მეფე სოლომონის სიბრძნე
მეფე სოლომონის სიბრძნე
● ერთხელ მასწავლებელმა მეოთხე კლასელებს ჰკითხა, რა იცოდნენ ბიბლიური პერსონაჟის, მეფე სოლომონის შესახებ. ცხრა წლის გოგონამ შინამ თქვა, რომ იგი ძალიან ბრძენი მეფე იყო. მან აგრეთვე მოყვა, თუ როგორ გადაჭრა მეფე სოლომონმა ორ ქალს შორის წამოჭრილი უთანხმოება, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ორივე ერთი და იმავე ბავშვის დედა იყო. გოგონას კლასელები განცვიფრდნენ, როცა გაიგეს, თუ რა საუკეთესო გამოსავალი ნახა მეფემ. მასწავლებელმაც აღნიშნა, რომ ეს მართლაც კარგი გამოსავალი იყო.
შინამ თქვა, რომ ეს ამბავი მან წაიკითხა წიგნში „ბიბლიური მოთხრობები“, რომელიც სოლომონის სიბრძნეზეც მოგვითხრობს. შინა ამბობს: „ექვსმა ჩემმა თანაკლასელმა სურვილი გამოთქვა, რომ სიამოვნებით აიღებდნენ ამ წიგნს“. ის დასძენს: „ჩემმა მასწავლებელმაც მთხოვა წიგნის ერთი ეგზემპლარი. ასე რომ, მთლიანობაში წიგნის შვიდი ეგზემპლარი გავავრცელე“.
თქვენც შეგიძლიათ მიიღოთ 116 თავისგან შემდგარი წიგნის „ბიბლიური მოთხრობები“ ეგზემპლარი, თუ შეავსებთ თანდართულ ტალონს და გამოგზავნით ამ ჟურნალის მე-5 გვერდზე მოცემულ თქვენთვის უახლოეს მისამართზე.
□ გთხოვთ, გამომიგზავნოთ ეს წიგნი.
□ მსურს ბიბლიის უფასო შესწავლა.