არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

კოლიბრის ენა

კოლიბრის ენა

ვინ შექმნა?

კოლიბრის ენა

● მედიკოსები სისხლის, დნმ-ისა თუ სხვა ანალიზების გაკეთების დროს მცირე რაოდენობის სისხლს აწვეთებენ სასაგნე მინაზე. მინიდან სითხეს პიპეტის გამოყენებით იღებენ, თუმცა სითხის გარკვეული ნაწილი ზედაპირზე მაინც რჩება. არსებობს ისეთი მოწყობილობა, რომელიც სითხის უმცირეს ნაწილაკებსაც კი არ დატოვებდა მინის ზედაპირზე? მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის დოქტორი გეოფიზიკის დარგში ჯონ ბუში ამბობს: „ბუნებაში ეს პრობლემა მარტივადაა გადაჭრილი“.

დაფიქრდით: კოლიბრი ყვავილიდან ნექტარს ძალის დაუტანებლად იღებს. ეს ზედაპირული დაჭიმულობის ძალის დამსახურებაა, რის შედეგად ყვავილიდან გამოყოფილი წვენი უმკლავდება შექმნილ წინაღობას და გრავიტაციის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. როცა კოლიბრი ნექტარს იღებს, მისი ენა სითხესთან შეხებისთანავე პაწაწინა საწრუპი მილაკის ფორმას იღებს და ნექტარი მყისვე მის პირში ხვდება. ეს პროცესი თავისთავად, ყოველგვარი ძალის დატანების გარეშე ხდება. სწორედ კოლიბრის ენის ამგვარი აგებულების დამსახურებაა ის, რომ მას შეუძლია ნექტარი წამში ოცჯერ შეისრუტოს!

კოლიბრის ენას სიფონს (ორმუხლიანი მოღუნული მილი სითხის გადასასხმელად) ადარებენ. წინტალას ზოგიერთ სახეობას, რომლებიც კოლიბრის მსგავსად იღებენ სითხეს, სიფონისებრი ენა აქვთ. სტენფორდის (კალიფორნია, აშშ) უნივერსიტეტის პროფესორი, მარკ დენი ენის ასეთი უნიკალური აგებულების შესახებ ამბობს: „ეჭვგარეშეა, კოლიბრის ენის შესაქმნელად საჭირო იყო ინჟინერიის, ფიზიკისა და გამოყენებითი მათემატიკის საუკეთესოდ ცოდნა . . . დღეს რომ დაავალოთ რომელიმე ინჟინერს ან მათემატიკოსს კოლიბრის ენის მსგავსი მოწყობილობის გამოგონება, მათ წარმოდგენაც კი არ ექნებათ, როგორ შექმნან ანალოგი“.

რას ფიქრობთ? კოლიბრის პაწაწინა ენის უნიკალური აგებულება და უნარი, სწრაფად და მთლიანად შეისრუტოს ნექტარი, შემთხვევითობას უნდა მივაწეროთ თუ შემოქმედის დამსახურებაა?

[სურათის საავტორო უფლება 23 გვერდზე]

© Richard Mittleman/Gon2Foto/Alamy