არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„მოსპობენ ადამიანები დედამიწას?“

„მოსპობენ ადამიანები დედამიწას?“

„მოსპობენ ადამიანები დედამიწას?“

● კოსმოსიდან ჩვენი პლანეტა დედამიწა ჰგავს მშვენიერ მოცისფრო ძვირფას ქვას. მაგრამ თუ უფრო ახლოდან დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ჩვენი საცხოვრებელი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. რა არის ამის მიზეზი? დედამიწას უვარგისი მაცხოვრებლები ჰყავს. ისინი გარემოს აბინძურებენ, ტყეებს ჩეხავენ და დედამიწის რესურსებს ბოროტად იყენებენ; უფრო მეტიც, დედამიწას ძალადობით, სისხლისღვრითა და უზნეობით ბილწავენ.

ამ სავალალო მდგომარეობის შესახებ წინასწარმეტყველება ბიბლიაში ჯერ კიდევ დაახლოებით ორი ათასი წლის წინათ ჩაიწერა (2 ტიმოთე 3:1—5; გამოცხადება 11:18). ბიბლიამ აგრეთვე იწინასწარმეტყველა, რომ ღმერთი და არა ადამიანი გამოასწორებს ამ მდგომარეობას. ეს მნიშვნელოვანი საკითხები განხილული იქნება საჯარო მოხსენებაში „მოსპობენ ადამიანები დედამიწას?“ ეს მოხსენება წარმოდგენილი იქნება იეჰოვას მოწმეების საოლქო კონგრესზე „მოვიდეს ღვთის სამეფო!“, რომელიც ჩატარდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ივნისის თვიდან დაწყებული ქართულ ენაზე ეს კონგრესები ჩატარდება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.

გულთბილად გიწვევთ, დაესწროთ ამ კონგრესს, რომელიც თქვენთვის უახლოეს ადგილას ჩატარდება. შეხვედრის დრო და ადგილი შეგიძლიათ დააზუსტოთ თქვენ მახლობლად მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებთან ან მისწეროთ ამ ჟურნალის გამომცემლებს.