არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ხელმძღვანელობისა და იმედის სანდო წყარო

ხელმძღვანელობისა და იმედის სანდო წყარო

ხელმძღვანელობისა და იმედის სანდო წყარო

დემონებისგან განსხვავებით, იეჰოვა ღმერთი ყოვლისშემძლე და ყოვლადბრძენია. ის სიყვარულის განსახიერებაა (1 იოანე 4:8). მისი რჩევები ყოველთვის სასარგებლოა, ის ამ რჩევებისთვის საფასურს არ გვთხოვს და მას ყოველთვის საუკეთესო სურს ჩვენთვის. მისი რჩევები სავსებით არ ჰგავს ოკულტიზმის მიმდევართა რჩევებს. ღმერთი მოგვიწოდებს: „ჰეი, [სულიერად] მწყურვალნო, მოდით წყალთან! უფულოებო, მოდით, იყიდეთ და ჭამეთ! მოდით, უსასყიდლოდ და უფასოდ აიღეთ ღვინო და რძე! რატომ იხდით ფულს იმაში, რაც პური არ არის და რატომ შრომობთ იმისთვის, რაც არ აძღებს? ყურადღებით მომისმინეთ, ჭამეთ კარგი საჭმელი და ნეტარება პოვოს თქვენმა სულმა ნოყიერებაში!“ (ესაია 55:1, 2).

ბიბლია, ჩვენი მოსიყვარულე შემოქმედის შთაგონებით დაწერილი წიგნი გვიცავს სულიერად, გვაძლევს იმედს, სიცოცხლის აზრს და საუკეთესო და პრაქტიკულ პრინციპებს. კარგი იქნება, თუ დაფიქრდებით ქვემოთ მოცემულ კითხვებზე და ამ კითხვებთან დაკავშირებულ ბიბლიურ პასუხებზე.

[ჩარჩო 7 გვერდზე]

როგორ ვპოვოთ სულის სიმშვიდე? ბიბლიაში წერია: „მე, იეჰოვა, შენი ღმერთი ვარ, მე გასწავლი შენ სასიკეთოდ და გატარებ იმ გზით, რომლითაც უნდა იარო! ო, ნეტავ ყურად გეღო ჩემი მცნებები! მაშინ მდინარესავით იქნებოდა შენი მშვიდობა და შენი სიმართლე — ზღვის ტალღებივით“ (ესაია 48:17, 18).

ყოველთვის იარსებებს ბოროტება? „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და უმწიკვლოები დარჩებიან მასზე, ხოლო ბოროტები მოისპობიან დედამიწიდან და ვერაგები აღმოიფხვრებიან მისგან“ (იგავები 2:21, 22). ბოროტი ადამიანები და ანგელოზები სამუდამოდ განადგურდებიან, თითქოსდა ცეცხლმა გაანადგურაო (გამოცხადება 20:10, 14).

მოეღება ოდესმე ბოლო ავადმყოფობასა და ტანჯვას? „აი, ღვთის კარავი ადამიანებთანაა. იგი მათთან დამკვიდრდება, ისინი მისი ხალხი იქნებიან და თვითონ ღმერთი მათთან იქნება. მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი [დღევანდელი პრობლემები] ყველაფერი მოისპო“ (გამოცხადება 21:3, 4).

დემონებისგან განსხვავებით ღმერთი არასდროს ცრუობს, რადგან შეუძლებელია მან იცრუოს (ტიტე 1:2). გარდა ამისა, როგორც ბოლო სტატიიდანაც გავიგებთ, მისგან მომდინარე ჭეშმარიტება ადამიანს ათავისუფლებს და სიცოცხლეს ანიჭებს (იოანე 8:32; 17:3).