არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

„2009 წლის იანვრის მონაცემებით, მხოლოდ რვა ქვეყანა 23 300-ზე მეტ ბირთვულ იარაღს ფლობს“ (სტოკჰოლმის სამშვიდობო საკითხების კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტი, შვედეთი).

აფრიკაში ათობით ათასი ჭაბურღილი, ჭა და დამბა, რომელთა უმრავლესობაც უცხოელთა დახმარებით აიგო, მწყობრიდან გამოვიდა „ერთი მარტივი მიზეზის გამო — არავინ ფიქრობს მათ შეკეთებაზე“ (გარემოს დაცვის საერთაშორისო ინსტიტუტი, ბრიტანეთი).

პატარა მამონტს ტომოგრაფიული სკანირება ჩაუტარდა

რუსმა მეცნიერებმა დეტალურად გამოიკვლიეს აღმოჩენილი მამონტის შინაგანი ორგანოები. ეს ცხოველი, რომელიც 3—4 თვის მკვდარი იყო, რუსეთის არქტიკულ ნაწილში მდებარე ერთ-ერთ რეგიონში, იამალ-ნენთაში, ყინულის საფარქვეშ გაუხრწნელი იპოვეს. „მამონტებსა თუ ნებისმიერ სხვა პრეისტორიულ ცხოველებს შორის ეს ერთ-ერთი ყველაზე კარგად შენახული ცხოველის გვამია“, — აღნიშნა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ ალექსეი ტიხონოვმა. კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ, რომლითაც ადამიანის ორგანიზმსაც აშუქებენ, მამონტის სხეულზე არანაირი დაზიანება არ აჩვენა. მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ცხოველი, როგორც ჩანს, დაახრჩო შლამმა, რადგან მამონტის სასუნთქი გზები და საჭმლის მომნელებელი სისტემა გადაკეტილი იყო.

დაჩქარებული განქორწინება

როგორც გაზეთი „უნივერსალი“ იუწყება, ბოლო პერიოდში მეხიკოში გაადვილდა განქორწინება. 21 მიზეზი, მათ შორის, ღალატი და ძალადობა, რის საფუძველზეც წყვილს გაყრის უფლება ეძლეოდა, 2008 წელს საკანონმდებლო აქტებიდან ამოიღეს, და ეს მიზეზები განქორწინებისთვის აღარ არის აუცილებელი. დღეს ნებისმიერს შეუძლია დაახლოებით 400 დოლარი შეიტანოს საბანკო ანგარიშზე, ინტერნეტიდან ამოღებულ განცხადებას მოაწეროს ხელი და გაგზავნოს სასამართლოში. განცხადებაში მხოლოდ ის უნდა იყოს მითითებული, რომ მას აღარ უყვარს თავისი მეუღლე. დღეს უკვე აღარ მოითხოვება სასამართლოში გამოცხადება. სულ რაღაც ორიდან ოთხ თვეში შეიძლება გაყრის მოწმობის მიღება, რასაც ადრე წლები სჭირდებოდა. შვილებზე მეურვეობის, ალიმენტის გადახდის, ქონების გაყოფისა თუ სხვა საკითხების მოგვარება მოგვიანებით ხდება.

გამანადგურებლებზე სწრაფი კოლიბრები

როგორც ბერკლის უნივერსიტეტის (კალიფორნია) ერთ-ერთი ასპირანტი აღნიშნავს, კოლიბრი სიგრძით გამანადგურებელზე გაცილებით პატარაა, მაგრამ თუ ერთ წამში მათი ფრენის სიჩქარეს შევაფარდებთ, კოლიბრი უფრო სწრაფია. ქრისტოფერ კლარკმა ფირზე აღბეჭდა მამრი კოლიბრის (ანას კოლიბრი) ტრფობის რიტუალი. ის მდედრი კოლიბრის მოსახიბლად დიდი სისწრაფით ეშვება ძირს და „აკრობატივით მანევრირებს ჰაერში. წამში ასეთი სიჩქარის განსავითარებლად 400-ჯერ მეტი სიგრძის სხეულია საჭირო. ეს ჩიტი ისეთ სისწრაფეს ავითარებს, რომ პირობითად გამანადგურებლის მაქსიმალურ სიჩქარეს აჭარბებს“, — ამბობს კლარკი. წყლიდან ამოფრენისას კოლიბრს ათჯერ მეტი სიმძლავრის წინაღობის დაძლევა უწევს. ასეთი წინაღობის შემთხვევაში პილოტი აფრენისას გონებას დაკარგავდა.