ცხოვრებას უკეთესს ვერაფერს მივუძღვნიდი
ცხოვრებას უკეთესს ვერაფერს მივუძღვნიდი
მოგვითხრო ჰერავატი ნოიჰარდტმა
დავიბადე ინდონეზიის ქალაქ ჩირებონში, რომელიც ბატიკის წესით ხელით მოხატული ხასხასა ქსოვილებით არის ცნობილი. ჩემი, როგორც მისიონერის ცხოვრება რაღაცით ბატიკის ქსოვილს ჰგავს, რადგან ათასგვარი კულტურის ხალხთან მომიწია ურთიერთობა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა თუ წყნარი ოკეანის სამხრეთით მდებარე კუნძულებზე. ნება მიბოძეთ, მოგითხროთ ჩემი ისტორია.
დედაჩემმა იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა 1962 წელს დაიწყო. მაშინ 10 წლის ვიყავი. ჩემი მშობლები ინდონეზიაში დაბადებული ჩინელები იყვნენ. დროთა განმავლობაში დედა, მამა, მე და ჩემი ოთხი და-ძმა მოწმეები გავხდით.
ჩვენი სახლის კარი ყოველთვის ღია იყო მიმომსვლელი ზედამხედველებისა და მისიონერებისთვის, რომლებიც ჩვენს კრებას სულიერი გამხნევების მიზნით ინახულებდნენ. მათმა მაგალითმა და გამამხნევებელმა საუბრებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ამიტომ 19 წლის ასაკში გადავწყვიტე, სრული დროით მიმეღო მონაწილეობა ქრისტიანულ მსახურებში. ერთი წლის შემდეგ ცოლად გავყევი გერმანელ მისიონერ იოზეფ ნოიჰარდტს, რომელიც ინდონეზიაში 1968 წელს ჩამოვიდა. თაფლობის თვის შემდეგ გადავედით სუმატრაზე, რომელიც ინდონეზიის 17 000-ზე მეტ კუნძულს შორის სიდიდით მეორეა. ამგვარად იოზეფს მიმოსვლით მსახურებაში შევუერთდი, რაშიც იეჰოვას მოწმეების კრებების მონახულება შედიოდა.
ქადაგება სუმატრაზე
ჩვენი რაიონი, ანუ დანიშნული ტერიტორია, გადაჭიმული იყო დასავლეთ სუმატრას ცხელ, გადატვირთულ ქალაქ პადანგიდან ჩრდილოეთ სუმატრას მთებში მდებარე ვულკანური წარმოშობის ულამაზეს ტობას ტბამდე. მოგვიანებით კუნძულის სამხრეთით გადავედით. ჩვენი ძველი „ფოლკსვაგენ-ხოჭოთი“ გამუდმებით ვმოგზაურობდით. დავდიოდით ჯუნგლების ოღროჩოღრო გზებზე, ქოქოსის ხით აგებულ მორყეულ ხიდებზე და გარს ვუვლიდით ჩამქრალ თუ მოქმედ ვულკანებს. ღამეს ქოხში იატაკზე ვათენებდით, სადაც არ იყო არც ელექტრობა, არც საკანალიზაციო სისტემა და არც აბაზანა. ტანსაცმლის გარეცხვა და დაბანა ტბებსა და მდინარეებში გვიწევდა. მართალია უბრალოდ ვცხოვრობდით, მაგრამ იქაური ხალხი ძალიან გვიყვარდა. ისინი სიხარულით გვხვდებოდნენ და გვაპურებდნენ. მრავალი ბიბლიითაც დაინტერესდა.
პადანგის მახლობლად ჩვენ შევხვდით მინანგკაბაუს ხალხს, რომლებიც ძირითადად მუსლიმანები კანონი 6:4). მრავალმა სიხარულით გამოგვართვა ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. დაინტერესებულებმა მოგვიანებით სულიერად წინ წაიწიეს. ტობას ტბასთან მცხოვრებმა ბატაკებმა, რომლებიც თავს ქრისტიანებად აცხადებდნენ, იცოდნენ ღვთის სახელი იეჰოვა, რადგან ეს ბატაკურ ბიბლიაში ეწერა (ფსალმუნი 83:18). მაგრამ მათ უფრო მეტის გაგება სჭირდებოდათ ღვთისა და მისი განზრახვების შესახებ. მათგან ბევრმა დაიწყო ბიბლიის შესწავლა და გულმოდგინე ქრისტიანი მქადაგებელი გახდა.
არიან. მათ ძალიან გაუკვირდათ და ესიამოვნათ, როცა ბიბლიიდან ვაჩვენეთ, რომ ღმერთი ერთია და არა სამება, როგორც ამას ქრისტიანული ეკლესიები ასწავლიან (იაველებს მომავლის იმედს ვუზიარებთ
1973 წელს მე და იოზეფი კუნძულ იავაზე დაგვნიშნეს, რომელიც ზომით დიდი ბრიტანეთის კუნძულის ნახევარია და მასზე 80 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. * სასიხარულო ცნობას ვუზიარებდით იაველებს, სუნდებსა და ჩინელებს.
