არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ოჯახური განხილვისთვის

ოჯახური განხილვისთვის

ოჯახური განხილვისთვის

იპოვე განსხვავება

იპოვე სამი განსხვავება ა და ბ სურათს შორის. დაწერე ქვემოთ შენი პასუხები და გააფერადე სურათი.

მინიშნება: წაიკითხე გამოსვლის 25:10—22.

1. ․․․․․

2. ․․․․․

3. ․․․․․

4. რომელი სურათია სწორი, ა თუ ბ?

დასაფიქრებლად:

რას განასახიერებდა შეთანხმების კიდობანი?

მინიშნება: წაიკითხე გამოსვლის 25:22; ლევიანების 16:2.

რის გარანტიას არ იძლეოდა შეთანხმების კიდობანი ისრაელში?

მინიშნება: წაიკითხე იესო ნავეს ძის 7:1—6, 11, 12.

რატომ არის მნიშვნელოვანი მორჩილება, თუ გინდა, რომ ასიამოვნო მშობლებსა და იეჰოვას?

მინიშნება: წაიკითხე 1 სამუელის 15:22, 23; ეფესოელები 6:1—3.

დავალება მთელი ოჯახისთვის:

ოჯახის თითოეულმა წევრმა მოიძიეთ მასალა შეთანხმების კიდობნის შესახებ. შემდეგ შეიკრიბეთ ერთად და გაუზიარეთ ერთმანეთს ნასწავლი. მაგალითად, რა ნივთები ინახებოდა გარკვეული ხნის მანძილზე კიდობანში? დახატეთ ეს ნივთები და იმსჯელეთ იმაზე, თუ რატომ იყო ისინი მნიშვნელოვანი.

მინიშნება: წაიკითხე ებრაელების 9:4.

როგორ უნდა ეტარებინათ კიდობანი? რა მოხდა, როცა დავითი არ დაემორჩილა იეჰოვას მითითებას კიდობნის ტარების თაობაზე?

მინიშნება: წაიკითხე გამოსვლის 37:5; 1 მატიანეს 13:7, 9—14; 15:12—15.

ისწავლე და შეაგროვე

ამოჭერი, შუაზე გადაკეცე და შეინახე

ბიბლიური ბარათი 6 აბელი

კითხვები

ა) ვინ მოკლა აბელი?

ბ) როგორ უყურებდა იეჰოვა აბელსა და მის შესაწირავს?

გ) შეავსე გამოტოვებული ადგილები. აბელი იყო ________.

[ცხრილი]

ძვ. წ. 4026 წელი

ადამის შექმნა

ცხოვრობდა დაახლოებით ძვ. წ. 3 900-იან წლებში

ახ. წ. 1 წელი

ახ. წ. 98 წელი

დაიწერა ბიბლიის ბოლო წიგნი

[რუკა]

ცხოვრობდა ედემის ბაღის გარეთ

ედემი ბაღი?

აბელი

ზოგადი ცნობები:

აბელი იყო ადამისა და ევას მეორე ვაჟი, რომელსაც ბიბლიაში პირველი მორწმუნე მამაკაცი ეწოდება. აბელმა თავისი მსხვერპლით ცხადყო, რომ სურდა ღვთის კეთილგანწყობის მოპოვება. მართალია, ბიბლიაში არ არის მოხსენიებული, თქვა თუ არა ამ დროს რამე აბელმა, მაგრამ მან თავისი საქციელითა და რწმენით კარგი მაგალითი დაგვიტოვა (დაბადება 4:1—11; ებრაელები 11:4).

პასუხები

ა) მისმა ძმამ, კაენმა (1 იოანე 3:11, 12).

ბ) „იეჰოვამ მოიწონა აბელი და მისი შესაწირავი“ (დაბადება 4:4).

გ) მეცხვარე (დაბადება 4:2).

ხალხები და ქვეყნები

5. ჩვენ გვქვია დინი და ჯენიფერი; მე ათი წლის ვარ, ჯენიფერი კი — 7-ის. ჩვენ ვცხოვრობთ ავსტრალიაში. რამდენი იეჰოვას მოწმე ცხოვრობს ავსტრალიაში: 36 400, 63 400 თუ 93 400?

6. შემოხაზე ის წერტილი, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. დასვი წერტილი იქ, სადაც შენ ცხოვრობ და დაინახავ, რა მანძილია ავსტრალიამდე.

დავალება ბავშვებისთვის

მოძებნეთ ეს სურათები ამ ჟურნალში და თქვენი სიტყვებით აღწერეთ, რას ხედავთ თითოეულ სურათზე.

● (30-ე და 31-ე გვერდებზე მოცემული კითხვების პასუხები იხილე მე-15 გვერდზე).

30-ე და 31-ე გვერდზე მოცემული კითხვების პასუხები

1. ერთ სურათზე კიდობანს აკლია კეტები და რგოლები.

2. ერთ სურათზე ქერუბიმების ფრთები ფარავს კიდობნის სახურავს, მეორეზე კი არა.

3. ერთ სურათზე ქერუბიმების სახეები კიდობნის სახურავს დაჰყურებენ, მეორეზე კი არა.

4. ბ.

5. 63 400.

6. გ.