არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ისიც მათთან ერთად სწავლობდა

ისიც მათთან ერთად სწავლობდა

ისიც მათთან ერთად სწავლობდა

დაახლოებით 30 წლის ქალმა, რომელიც მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად კენტუკიში (აშშ) ცხოვრობს, მოგვწერა: «მე და ჩემმა ოჯახმა ბევრი რამ ვისწავლეთ იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული პუბლიკაციებიდან. ჩემი ბავშვებისთვის ყველაზე მეტად მომწონს წიგნი „ბიბლიური მოთხრობები“, რადგან ამ წიგნით მათთან ერთად მეც ვსწავლობ».

ეს ლამაზად ილუსტრირებული წიგნი თანმიმდევრობით აღწერს ბიბლიურ ისტორიებს. მეორე ნაწილი შეიცავს თავებს: „ეგვიპტის ბოროტი მმართველი“, „როგორ გადარჩა ახალშობილი მოსე?“, „რატომ გაიქცა მოსე?“, „მოსე და აარონი ფარაონის წინაშე“, „ათი სასჯელი“ და „წითელი ზღვის გადაკვეთა“.

წიგნის მეექვსე ნაწილს ასეთი სათაური აქვს: „იესოს დაბადებიდან მის სიკვდილამდე“. ის მოგვითხრობს იესოს ცხოვრებაზე დაბადებიდან სიკვდილამდე. ამ ნაწილში მოცემულია თავები: „იესო ბოსელში დაიბადა“ და „ვარსკვლავის კვალდაკვალ“, სადაც აღწერილია, როგორ მივიდნენ ასტროლოგები იესოს სანახავად სახლში და არა ბოსელში, სადაც იესო დაიბადა. სახლში მათ „დაინახეს ბავშვი მარიამთან, დედამისთან“. შემდეგ ღმერთმა გააფრთხილა ეს კაცები, რომ არ დაბრუნებულიყვნენ ჰეროდესთან, რომელსაც იესოს მოკვლა ჰქონდა გადაწყვეტილი. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ნათელია, ვინ იდგა ამ ეგრეთ წოდებული ვარსკვლავის მიღმა (მათე 2:1, 11, 12).

თქვენც შეგიძლიათ, წაიკითხოთ შვილებთან ერთად წიგნი „ბიბლიური მოთხრობები“. ის შედგება 116 თავისგან და მასში მოთხრობილია იმ ხალხსა და მოვლენებზე, რომლებზეც ბიბლიაში ვკითხულობთ. თქვენც შეგიძლიათ მიიღოთ ეს წიგნი, თუ შეავსებთ თანდართულ ტალონს და გააგზავნით ამ ჟურნალის მე-5 გვერდზე მოცემულ თქვენთვის უახლოესს მისამართზე.

□ გთხოვთ გამომიგზავნოთ ეს წიგნი.

□ მსურს ბიბლიის უფასო შესწავლა.