ჩემი ჩინურ-ინდონეზიური წარმოშობის გამო რამდენიმე ენა ვიცი, მათ შორის იავური, სუნდაური, ინდონეზიური და ინგლისური. ამიტომ ამ ენაზე მოლაპარაკეებთან არაერთხელ მქონია საინტერესო საუბარი ბიბლიურ თემებზე.
კუნძულ იავაზე მდებარე ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში ქადაგების დროს შევხვდი 19 წლის გოგონას, რომელსაც ძალიან ნაღვლიანი სახე ჰქონდა. მე მას დედამიწაზე სამოთხეში მარადიულად ცხოვრების იმედზე ვესაუბრე. ის ატირდა, როცა ბიბლიიდან მუხლები ამოვუკითხე. მან სითბოსა და პატივისცემის გამომხატველი სიტყვით მომმართა და მითხრა: „დიდი მადლობა, დეიდა, ეს რომ მითხარი“. შემდეგ ამიხსნა: „უნივერსიტეტში სწავლის საფასურის გადასახდელად ხვალისთვის კიდევ მილიონ-ნახევარი რუპია [160 აშშ დოლარი] მჭირდება. ამიტომ ვფიქრობდი, გამოვთხოვებოდი ჩემს ქალწულობას. სანამ დამელაპარაკებოდით ამაზე ვლოცულობდი. ახლა კი პასუხი მივიღე. მზად ვარ, სწავლა გადავდო და პატიოსანი დავრჩე“. მან ბიბლიიდან უფრო მეტის გაგების სურვილი გამოთქვა.
მას შემდეგ მრავალმა იაველმა, სუნდმა და ჩინელმა შეუსაბამა ცხოვრება ღვთის სიტყვაში ჩაწერილ სასარგებლო პრინციპებს. ღვთის დაპირებისამებრ, ამან მათ სულის სიმშვიდე და ნამდვილი ბედნიერება მოჰგვარა (ესაია 48:17, 18).
კალიმანტანი — დაიაკების სამშობლო
იავადან მე და იოზეფი ინდონეზიის ბორნეოს პროვინციაში, კუნძულ კალიმანტანზე გადავედით, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მესამე კუნძულია
(გრენლანდიისა და ახალი გვინეის შემდეგ). ბორნეო თავისი გაუვალი ჯუნგლებით, კლდოვანი მთებითა და ბობოქარი მდინარეებით ჩინელების, მუსულმანი მალაიელებისა და ადგილობრივი დაიაკების სამყოფელია. ეს ხალხი ძირითადად მდინარის პირას ცხოვრობს. ერთ დროს ისინი მტრების თავის ქალებზე ნადირობდნენ.დაიაკების დასახლებებამდე მისაღწევად გზას ჯუნგლებში გამავალ მდინარეებზე ნავით ან კანოეთი მივიკვლევდით. გზად ვხვდებოდით მდინარის ნაპირზე გაწოლილ უზარმაზარ ნიანგებს, ნაირფერ ფრინველებსა და მაიმუნებს, რომლებიც ხეებიდან გვადევნებდნენ თვალს. ამ ტერიტორიაზე მისიონერული მსახურება ნამდვილი თავგადასავალი იყო.
დაიაკების უმეტესობა ბოძებზე შემდგარ ქოხებში ცხოვრობდა. ზოგიერთის საცხოვრებელი ძალიან პატარა იყო. ზოგიერთებს გრძელი ქოხები ჰქონდათ, რომელშიც რამდენიმე ოჯახი ცხოვრობდა. უმეტესობამ პირველად ნახა ევროპელი, ამიტომ იოზეფი დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ბავშვები სოფელში დარბოდნენ და გაიძახოდნენ: „პასტორი! პასტორი!“. ყველანი ერთად იყრიდნენ თავს, რომ თეთრკანიანი მქადაგებლისთვის მოესმინათ. იოზეფი მათ ადგილობრივი მოწმეების საშუალებით ესაუბრებოდა. დაინტერესებულებთან ბიბლიის შესწავლებს ადგილობრივი მოწმეები აგრძელებდნენ.
მივემგზავრებით პაპუა-ახალ გვინეაში
რელიგიური მოწინააღმდეგეების ზეწოლის გამო ინდონეზიის მთავრობამ 1976 წლის დეკემბერში იეჰოვას მოწმეების საქმიანობა აკრძალა. ამის გამო მე და იოზეფი პაპუა-ახალ გვინეაში დაგვნიშნეს.
