არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ენით გამოუთქმელი ტკივილი

ენით გამოუთქმელი ტკივილი

ენით გამოუთქმელი ტკივილი

ნიკოლი ჯანმრთელი გოგონა იყო, მაგრამ ერთ საღამოს თავის ძლიერმა ტკივილმა შეაწუხა. მშობლებმა ის სასწრაფოდ საავადმყოფოში წაიყვანეს. მომდევნო დღეს, საღამოს, როცა ნიკოლი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იყო, მას გულის შეტევა დაემართა. შემდგომმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ნიკოლს იშვიათი ფორმის ბაქტერიული ინფექცია ჰქონდა, რომელიც ფილტვებს, თირკმელებსა და გულს მოსდებოდა. ნიკოლი 48 საათში მშობლებს ხელიდან გამოეცალა. ის სულ რაღაც სამი წლის იყო.

საყვარელი ადამიანის სიკვდილზე საშინელი ამქვეყნად არაფერია. ზოგჯერ ტკივილი გაუსაძლისია. ნიკოლის დედა, იზაბელი ამბობს: „რომ იცოდეთ, როგორ მენატრება ნიკოლი — მისი ჩახუტება, მისი სუნი, მისი სითბო. მენატრება ის დრო, როცა ჩემი პატარა ყოველდღე ყვავილს მჩუქნიდა. ნიკოლი ყოველთვის ჩემს ფიქრებშია“.

დაგღუპვიათ საყვარელი ადამიანი — შვილი, მეუღლე, და ან ძმა, მშობელი ან უახლოესი მეგობარი? თუ საყვარელი ადამიანი ხელიდან გამოგეცალათ, როგორ შეგიძლიათ ტკივილის შემსუბუქება?