არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ციცინათელას ცივი ნათება

ციცინათელას ცივი ნათება

ვინ შექმნა?

ციცინათელას ცივი ნათება

● ტროპიკულ და ზომიერ სარტყელში ციცინათელები ციმციმა შუქით იპყრობენ ყურადღებას. ისინი მეწყვილესაც თავიანთი ნათებით იზიდავენ. აღსანიშნავია, რომ ციცინათელას ნათება ბევრად აღემატება ჩვეულებრივი ნათურისა თუ დღის სინათლის ნათურის შუქს. ასე რომ, როცა დახედავთ ელექტროენერგიის გადასახადის ქვითარს, გაიხსენეთ, რა სიმძლავრის შუქს გამოსცემს ციცინათელა, თანაც სრულიად უსასყიდლოდ.

დაფიქრდით: ჩვეულებრივი ნათურის მიერ გამოყოფილი ენერგიის 10 პროცენტი სინათლის წარმოსაქმნელად იხარჯება, 90 პროცენტი კი სითბოდ გარდაიქმნება. დღის სინათლის ნათურებს გაცილებით მკვეთრი სინათლე აქვს. გამოყოფილი ენერგიის 90 პროცენტი სინათლედ გარდაიქმნება. მაგრამ ვერც ერთი ნათურის განათება ვერ შეედრება ციცინათელას შუქს. ციცინათელა ნაკლებად გამოსცემს ულტრაიისფერ და ინფრაწითელ სხივებს, ამიტომ, მისი ნათების სიმძლავრე თითქმის 100 პროცენტს აღწევს.

ციცინათელა ქიმიური ნივთიერებების ლუციფერინის, მასში შემავალი ფერმენტის, ლუციფერაზას და ჟანგბადის ურთიერთქმედების წყალობით გამოსცემს სინათლეს. ეს პროცესი ფოტოფორებად წოდებულ სპეციალურ უჯრედებში ხდება, რომლის დროსაც ლუციფერაზა „ასანთის“ მაგივრობას სწევს, ჟანგბადი კი — „საწვავის“. ამ მოვლენას ეწოდება ცივი ნათება, რადგან ამ დროს საერთოდ არ გამოიყოფა სითბო. ერთმა სპეციალისტმა, სანდრა მეისონმა, რომელიც მემცენარეობისა და გარემოს დაცვის სფეროში მოღვაწეობს, აღნიშნა, რომ ნათურის გამომგონებელს თომას ედისონს „უეჭველად შეშურდებოდა ციცინათელასი, რომელიც ასეთ მძლავრ შუქს გამოსცემს“.

რას ფიქრობთ? ციცინათელას ცივი ნათება შემთხვევითობას უნდა მივაწეროთ თუ შემოქმედის დამსახურებაა?

[დიაგრამა⁄სურათები 15 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ნათების სიმძლავრე

10% 90% 96%

ჩვეულებრივი ნათურა დღის სინათლის ნათურა ციცინათელა

[სურათის საავტორო უფლებები 15 გვერდზე]

Firefly on leaf: © E. R. Degginger/Photo Researchers, Inc.; firefly in flight: © Darwin Dale/Photo Researchers, Inc.