დედაქალაქში, პორტ-მორზბიში ჩასვლის შემდეგ ადგილობრივი ენის, ჰირი-მოტუს შესასწავლად ორთვიანი კურსი გავიარეთ. შემდეგ დასავლეთ პროვინციაში, პატარა კუნძულ დარუზე გადავედით. იქ შევხვდი ევნიკეს, სრულ, ჯან-ღონით სავსე და საყვარელ ქალს. წლების განმავლობაში ბეტელის კაკლის ღეჭვისგან მას კბილები გაშავებული ჰქონდა. როცა ევნიკემ გაიგო, რომ ღმერთი თავისი მსახურებისგან ფიზიკურ, ზნეობრივ და სულიერ სიწმინდეს მოითხოვს, მან მიატოვა ეს მავნე ჩვევა და ერთგული ქრისტიანი გახდა (2 კორინთელები 7:1). როცა ვხედავდით, როგორ იყენებდნენ თავმდაბალი ადამიანები ბიბლიურ ჭეშმარიტებას, უფრო მეტად ვაფასებდით ფსალმუნის 34:8-ში ჩაწერილ სიტყვებს: „იგემეთ და ნახავთ, რომ კარგია იეჰოვა!“.
იოზეფი კვლავ მიმომსვლელ ზედამხედველად დაინიშნა. ჩვენ პაპუა-ახალი გვინეის ყველა კუთხე-კუნჭული შემოვიარეთ. ამ ქვეყანაში 820 ენაზე ლაპარაკობენ. უფრო მეტ ადამიანთან რომ გვესაუბრა, ჩვენ მიერ ნასწავლ ენებს კიდევ ერთი ახალი ენა ტოკ-პისინი, ანუ ადგილობრივი ლინგვა ფრანკა მივამატეთ. სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში მისასვლელად გზას ფეხით, მანქანით, ნავით, კანოეთი და პატარა თვითმფრინავით გავდიოდით. გზაში საშინელ სიცხეს, კოღოებსა და მალარიის შეტევებს ვებრძოდით.
1985 წელს პაპუა-ახალი გვინეის აღმოსავლეთით სოლომონის კუნძულებზე მისიონერებად დაგვნიშნეს. იქ ჩვენ იეჰოვას მოწმეთა ადგილობრივ ფილიალში ვმსახურობდით და ამავე დროს სხვადასხვა კუნძულზე მიმოფანტულ კრებებს ვამხნევებდით და დიდ ქრისტიანულ შეხვედრებს ვესწრებოდით. ამჯერად კიდევ ერთი ახალი ენის, სოლომონის კუნძულების პიჯინის სწავლა მოგვიწია. მაგრამ ჩვენ დიდ სიხარულს გვანიჭებდა ბიბლიის მოყვარულ კუნძულელებთან საუბარი.
ჩემთვის ურთულესი მგზავრობა
2001 წელს ინდონეზიაში იეჰოვას მოწმეების საქმიანობის აკრძალვა გაუქმდა და ჩვენ ჯაკარტაში დავბრუნდით. მაგრამ მალევე ჩემს ძვირფას მეუღლეს კანის ავთვისებიანი სიმსივნე, მელანომა აღმოაჩნდა. სამკურნალოდ იოზეფის სამშობლოში, გერმანიაში გავემგზავრეთ. მაგრამ სამწუხაროდ 2005 წელს, ჩვენი ქორწინების 33-ე წელს, იოზეფი გარდაიცვალა. სიკვდილამდე მას ახალ ქვეყნიერებაში სამოთხედქცეულ დედამიწაზე აღდგომის იმედი ჰქონდა (იოანე 11:11—14). ის 62 წლის იყო და სრული დროით მსახურებაში 40 წელი გაატარა.
მისიონერად მსახურებას ჯაკარტაში ვაგრძელებ. ჩემი მეუღლე ძალიან მენატრება. მაგრამ სხვებისთვის ღვთის სიტყვაში ჩაწერილი ჭეშმარიტების სწავლება ძალებს მმატებს, რადგან მსახურება ჩემს ცხოვრებას აზრს და კმაყოფილებას სძენს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იეჰოვამ მაკურთხა მრავალფეროვანი და განსაკუთრებული ცხოვრებით.
[სქოლიო]
^ აბზ. 10 დღეს იავას მოსახლეობა 120 მილიონს აჭარბებს.
[რუკა 25 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
ინდონეზია
იავა
ჯაკარტა
ჩირებონი
სუმატრა
პადანგი
ტბა ტობა
ბორნეო
პაპუა-ახალი გვინეა
პორტ-მორზბი
დარუ
სოლომონის კუნძულები
[სურათი 26 გვერდზე]
ჰერავატი ბიბლიის შემსწავლელთან და მის ბავშვებთან ერთად სოლომონის კუნძულებზე
[სურათი 26 გვერდზე]
2005 წელს იოზეფთან ერთად ჰოლანდიაში მის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე