არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვინ შექმნა?

ვინ შექმნა?

ვინ შექმნა?

ზღვის კუს „სანავიგაციო სისტემა“

● როგორც ცნობილია, ზღვის კუ გადაადგილდება კვების ადგილიდან სანაპირომდე, სადაც კვერცხებს დებს. ამას მეცნიერები „ცხოველთა სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე საოცარ მოვლენას“ უწოდებენ. ათწლეულების მანძილზე ეს ქვეწარმავალი საგონებელში აგდებდა მეცნიერებს.

დაფიქრდით: ყოველ ორ-ოთხ წელიწადში მდედრი კუ გამოდის სანაპიროზე, სადაც დებს კვერცხებს და მალავს ქვიშაში. ის ერთ ბუდეში ასამდე კვერცხს დებს. ახალგამოჩეკილი კუ თავად მიიკვლევს გზას ოკეანისკენ. ამის შემდეგ ის იწყებს განსაცვიფრებელ მოგზაურობას, რომლის დროსაც, როგორც ამბობენ, კუ ფარავს დაახლოებით 12 900 კილომეტრს. წლების შემდეგ ეს ზრდასრული მდედრი კუ ბრუნდება იმავე სანაპიროზე, სადაც თვითონ გამოიჩეკა, და იქ დებს კვერცხებს.

ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის (აშშ) ბიოლოგი კენეთ ლოუმენი ხსნის, რომ, როგორც ჩანს, კუს აქვს თანდაყოლილი „კომპასი“, რომელზეც მოქმედებს დედამიწის მაგნიტური ველი და ეხმარება ამ ქვეწარმავალს გზის გაკვლევაში. მეცნიერები ამბობენ, რომ კუს შეუძლია დაადგინოს თავისი ადგილსამყოფელი დედამიწის მაგნიტური ველის კუთხისა და ძალის მეშვეობით. ეს გასაოცარი უნარი შესაძლებლობას აძლევს დაუცველ ახალგამოჩეკილ კუს, დაადგეს 12 900-კილომეტრიან გზას ატლანტის ოკეანეში, თანაც „სულ მარტო, სხვა კუების გარეშე“, — ამბობს ლოუმენი.

რას ფიქრობთ? ზღვის კუს „სანავიგაციო სისტემა“ თავისით გაჩნდა თუ ვინმემ შექმნა?

[ჩარჩო 25 გვერდზე]

საინტერესო ცნობები

● მდედრი კუ კვერცხების დადებისა და მათი ქვიშაში დამალვის შემდეგ ტოვებს ბუდეს.

● ახალგამოჩეკილი კუ კვერცხის ნაჭუჭს ამსხვრევს სპეციალური კბილებით, რომელსაც კვერცხის კბილები ეწოდება. ცოტა ხანში მას ეს კბილები ცვივა.

● ზღვის კუ ცხოვრების უმეტეს ნაწილს (90 პროცენტს) ოკეანეში ატარებს.

[სურათის საავტორო უფლება 25 გვერდზე]

© Masa Ushioda/WaterF/age fotostock