როგორ ასწავლიან იეჰოვას მოწმეები ბიბლიას?
როგორ ასწავლიან იეჰოვას მოწმეები ბიბლიას?
იეჰოვას მოწმეები ბიბლიას თემატურად ასწავლიან. ისინი ბიბლიის შესწავლას ატარებენ წიგნით „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“. ეს წიგნი შედგება 19 თავისგან. ქვემოთ მოცემულია ზოგიერთი თავის სათაური:
„ჭეშმარიტება ღვთის შესახებ“
„ვინ არის იესო ქრისტე?“
„რა ხდება სიკვდილის შემდეგ?“
«ნამდვილად „ბოლო დღეებში“ ვცხოვრობთ?»
„რატომ უშვებს ღმერთი ადამიანთა ტანჯვას?“
„რისი გაკეთება შეგიძლია შენი ოჯახის ბედნიერებისთვის?“
შემსწავლელები ყოველი აბზაცის შემდეგ დასმულ კითხვებზე პასუხობენ და მუხლებს ბიბლიიდან კითხულობენ. ბიბლიის შესწავლის დასრულების შემდეგ მათ თავად უნდა გადაწყვიტონ, რომელი რელიგიის მიმდევრები გახდებიან.
თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ ბიბლიის შესწავლა და შეუკვეთოთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, თუ შეავსებთ თანდართულ ტალონს და გაგზავნით მასზე მითითებულ ან ამ ჟურნალის მე-5 გვერდზე მოცემულ თქვენთვის უახლოეს მისამართზე.
□ გთხოვთ, გამომიგზავნოთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“
□ მსურს ბიბლიის უფასო შესწავლა.