არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ მივაღწიო დასახულ მიზნებს?

როგორ მივაღწიო დასახულ მიზნებს?

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ მივაღწიო დასახულ მიზნებს?

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რას ისურვებდი ყველაზე მეტად?

● ვიყო უფრო დაჯერებული საკუთარ თავში

● მყავდეს მეგობრები

● ვიყო კმაყოფილი და ბედნიერი

შენ შეგიძლია სამივე სურვილი აისრულო, თუ ამას მიზნად დაისახავ.

საკუთარ ძალებში დარწმუნება. როცა პატარ-პატარა მიზნებს დაისახავ და მიაღწევ, საკუთარ ძალებში დარწმუნდები და უფრო დიდ მიზნებსაც დაისახავ. გარდა ამისა, ეს იმაშიც დაგეხმარება, რომ ყოველდღიურ სირთულეებს, მაგალითად, თანატოლების ზეგავლენას გაართვა თავი. ამას სხვებიც შეამჩნევენ და მეტად დაგაფასებენ. ზოგი თანატოლი შეიძლება აღარც კი შეეცადოს შენს ცდუნებას. უფრო მეტიც, ისინი შესაძლოა სასიამოვნოდ გააოცოს შენმა საქციელმა (შეადარე მათეს 5:14—16).

მეგობრების შეძენა. ყველას სიამოვნებს მიზანსწრაფულ ადამიანებთან ურთიერთობა, რადგანაც იციან, რისი მიღწევა სურთ ცხოვრებაში და მზად არიან მათ განსახორციელებლად. თუ ისეთ მეგობრებს აირჩევ, რომლებთანაც საერთო მიზნები გაერთიანებს, ისინი ყოველთვის დაგეხმარებიან დასახული მიზნების მიღწევაში (ეკლესიასტე 4:9, 10).

კმაყოფილებისა და ბედნიერების განცდა. ერთი რამ ცხადია: თუ გულხელდაკრეფილი იჯდები და ცხოვრების დინებას მიყვები, ყველაფერი მოსაბეზრებელი გახდება. მაგრამ თუ დაისახავ მიზნებს და მიაღწევ, კმაყოფილებას და სიხარულს იგრძნობ. სწორედ ამიტომ თქვა პირველ საუკუნეში მცხოვრებმა მოციქულმა პავლემ ეს სიტყვები: „მე უმიზნოდ არ გავრბივარ“ (1 კორინთელები 9:26). გახსოვდეს, რაც უფრო დიდ მიზნებს დაისახავ და მიაღწევ, მით უფრო კმაყოფილი და ბედნიერი იქნები!

მზად ხარ დაისახო ასეთი მიზნები? ამოჭერი მომდევნო ფურცელი და ორად გადაკეცე. შემდეგ გამოიყენე ჩარჩოში მოცემული მითითებები. *

სხვა სტატიები რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ იხილე ვებ-გვერდზე www.watchtower.org/ype

[სქოლიო]

^ აბზ. 11 ეს რჩევები გამოგადგება იმ მიზნების მიღწევაში, რომელთა განხორციელებაც გინდა რამდენიმე კვირაში ან თვეში. თუმცა პრინციპები, რომლებიც ამ რჩევებს უდევს საფუძვლად, დაგეხმარება უფრო დიდი მიზნების მიღწევაში.

დაფიქრდი

● გონივრულია ერთდროულად ბევრი მიზნის დასახვა? (ფილიპელები 1:10).

● ნიშნავს მიზნების დასახვა იმას, რომ ყოველი წუთი უნდა გქონდეს დაგეგმილი? (ფილიპელები 4:5).

[ჩარჩო⁄სურათები 25, 26 გვერდებზე]

როგორ უნდა მიაღწიო დასახულ მიზნებს?

მიზნები იგავები 4:25, 26 1

„ნუ შეგაშინებს დიდი მიზნების დასახვა. თუ სხვებმა მიაღწიეს დასახულ მიზნებს, შენც შეძლებ“ (რობენი).

1. ჩამოწერე მიზნები. ჩამოწერე იმდენი მიზანი, რამდენიც უცებ მოგივა გონებაში, სულ ცოტა 10—20 მაინც.

2. გადახედე ჩამოწერილ მიზნებს. რომელი მიზნის მიღწევაა შენთვის უფრო ადვილი და რომელია უფრო რთული? რომელი მიზნის მიღწევა გაგახარებს ყველაზე მეტად? გახსოვდეს, რაც მთელი გულით გწადია, იმ მიზანს აუცილებლად მიაღწევ.

3. რომელი მიზანი უფრო პრიორიტეტულია? თავიდან დაისახე მიზნები, რომელთა მიღწევასაც რამდენიმე დღეში შეძლებ. შემდეგ კი ისეთი მიზნები დაისახე, რომლებსაც რამდენიმე კვირაში ან თვეში განახორციელებ. თანმიმდევრულად დანომრე მიზნები იმის მიხედვით, რა უფრო პრიორიტეტულია შენთვის.

რა მიზნები შემიძლია დავისახო?

მეგობრების შეძენა. მინდა ვიმეგობრო ჩემზე უფროსი ასაკის ქრისტიანთან და აღვადგინო ურთიერთობა ძველ მეგობრებთან.

ჯანმრთელობაზე ზრუნვა. კვირაში საათნახევარი მაინც ვივარჯიშებ და ღამე რვა საათს ვიძინებ.

სკოლაში კარგად სწავლა. მათემატიკაში ნიშანს გამოვასწორებ. ტესტირებისას კლასელებივით შპარგალკით არ ვისარგებლებ.

