არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვინ შექმნა?

ვინ შექმნა?

ვინ შექმნა?

ჭიის წებო

● ქირურგები მოტეხილი ძვლების შეხორცებას მეტალის ჩხირების, ფირფიტებისა და ჭანჭიკების გამოყენებით ცდილობენ, მაგრამ ეს ხელსაწყოები ძალიან მძიმე და დიდია ძვლოვანი ქსოვილის ფრაგმენტების აღსადგენად. აქამდე მეცნიერები ბევრს ფიქრობდნენ ისეთი ნივთიერების შექმნაზე, რომელიც ადვილად შეასრულებდა წებოს როლს ადამიანის სხეულში, რომელსაც სინოტივე ახასიათებს.

დაფიქრდით: ჭია, რომელიც მიეკუთვნება მრავალჯაგრიანებს ანუ პოლიქეტებს, რგოლოვანი ჭიების კლასს, წყალში იშენებს ქვიშისა და ნიჟარის ნაწილაკებისაგან მილის ფორმის სახლს. ნაწილაკები ერთმანეთთან შეერთებულია წებოთი, რომელიც ჭიის გულმკერდის ჯირკვალში გამომუშავდება. ეს წებო ადამიანის მიერ აქამდე შექმნილ ნებისმიერ წებოზე ბევრად კარგად აწებებს. იგი შედგება განსაკუთრებული პროტეინებისგან, რომელთა შეერთების შედეგად წყალში წებო კარგად და სწრაფად მაგრდება. ამ ზღვის ცხოველს „დახელოვნებულ კალატოზს“ უწოდებენ და არცთუ უსაფუძვლოდ. იუტას (შტატი აშშ-ში) ბიოინჟინერიის დარგში მომუშავე უნივერსიტეტის პროფესორის თანაშემწის რასელ სტიუარტის თქმით, ამ პატარა ზღვის ცხოველმა გადაჭრა „რთული პრობლემა, რომელიც შეწებებას უკავშირდება“.

მეცნიერებმა შექმნეს ჭიის წებოს მსგავსი სინთეტიკური ნივთიერება, რომელიც ჭიის წებოზე კარგად აწებებს. წებოს, რომელიც საბოლოოდ საოპერაციოებში გამოიყენებენ, ბიოდეგრადაციის უნარიც უნდა ჰქონდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ძვლის აღდგენის შემდეგ წებო ბუნებრივად უნდა დაიშალოს. თუ ადამიანებზე ჩატარებული ოპერაციების დროს წებოს გამოყენებას სასურველი ეფექტი ექნება, ეს დიდ სამედიცინო მიღწევად ჩაითვლება.

რას ფიქრობთ? თავისით გაჩნდა რგოლოვანთა კლასის ჭიის უნიკალური წებო, თუ ვინმემ შექმნა?

[სურათი 26 გვერდზე]

მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ მოტეხილ ძვლებს მეტალის მასალის გამოყენების გარეშე აღადგენენ

[სურათის საავტორო უფლება 26 გვერდზე]

Sandcastle worm: © Peter J. Bryant, University of California, Irvine