არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ისახავთ რეალურ მიზნებს?

ისახავთ რეალურ მიზნებს?

ისახავთ რეალურ მიზნებს?

● რას გინდათ მიაღწიოთ ცხოვრებაში? რეალურია თქვენი მოლოდინი თუ იმაზე ოცნებობთ, რისი გაკეთებაც თქვენს შესაძლებლობებს აღემატება? ერთმა ბრძენმა, რომელმაც კარგად იცოდა ადამიანის ბუნება, ასეთი რჩევა მოგვცა: „ჯობია თვალებით ხედავდე, ვიდრე სულის სურვილმა გატაროს. ესეც ამაოებაა და ქარის დევნა“ (ეკლესიასტე 6:9).

„თვალით დანახული“ არის ის, რაც ახლა გვაქვს და რაც რეალურია. ცუდი არაფერია იმაში, თუ ცხოვრების გაუმჯობესებას ვცდილობთ. მაგრამ ამ ბიბლიური მუხლის არსი ის არის, რომ ბრძენი არარეალურ მიზნებს არ დაისახავს. ასეთ მიზნებში შეიძლება შედიოდეს სახელისა და სიმდიდრის მოხვეჭა, იდეალური მეუღლის პოვნა ან სრულყოფილი ჯანმრთელობის ქონა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ვინც აღწევს რაიმე მიზანს, მაგალითად სიმდიდრეს იძენს, ვერ კმაყოფილდება და მეტის მიღწევის სურვილი უჩნდება. ბიბლიაში პირდაპირ არის ნათქვამი: „ვერცხლის მოყვარული ვერცხლით ვერ გაძღება, ვერც სიმდიდრის მოყვარული გაძღება შემოსავლით. ესეც ამაოებაა“ (ეკლესიასტე 5:10). სულიერად მოწიფული ადამიანები ცდილობენ დაკმაყოფილდნენ იმით, რაც აქვთ, ანუ რასაც „თვალებით ხედავენ“. ისინი აღიარებენ ამ სიტყვების ჭეშმარიტებას: „ქვეყნიერებაში არც არაფერი მოგვიტანია და ვერც ვერაფერს წავიღებთ“ (1 ტიმოთე 6:7).

ადამიანის ბუნება ისეთია, რომ მას სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ყველაზე დიდ ბედნიერებას ანიჭებს (მათე 5:3). როგორ შეიძლება ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილება? იესო ქრისტემ თქვა: „კაცმა მხოლოდ პურით კი არ უნდა იცოცხლოს, არამედ იეჰოვას პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით“ (მათე 4:4). ღვთის ყოველი სიტყვის პოვნა კი ბიბლიაში შეიძლება და ის ყველასთვის ხელმისაწვდომია.

ერთ-ერთი ასეთი „სიტყვა“ ფსალმუნის 37:4-ში წერია: „იეჰოვაში პოვე ნეტარება და ის შეგისრულებს გულის წადილს“. იეჰოვას, ყოვლისშემძლე ღმერთს თავისი ერთგული თაყვანისმცემლებისთვის შეუძლია იმის მიცემა, რასაც ვერც ერთი ადამიანი ვერ შეძლებს: სრულყოფილი ჯანმრთელობა, მატერიალური კეთილდღეობა და მარადიული სიცოცხლე დედამიწაზე სამოთხეში (ლუკა 23:43; გამოცხადება 21:3, 4). ეს ნამდვილად არ არის არარეალური დაპირება.