არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„ეს წიგნი ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე!“

„ეს წიგნი ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე!“

„ეს წიგნი ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე!“

● მთელ მსოფლიოში ახალგაზრდები მადლიერებას გამოთქვამენ წიგნისთვის „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“, ტომი 2. * აი, რას ამბობს ზოგი მათგანი:

„ძალიან მომწონს, რომ ეს წიგნი მშობლებთან ურთიერთობისკენ გვიბიძგებს. ვცდილობდი, გამომეყენებინა მასში მოცემული რჩევები და ახლა თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ მე და ჩემს მშობლებს უკეთესი ურთიერთობა გვაქვს“ (რობერტო, მექსიკა).

«ეს წიგნი ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე! ძალიან მომწონს, რომ ყოველი თავის ბოლოს მოცემულია შესავსები ჩარჩო „რა უნდა გავაკეთო“, თითოეული ნაწილის ბოლოს კი — გვერდი, სათაურით „ჩემი ჩანაწერები“. ეს წიგნი დამეხმარა, გაბედულად დამეცვა ჩემი რწმენა სკოლაში» (იოელა, შეერთებული შტატები).

«რაც მეტს ვკითხულობდი, მით მეტად მომწონდა ეს წიგნი. გულგრილი არ დამტოვა წიგნში მოყვანილმა ბევრი ახალგაზრდის სიტყვებმა. ჩემთვის საინტერესო იყო აგრეთვე ჩარჩოები, სათაურით „იცოდი, რომ . . .“ და „რჩევა“. ეს წიგნი რომ დღეს ჩვენთვის ხელმისაწვდომია, იმაში მარწმუნებს, რომ იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელი საბჭო დაინტერესებულია ახალგაზრდებით!» (ჰუი-ვენი, სამხრეთი კორეა).

„იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემულ წიგნებს შორის ყველაზე მეტად ამ წიგნის წაკითხვით მივიღე სიამოვნება. თქვენ კარგად იცით, რა უტრიალებთ თავში მოზარდებს და რა სირთულეებს ხვდებიან ოჯახში, სკოლაში და მეგობრებთან ურთიერთობისას“ (შანე, კანადა).

«ყოველთვის, როცა დედ-მამა კამათობდა, ჩემს ოთახში ვიკეტებოდი და ვტიროდი. მაგრამ ამ წიგნის 24-ე თავის („რა გავაკეთო, როცა მშობლები ჩხუბობენ?“) წაკითხვის შემდეგ შევძელი, მშობლებს ამის შესახებ დავლაპარაკებოდი. დედას და მამას გაუკვირდათ, როცა გაიგეს, რომ მათი კამათი ჩემზე ძალიან მოქმედებდა. მათაც წაიკითხეს ეს თავი. ახლა მშობლებს უკეთ ესმით ჩემი და იშვიათად კამათობენ» (მარიანა, ჩეხეთის რესპუბლიკა).

წიგნში მოცემულმა გვერდებმა, სათაურით „სამაგალითო ადამიანები“, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და დამეხმარა, რომ ჩემს სუსტ მხარეებზე მემუშავა. მაგალითად, ჩემთვის რთულია, უკეთ გავიცნო ის და-ძმები, რომლებსაც კარგად არ ვიცნობ ქრისტიანულ კრებაში. მაგრამ 97-ე გვერდზე მოთხრობილია, როგორ გაიცნო უკეთ ლიდიამ პავლე და მისი თანამსახურები და როგორ გამოავლინა მათ მიმართ სტუმართმოყვარეობა. ვცდილობ, რომ მივბაძო ლიდიას“ (მონიკა, უნგრეთი).

[სქოლიო]

^ აბზ. 2 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[ჩარჩო⁄სურათი 25 გვერდზე]

„რატომ ღირს სექსზე უარის თქმა ქორწინებამდე?“

თექვსმეტი წლის კეტრინს, რომელიც შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, დაავალეს, რომ კლასის წინაშე გამოსულიყო თავისუფალი თემით. კეტრინმა წიგნიდან „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“, ტომი 2-დან ამოირჩია თემა „რატომ ღირს სექსზე უარის თქმა ქორწინებამდე?“. მისი მშობლები ყვებიან: «თავის გამოსვლაში კეტრინმა განმარტა სიტყვა „აბსტინენციის“ მნიშვნელობა და ახსნა, რა საშიშროება ახლავს თან ქორწინებამდელ სექსს და რა სავალალო შედეგები მოჰყვება ღვთის ზნეობრივი ნორმების დარღვევას. კეტრინმა აგრეთვე ციტატები ამოიკითხა წიგნიდან და კლასს დაანახვა, თუ რას გრძნობდა ზოგი ახალგაზრდა ღვთის პრინციპების უგულებელყოფის შედეგად. ამის მერე კლასიც ჩაერთო ამ საკითხის განხილვაში და კეტრინს შესაძლებლობა მიეცა, მათ მიერ დასმულ კითხვებზე პასუხები გაეცა. გამოსვლის შემდეგ კეტრინს მასწავლებელმა გადასცა ბარათი, რომელშიც ასეთი სიტყვები ეწერა: „მადლობა, რომ სიმართლეს ლაპარაკობ და ამ ბნელით მოცულ წუთისოფელში სინათლე შემოგაქვს. მტკიცედ იდექი შენს რწმენაში“».