არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მასწავლებლები ამჩნევენ სხვაობას

მასწავლებლები ამჩნევენ სხვაობას

მასწავლებლები ამჩნევენ სხვაობას

● ირენა, რომელიც მე-8 კლასის მოსწავლეა, ბულგარეთის ერთ-ერთ სოფელში, კურტოვო-კონარეში ცხოვრობს. დედამისმა მის მასწავლებელს მისცა წიგნი „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“.

ერთხელაც, მასწავლებელმა ირენა კლასის წინაშე გამოიძახა და უთხრა: „დღეს გაკვეთილს შენ ჩაატარებ. ამ წიგნიდან ერთი თავი შევარჩიე და მინდა, კლასელებს წაუკითხო. მერე მოგვიყევი, როგორ იყენებთ ოჯახში ამ წიგნში მოცემულ რჩევებს“. თემის სათაური იყო: „რატომ უნდა ‘ვცე პატივი დედ-მამას’?“.

სანამ ირენა კლასის წინაშე კითხვას დაიწყებდა, ზოგმა მოსწავლემ თქვა, რომ მისი მშობლები განსხვავებულები იყვნენ. მასწავლებელმა მათ უთხრა: „იცით, რატომ არიან მისი მშობლები განსხვავებულები? იმიტომ, რომ ისინი ბიბლიას სწავლობენ. მე ირენას უფროს ძმებსაც ვასწავლიდი და მათნაირი კარგად აღზრდილი და სამაგალითო მოსწავლეები ჯერ არ მყოლია“.

შემდეგ მასწავლებელმა ირენას წიგნის წაკითხვა სთხოვა. როცა ირენამ ის აბზაცი წაიკითხა, სადაც ეწერა, რომ ღმერთმა მშობლებს მისცა ოჯახში წესების დადგენის უფლება, მასწავლებელმა ჰკითხა: „ირენა, თქვენს ოჯახში როგორ არის, თქვენთვის მშობლის სიტყვა კანონია?“

ირენამ უპასუხა: „ჩვენი აზრი ყველას გვაქვს, მაგრამ ბიბლიაში წერია, რომ ბავშვებმა პატივი უნდა სცენ მშობლებს და დაემორჩილონ. ჩვენ ასეც ვიქცევით. თუმცა, მშობლები უფლებას გვაძლევენ მათთან ერთად ვიმსჯელოთ ნებისმიერ საკითხზე და თავისუფლად გამოვთქვათ ჩვენი აზრი“. ირენას ნათქვამი ყველას ძალიან მოეწონა.

თქვენც შეგიძლიათ მიიღოთ ამ წიგნის ეგზემპლარი, თუ შეავსეთ თანდართულ ტალონს და გამოგზავნით ამ ჟურნალის მე-5 გვერდზე მოცემულ თქვენთვის უახლოეს მისამართზე.

□ გთხოვთ გამომიგზავნოთ ეს წიგნი.

□ მსურს ბიბლიის უფასო შესწავლა.