არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ოჯახური განხილვისთვის

ოჯახური განხილვისთვის

ოჯახური განხილვისთვის

რა არის არასწორი ამ სურათზე?

წაიკითხე ესთერის 5:9—6:14. რა სამი რამ არის არასწორი ამ სურათზე? დაწერე ქვემოთ შენი პასუხები და გააფერადე სურათი.

1. ․․․․․

2. ․․․․․

3. ․․․․․

დასაფიქრებლად:

რატომ სძულდა ჰამანს მორდოქაი?

მინიშნება: წაიკითხე ესთერის 5:9.

რა არასწორ დასკვნამდე მიიყვანა ჰამანი სიამაყემ?

მინიშნება: წაიკითხე ესთერის 6:6.

რა დაემართა ჰამანს?

მინიშნება: წაიკითხე ესთერის 7:9, 10.

რა არ უნდა გააკეთო, ჰამანს რომ არ დაემსგავსო?

მინიშნება: წაიკითხე იგავების 16:18, 19; იაკობის 4:6.

დავალება მთელი ოჯახისთვის:

წაიკითხეთ ეს ბიბლიური მონაკვეთი ერთად. თუ შესაძლებელია, ერთმა წაიკითხოს მთხრობელის სიტყვები, მეორემ — ჰამანის სიტყვები, მესამემ — ზერეშისა და მის თანმხლებთა სიტყვები, და მეოთხემ — მეფის სიტყვები.

ისწავლე და შეაგროვე

ამოჭერი, შუაზე გადაკეცე და შეინახე

ბიბლიური ბარათი 4 ესთერი

კითხვები

ა) რომელი დედოფლის ადგილი დაიკავა ესთერმა?

ბ) დაასრულე ბიბლიის სიტყვები: „ესთერს ყველა . . .“.

გ) შეავსე გამოტოვებული ადგილები. ესთერის ებრაული სახელი იყო _________ და მისი უფროსი ბიძაშვილი _________ გახდა მისი მეურვე.

[ცხრილი]

ძვ. წ. 4026 წელი

ადამის შექმნა

ცხოვრობდა დაახლოებით ძვ. წ. 400-იან წლებში

ახ. წ. 1 წელი

ახ. წ. 98 წელი

დაიწერა ბიბლიის ბოლო წიგნი

[რუკა]

ესთერი ცხოვრობდა შუშანში, მიდია-სპარსეთის იმპერიის ერთ-ერთ ქალაქში

მიდია

შუშანი

სპარსეთი

ესთერი

ზოგადი ცნობები:

ობოლი გოგონა, რომელიც სპარსეთის დედოფალი, მეფე ახაშვეროშის ცოლი გახდა. ესთერმა საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო, როცა მეფეს აცნობა საიდუმლო შეთქმულების შესახებ, რომელიც მიზნად ებრაელთა განადგურებას ისახავდა (ესთერი 4:11, 15, 16). მისმა გამბედაობამ, ტაქტიანობამ და მორჩილებამ გადაწონა მისი ფიზიკური სილამაზე (ესთერი 2:7; 1 პეტრე 3:1—5).

პასუხები

ა) ვაშთი (ესთერი 1:12; 2:16, 17).

ბ) „ . . . კარგი თვალით უყურებდა“ (ესთერი 2:15).

გ) ჰადასა (ნიშნავს „მირტს“), მორდოქაი (ესთერი 2:7).

ხალხები და ქვეყნები

4. მე იუჯინი მქვია. შვიდი წლისა ვარ და კორეაში (აზია) ვცხოვრობ. რამდენი იეჰოვას მოწმე ცხოვრობს კორეაში: 9 700, 37 900 თუ 96 600?

5. შემოხაზე ის წერტილი, სადაც მე ვცხოვრობ. დასვი წერტილი იქ, სადაც შენ ცხოვრობ და დაინახავ, რა მანძილია კორეამდე.

დავალება ბავშვებისთვის

მოძებნეთ ეს სურათები ამ ჟურნალში და თქვენი სიტყვებით აღწერეთ, რას ხედავთ თითოეულ სურათზე.

● (30-ე და 31-ე გვერდებზე მოცემული კითხვების პასუხები იხილე მე-15 გვერდზე).

30-ე და 31-ე გვერდზე მოცემული კითხვების პასუხები

1. მორდოქაი მეფის ცხენზე უნდა იჯდეს და არა ეტლში.

2. მორდოქაი სამეფო სამოსით უნდა იყოს შემოსილი და არა უბრალო სამოსით.

3. ეტლით მომავალი მორდოქაი ქალაქის მოედანზე უნდა იყოს და არა ქალაქის გალავნის გარეთ.

4. 96 600. 5. დ.