სულიერი წინსვლა. ყოველდღე 15 წუთი წავიკითხავ ბიბლიას. ამ კვირაში ვუქადაგებ ჩემს კლასელებს.

შეადგინე გეგმა იგავები 21:5 2

„მიზნებს რომ მიაღწიო, გეგმა უნდა შეადგინო. სხვაგვარად მიზნები მიზნებად დარჩება“ (დერიკი)

თითოეული პრიორიტეტული მიზნის განსახორციელებლად ასეთი გეგმა შეადგინე:

1. დაწერე მიზანი.

2. დაადგინე მიზნის მისაღწევად საჭირო ვადა. თუ არ დაადგენ ვადას, მიზანს ვერასდროს მიაღწევ.

3. დაგეგმე, რა უნდა გააკეთო მიზნის მისაღწევად.

4. მზად იყავი დაბრკოლებების გადასალახავად. წინასწარ დაფიქრდი, როგორ გადალახავ დაბრკოლებებს.

5. შეასრულე შენი სიტყვა. ყველაფერი გააკეთე მიზნის მისაღწევად. დაწერე თარიღი და ხელი მოაწერე.

ისწავლე ინგლისური უცხოეთში რომ იმოგზაურო 1 ივლისი

რა ნაბიჯები უნდა გადადგა?

1. შეიძინე ფრაზეოლოგიური ლექსიკონი.

2. ყოველკვირა ისწავლე ათი ახალი სიტყვა.

3. მოუსმინე ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეებს.

4. სთხოვე ამ ენის მცოდნეს, შეგისწოროს გრამატიკული შეცდომები და გამოთქმები.

მოსალოდნელი დაბრკოლებები

ჩემ გარშემო არავინ ლაპარაკობს ინგლისურად.

როგორ უნდა მოიქცე ასეთ შემთხვევაში?

გადმოწერე აუდიო ჩანაწერები ინგლისურ ენაზე ამ საიტიდან: www.pr418.com.

․․․․․ ․․․․․

ხელმოწერა თარიღი

იმოქმედე! იოანე 13:17 3

„შენი გეგმები მხოლოდ ფურცელზე დარჩება, თუ არაფერს გააკეთებ მათ მისაღწევად“ (ერიკა).

იმოქმედე დაუყოვნებლივ. ჰკითხე საკუთარ თავს: „რისი გაკეთება შემიძლია დღეს მიზნის განსახორციელებლად?“ ყველა წვრილმანს წინასწარ ვერ გაითვალისწინებ, მაგრამ ამან არ უნდა შეგაჩეროს. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ვინც ქარს შეჰყურებს, თესლს ვერ დათესავს; ვინც ღრუბლებს შესცქერის, ვერ მოიმკის“ (ეკლესიასტე 11:4). რაც დღეს შეგიძლია გააკეთო — თუნდაც მცირედი — ნუ გადადებ ხვალისთვის.

ყოველდღე გადახედე შენს მიზნებს. შეახსენე საკუთარ თავს, რატომ არის თითოეული მიზნის მიღწევა შენთვის მნიშვნელოვანი. აღნიშნე რომელ მიზანს მიაღწიე (ან დაწერე თარიღი, როდის განახორციელე ჩანაფიქრი).

იყავი მოქნილი. შეიძლება დაისახო მიზნები, მაგრამ მათ განსახორციელებლად დაგჭირდეს რაიმეს შეცვლა. ნუ ინერვიულებ, თუ ზედმიწევნით ვერ მიჰყვები გეგმას. მთავარია, საბოლოოდ მიზანს მიაღწიო.

გამოიყენე წარმოსახვის უნარი. წარმოიდგინე, რომ უკვე მიაღწიე მიზანს და საოცრად კმაყოფილი ხარ. ახლა დაუბრუნდი რეალობას და იფიქრე, როგორ უნდა იმოქმედო. ბოლოს, როცა მიზანს მიაღწევ, ნამდვილად გექნება სიხარულის მიზეზი. წარმოიდგინე, მიზნამდე მიმყვანი თითოეული გადადგმული ნაბიჯი რამხელა სიხარულს მოგიტანს. ახლა ისღა დაგრჩენია, რომ იმოქმედო!

[სურათი]

მიზანი ჰგავს პროექტს, რომლის განსახორციელებლად მოქმედებაა საჭირო

[ჩარჩო⁄სურათები 25 გვერდზე]

შენი თანატოლები ამბობენ . . .

„ადვილია, ხელი ჩაიქნიო ყველაფერზე, თუ არაფრით ხარ დაკავებული და უმიზნოდ ცხოვრობ. როცა ისახავ მიზნებს და აღწევ, კმაყოფილი და გახარებული ხარ“ (რიდი).

„ნუ დაითრგუნავ თავს, თუ ყველაფერი ისე არ გამოგივიდა, როგორც გინდოდა და გეგმავდი. ეს არაფერს მოგიტანს. კვლავ შეეცადე და ყველაფერი გამოგივა“ (კორი).

„ესაუბრე მათ, ვინც უკვე მიაღწია მიზნებს. ისინი დადებითად განგაწყობენ და პრაქტიკულ რჩევებსაც მოგცემენ. აგრეთვე დაელაპარაკე ოჯახის წევრებს შენს მიზნებზე და ყველანაირად შეგიწყობენ ხელს მათ განხორციელებაში“ (ჯულია).

[დიაგრამა 24 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ამოჭერი

გადაკეცე