არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სტრესი ჯანმრთელობის პირველი მტერი

სტრესი ჯანმრთელობის პირველი მტერი

სტრესი ჯანმრთელობის პირველი მტერი

„ძალიან დატვირთული ვარ, მუშაობაში დღე და ღამეს ვასწორებ. ჯერ ერთ საავადმყოფოში არ მაქვს დამთავრებული ოპერაცია, რომ უკვე სხვა საავადმყოფოში გავრბივარ მორიგი ოპერაციის გასაკეთებლად. ქალაქში გადატვირთული მოძრაობაა და სულ გადარბენაზე ვარ“ (დოქტორი პიტერ სტიუარტი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა).

ალბათ, არც თქვენთვის არის უცხო ის, რაზეც დოქტორი პიტერ სტიუარტი საუბრობს. თქვენ შესაძლოა სრულიად განსხვავებული მიზეზების გამო ვარდებით სტრესულ სიტუაციაში, მაგრამ რაც უნდა იყოს მიზეზი — იქნება ეს გადატვირთული მოძრაობა, დაძაბულობა სახლსა თუ სამსახურში — ფაქტი ერთია, სტრესი თითოეული ადამიანის ცხოვრებაში ჩვეული მოვლენაა.

3 000-ზე მეტი წლის წინათ მეომარმა, რომელსაც არაერთ ომში უბრძოლია, მთელი გულახდილობით აღწერა, რასაც განიცდიდა: „შიშმა, კანკალმა ამიტანა და ავთრთოლდი“ (ფსალმუნი 55:5). ეჭვგარეშეა, ამ ადამიანმა ზუსტად იცოდა, რა იყო სტრესი. იგი სიყმაწვილეში ფარას მწყემსავდა, არაერთხელ გადაყრია დათვსა და ლომს და მოუკლავს კიდეც (1 სამუელი 17:4—10, 23, 24, 34—36, 41—51).

თუმცა, სტრესს ყოველთვის უარყოფითი შედეგები არ მოაქვს. ის შეიძლება დამხმარეც აღმოჩნდეს. საფრთხის წინაშე და გამოუვალ სიტუაციებში სტრესმა ბევრს ისეთი რამ შეაძლებინა, რისი გაკეთებაც ჩვეულებრივ გაუჭირდებოდათ. როცა მნიშვნელოვანი საქმე გაქვს მოსასწრები, ორგანიზმი იწყებს ადრენალინის * გამომუშავებას, რაც გეხმარება დროულად დაამთავრო წამოწყებული საქმე.

როგორც წესი, ჯანმრთელობის პრობლემები მაშინ იჩენს თავს, როცა სტრესი დიდხანს გრძელდება. როგორც ერთი სპეციალისტი ამბობს, „სტრესი ჩვენი ჯანმრთელობის პირველი მტერია“. თავს ისე ხომ არ გრძნობთ, რომ მეტის ატანა აღარ შეგიძლიათ? შესაძლებელია სტრესის გამომწვევი ფაქტორების შემცირება?

ბევრმა შეძლო ეს და ამაში ღვთის სიტყვა, ბიბლია დაეხმარათ. შესაძლოა ყველაზე ნაკლებად ამ წიგნისგან ელით დახმარებას, მაგრამ მასში ღირებული სიბრძნეა. ბიბლია გვიხსნის, თუ რატომ ვცხოვრობთ ასეთ დაძაბულ დროში და რა იწვევს სტრესს. მასში მოცემულია რჩევები, რომელიც სტრესს შეგვიმცირებს.

[სქოლიო]

^ აბზ. 5 ადრენალინი არის ჰორმონი, რომელსაც თირკმელზედა ჯირკვალი გამოიმუშავებს. ეს ჰორმონი ადამიანებს სტრესულ სიტუაციებში ეხმარება.