარდება.
გულთბილად გიწვევთ კონგრესზე, რომელიც თქვენ მახლობლად გაიმართება. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ იეჰოვას მოწმეებს ან მისწერეთ ამ ჟურნალის გამომცემლებს.