არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

სიმდიდრეზე გაცილებით ძვირფასი (მარტი, 2009) სტატიაში წავიკითხე კოსტასის სიტყვები: „ღმერთს სულაც არ სურს, რომ მხოლოდ იმაზე ვიფიქროთ, როგორ გავმდიდრდეთ“. ასე მეგონა, რომ იეჰოვასთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა ქრისტიანი დიდი ქონების პატრონი იქნებოდა თუ არა, მთავარია, მას ღვთის საქმე პირველ ადგილზე დაეყენებინა. მაინტერესებს, არ შეიძლება, რომ მდიდარიც იყო და ღმერთსაც ერთგულად ემსახურებოდე?

ჯ. დ. (შეერთებული შტატები)

„გამოიღვიძეთ!“-ის პასუხი: ბიბლია არ კრძალავს სიმდიდრის ქონას. წარსულში ღვთის ბევრი მსახური მდიდარი იყო (დაბადება 25:5; 26:12—16; იობი 1:1—3). თუმცა მდიდრებს ყოველთვის უნდა ახსოვდეთ, რომ „ქონებით ტრაბახი — მამისგან კი არა, ქვეყნიერებისგანაა“ (1 იოანე 2:16). მოციქულმა პავლემ თქვა: „ფულის სიყვარული ყოველგვარი ბოროტების ფესვია“. მან აღნიშნა, რომ გამდიდრების სურვილით შეპყრობილმა ზოგმა ქრისტიანმა დათმო სულიერი კეთილდღეობა და ამგვარად „ჩამოშორდნენ რწმენას და მრავალი ტკივილი მიაყენეს თავიანთ თავს“ (1 ტიმოთე 6:10). ღვთის სიტყვა არ ამბობს, რომ მდიდრებმა თავი დამნაშავედ უნდა იგრძნონ იმის გამო, რომ სხვებზე მეტი აქვთ. ბიბლია ქრისტიანებს მოუწოდებს, „იყვნენ გულუხვები და გამზიარებლები“, იმის მიუხედავად, ბევრი აქვთ თუ ცოტა (1 ტიმოთე 6:18).

მდუმარე ხმა, რომელიც მხოლოდ ერთს ესმის (ოქტომბერი, 2008) ძალიან გამამხნევა სტატიამ ჰილარიზე, რომელიც რეტის სინდრომით არის დაავადებული. ჩემი ხუთი წლის შვილიშვილი ვერ ხედავს, არ ესმის, ვერ დადის, ვერ ლაპარაკობს და ვერ ჯდება. ახლა ვიცი, როცა ვუმღერი, ვუკითხავ, ვეფერები ან მასაჟს ვუკეთებ, ის რაღაცას გრძნობს. ტირილი ვერ შევიკავე, როცა ჰილარის დედის სიტყვები წავიკითხე. ის წერდა: „მე შეიძლება ვერ გავიგო, რის თქმასაც ცდილობს, მაგრამ იეჰოვას ყველაფერი ესმის“. მისმა სიტყვებმა დამანახვა, რომ თუმცა ჩემი შვილიშვილი ერთ სიტყვასაც ვერ ამბობს, იეჰოვას ესმის მისი გულის ხმა.

მ. ა. (იაპონია)

პირველად წავიკითხე სტატია, რომელიც ასე სრულად ჰფენდა ნათელს ჩემი 43 წლის ქალიშვილის დაავადებას. ძალიან თანავუგრძნობ ჰილარის, დედამისსა და მის დას. მართალია, ათასობით კილომეტრი გვაშორებს, მაგრამ გვესმის მათი, რადგან ჩვენც იმავე მდგომარეობაში ვართ. ძალიან ვაფასებ მათ რწმენის, სიყვარულისა და მოთმინებისთვის.

თ. ი. (განა)

აბორტი გამოსავალი არ არის (ივნისი, 2009) დიდი მადლობა აბორტის თემაზე დაბეჭდილი სტატიებისთვის. 20 წლის ასაკში აბორტი გავიკეთე, რასაც დღემდე ვნანობ. ჭეშმარიტება რომ არ გამეგო, უბედური ვიქნებოდი. ახლა იეჰოვას პატიების იმედი მაქვს, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდი.

ანონიმურია (შეერთებული შტატები)

ახალგაზრდების შეკითხვები — „როგორ გავუმკლავდე მშობლის სიკვდილით გამოწვეულ ტკივილს?“ (აგვისტო, 2009) ვარ 22 წლის. მამის სიკვდილი იმდენად მოულოდნელი იყო, რომ სასოწარკვეთილებაში ჩავვარდი. როგორც სტატიაში იყო საუბარი, ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვან წუთებში ძალიან მომენატრება მამასთან საუბარი. მამის სიკვდილიდან სამი წელი გავიდა, მაგრამ დღემდე მიჭირს, დავუბრუნდე ჩვეულ ცხოვრებას. ამ სტატიამ ძალიან მანუგეშა. იქ მოცემული რჩევები ეფექტური აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ არ იყო ადვილი შესასრულებელი. დიდი მადლობა, რომ ასეთ შესანიშნავ საქმეს ეწევით.

ნ. პ. (საფრანგეთი)