თვისებები, რომლებიც განუმეორებელს გვხდის
თვისებები, რომლებიც განუმეორებელს გვხდის
ორმოცდაათი წლის მამაკაცი, პროფესიით მშენებელი, ნიუ-იორკის მეტროში მატარებელს ელოდებოდა. იქვე ახლოს, ბაქნის კიდესთან იდგა ახალგაზრდა, რომელიც წაბორძიკდა და ლიანდაგებზე დაეცა. ამ დროს მატარებელი გამოჩნდა. მშენებელი არ დაიბნა და თვალის დახამხამებაში ლიანდაგებში ჩახტა და ახალგაზრდასთან ერთად მთელი ძალით კედელს მიეკრო. მატარებელმა ჩაირა და მშენებელიც და ახალგაზრდაც უვნებლები დარჩნენ.
ნაცისტური რეჟიმის დროს იეჰოვას მოწმეები ევროპაში უარს ამბობდნენ „ჰაილ ჰიტლერ!“-ის თქმაზე. გერმანულად „ჰაილ“ ნიშნავს „ხსნას“. მათ ღრმად სწამდათ, რომ იესო ქრისტე იყო მათი მხსნელი, ვის გარდაც „სხვა არავისში არ არის ხსნა“ (საქმეები 4:12). ჰიტლერის გაკერპებაზე უარის თქმის გამო ბევრ იეჰოვას მოწმეს სახლებს ატოვებინებდნენ და საკონცენტრაციო ბანაკებში აგზავნიდნენ, სადაც ისინი განაგრძობდნენ ქრისტიანული პრინციპების თანახმად ცხოვრებას.
ეს მაგალითები აჩვენებს, რომ ადამიანს შეუძლია საკუთარ კეთილდღეობაზე წინ სხვისი — თუნდაც სრულიად უცხო ადამიანის კეთილდღეობა დააყენოს და ღვთის პრინციპებს საკუთარი თავისუფლების დაკარგვის ფასად უერთგულოს. მეტყველებს მათი საქციელი იმაზე, რომ ადამიანი უბრალოდ მაღალგანვითარებული ცხოველია თუ პირიქით, რომ იგი შემოქმედების გვირგვინია? დაფიქრდით შემდეგ კითხვებზე:
● რატომ გვაქვს სინდისი, შინაგანი ხმა, რომელიც გვკარნახობს, რა არის სწორი და რა — არასწორი?
● რატომ იწვევს ჩვენში აღფრთოვანებას შემოქმედების საოცრებები?
● რატომ გვანიჭებს სიამოვნებას მუსიკა, მხატვრული ნამუშევრები, პოეზია თუ სხვა სახის ხელოვნება? ეს ხომ ჩვენი არსებობისთვის სულაც არ არის არსებითი?!
● რატომ აქვს თითქმის ყველა კულტურის ადამიანს ღმერთთან ურთიერთობის მოთხოვნილება?
● რატომ ვსვამთ კითხვებს: რა არის სიცოცხლის აზრი? რატომ ვართ აქ?
● რატომ ვმონაწილეობთ დამკრძალავ ცერემონიებსა თუ რიტუალებში?
● რატომ არის ასე გავრცელებული რწმენა საიქიოს შესახებ? ნუთუ ევოლუციისგან გვერგო მემკვიდრეობით მარადიული ცხოვრების თანდაყოლილი სურვილი?
სად შეგვიძლია პასუხების პოვნა?
ამ კითხვებზე ყველაზე გონივრულ და დასაბუთებულ პასუხებს ვიღებთ მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გავრცელებული წმინდა წიგნიდან, ბიბლიიდან. გაიგეთ, რას ამბობს ბიბლია შემდეგ საკითხებზე:
დაბადება 1:27). ამიტომ ეწოდა პირველ მამაკაცს „ღვთის ძე“ (ლუკა 3:38).
ადამიანის ბუნება. ადამიანები შეიქმნენ „ღვთის ანარეკლად“, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია შემოქმედის თვისებების არეკვლა (ჩვენ გვაქვს მოთხოვნილება, გვიყვარდეს და ვუყვარდეთ. „ღმერთი სიყვარულია“, — ნათქვამია 1 იოანეს 4:8-ში. ვინაიდან ღვთის ანარეკლად ვართ შექმნილები, გაჩენის დღიდან სიკვდილის დღემდე სიყვარულის მოთხოვნილება გვაქვს. „სიყვარული [რომ] არ გამაჩნდეს, არარაობა ვიქნები“, — დაწერა ქრისტიანმა პავლე მოციქულმა (1 კორინთელები 13:2). მან აგრეთვე თქვა: „მიჰბაძეთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა“ (ეფესოელები 5:1).
სულიერი მოთხოვნილებები. „კაცმა მხოლოდ პურით კი არ უნდა იცოცხლოს, არამედ იეჰოვას პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით“ (მათე 4:4). ბიბლია გვაცნობს ღვთის პიროვნებას და იმას, თუ რა განზრახვა აქვს ჩვენ მიმართ. ღმერთთან ურთიერთობის გარეშე ჩვენი ცხოვრება ნამდვილად ვერ იქნება აზრიანი.
სიკვდილის მიზეზი. „ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ძღვენი, რომელსაც ღმერთი გვაძლევს — მარადიული სიცოცხლე“ (რომაელები 6:23). ცოდვა ხელს გვიშლის, ღვთის ზნეობრივი ნორმებით ვიცხოვროთ და ღმერთს მისაღები სახით ვცეთ თაყვანი. მიუხედავად ამისა, ღმერთმა განიზრახა, რომ აღმოფხვრას ცოდვა და თავისი მოყვარულები და მორჩილები კარგი ჯანმრთელობითა და მარადიული სიცოცხლით დააჯილდოოს (ფსალმუნი 37:10, 11, 29; ლუკა 23:43).
გინდათ, რომ სიცოცხლით ბოლომდე გაიხაროთ და ისეთი უნარი განივითაროთ, რომელზეც დღევანდელი გადასახედიდან ვერც კი იოცნებებდით? გსურთ, მეტი გაიგოთ შემოქმედისა და მისი დიდებული განზრახვების შესახებ? თუ ასეა, მოგიწოდებთ, გამოიკვლიოთ ბიბლია, სულიერი ჭეშმარიტების წყარო. სხვა ვერაფერი მოგიტანთ ბედნიერებას როგორც დღეს, ისე მომავალში (მათე 5:3; იოანე 17:3).
[ჩარჩო⁄სურათი 9 გვერდზე]
ჩვილობიდანვე სიყვარულის მოთხოვნილებით
„წახალისება და სიყვარული ბავშვს წამალივით სჭირდება“, — აღნიშნა მეცნიერმა გერალდ შრედერმა. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, მშობლები, განსაკუთრებით დედები, მიჰყვნენ ბიბლიის მითითებას, რომ „უყვარდეთ შვილები“ (ტიტე 2:4).
[სურათი 8, 9 გვერდებზე]
ჩვენ სიამოვნებას გვგვრის ბევრი ისეთი რამ, რაც სიცოცხლისთვის აუცილებელი არ არის
[სურათი 9 გვერდზე]
ადამიანებს საკვებსა და წყალზე მეტი სჭირდებათ; ისინი თავიანთი შემოქმედისგან ხელმძღვანელობას საჭიროებენ